დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციისთვის ვიზები არ გასცა

რუსული მედიის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს ვიზებზე უარი უთხრა. მათ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა გაავრცელა. მისი  თქმით,  რუსეთი არ აღიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გადაწყვეტილებებს, რომელშიც რუსეთის დელეგაციის წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი თემები