„ნორმალურ პირობებში, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს”- თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ნორმალურ პირობებში, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ევროპულ გზაზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამ ოპოზიციის პირობებში, სამწუხაროდ, ეს ვერ ან არ გამოდის. ყოველთვის ცდილობენ, რომ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე შეექმნას. მათ ვიწროპოლიტიკური ინტერესები დიდ, სახელმწიფოებრივ მიზნებში ერევათ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მსგავსი თემები