,,რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი”- ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ მედინსკი  მოლაპარაკებების შეჩერებაში უკრაინას ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და პასუხისმგებლობას სამშვიდობო მოლაპარაკებების გაყინვაში, უკრაინას აკისრებს.

,,რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ეს არაერთხელ დაადასტურა ვლადიმერ პუტინმა. ერთადერთი საკითხია, რომ პრეზიდენტებს შორის სამიტისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეიკრიბონ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად და დოკუმენტებზე ხელმოსაწერად და არა ფოტოების გადასაღებად.

ერთი თვის წინ ჩვენ უკრაინულ მხარეს გადავეცით ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც უკვე შეთანხმებული იყო რამდენიმე ფუნდამენტური პოზიცია. თუმცა, მას შემდეგ უკრაინის მხრიდან დიალოგის გაგრძელების სურვილი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ისინი არ ჩქარობენ. ბურთი მთლიანად მათ მხარესაა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ბურთი უკრაინის მხარეზეა. მოლაპარაკებების გაყინვა მთლიანად უკრაინის ინიციატივაა,” – აცხადებს მედინსკი.

მსგავსი თემები