პოლონეთი და უკრაინა ერთობლივ საბაჟო კონტროლს აწესებენ

პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საბაჟოზე „რევოლუციური წესრიგი“ დაამყარონ. ამისთვის კი შეთანხმებასაც მიაღწიეს, საბაჟო კონტროლი ერთობლივად განახორციელონ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში. ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს სასაზღვრო პროცედურებს, აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას. მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჩავიდა, რომელმაც რადას წევრებს მიმართა.  როგორც პრეზიენტი ზელენსკი აცხადებს, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა და ამას არასდროს დაივიწყებენ უკრაინელები.

 

მსგავსი თემები