„შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში, ყველა რეგიონში. კოვიდპანდემია არ დასრულებულა“ – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავისრუსის გააქტიურების საფრთხეებზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემი ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის – ტედროს ადანომ  გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მზარდია, ვაქცინაცია კი სუსტი.

„დაფიქსირებული შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის იანვარში „ომიკრონის“ ტალღის პიკთან შედარებით, დაფიქსირებული სიკვდილიანობა ყველაზე დაბალია 2020 წლის მარტიდან მოყოლებული. ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ცხოვრება ჰგავს პანდემიამდე პერიოდს. პანდემია დასრულდა? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ეს ნამდვილად არ არის ის, რისი გადმოცემაც მსურს. არ დასრულებულა არსად, სანამ არ დასრულდება ყველგან. დაფიქსირებული შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში, ყველა რეგიონში. ჩვენი კოლეგები მთელ მსოფლიოში რეაგირებენ „ებოლას“ გავრცელებაზე კონგოში, მაიმუნის ყვავილსა და ჰეპატიტზე, ასევე რთულ ჰუმანიტარულ კრიზისებზე ავღანეთში, ეთიოპიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, უკრაინასა და იემენში. ჩვენ ვაწყდებით დაავადებებს, გვალვას, შიმშილსა და ომებს, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, უთანასწორობითა და გეოპოლიტიკური მეტოქეობით“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

 

მსგავსი თემები