,,ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით,  ევროკავშირმა  საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შედეგად, იარაღის მარაგები ამოიწურა, რამაც ევროპაში დეფიციტი გამოიწვია.

„რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე ომი დააბრუნა ევროპულ მიწაზე. ომში ჩართული სამხედრო აქტივების რაოდენობით, მისი ადამიანური ხარჯებითა და გლობალური შედეგებით, ის წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტის ტექტონიკურ ცვლილებას. ევროკავშირმა სწრაფად და მკვეთრად მოახდინა რეაგირება უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების შეთავაზებით. ახლა აშკარაა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება, როგორც ომის დაწყებამდე ვაცხადებდით, როდესაც წარმოვადგენდით სტრატეგიულ კომპასს, რომელიც შემდეგ დაამტკიცა საბჭომ და გვთავაზობს რეალური ცვლილების გეგმას უფრო ძლიერი და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის. უსაფრთხოების ახალი გარემო აჩვენებს, რომ ევროკავშირმა უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნავს ბორელი.

მსგავსი თემები