დაბომბვას დონბასში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონბასში რუსეთმა ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

მათივე განცხადებით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით გასული დღე-ღამის განმავლობაში გაანადგურა 116 სამოქალაქო ობიექტი.

ამასთან, უკრაინის არმიამ დონბასში ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა ჟიტომირის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. უკრაინის საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს.

მსგავსი თემები