ამერიკა რუსეთს გამაფრთხილებელ წერილს უგზავნის, კრემლი უკმაყოფილოა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღალი და  მკაცრი გაფრთხილებების შემდეგ, რუსეთში ოფიცილური წერილი გაგზავნა. წერილის შენაარსი ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა, საუბარია, რომ ის უკრაინას და ნატოს გაფართოებას ეხება. აშშ რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ ქვეყნების სუვერენული უფლებაა და მას რუსეთი ვერ დაბლოკავს. ამერიკის გზავნილი კრემლში ამერიკის ელჩმა – სალივანმა მიიტანა. დოკუმენტის საიდუმლოდ დატოვების გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა ვაშინგტონში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ახსნა. შტატებში მიიჩნევენ, რომ  კონფიდენციალურობა საჭიროა მოლაპარაკებებისთვის სივრცის დასატოვებლად. წერილთან დაკავშირებით მოკლე შეფასება რუსეთის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვი არც მალავს, რომ…

მეტი...

„ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ“ – მეუფე მეუფეებს მიმართავს ზედმეტად ნურავის დაიცავენ

„ამდენი ქალია ციხეში, იმათ კი არ რცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოვუშვათ, გამოვუშვათო… იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ გამოუშვით, მერე დაგიჯერებთ. სხვებიც გამოვუშვით… მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან“ – აცხადებს ბოდბელი  მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი და მიანიშნებს, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილის აქტუირ დაცვაზე. მართალია მეუფე სასულიერო პირების არ ასახელებთ, თუმცა, აშკარად იკვეთება, რომ მისი ქადაგება მეუფე ნიკოლოზსაც მოიაზრებდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკანში ხშირად სტუმრობს და მისი შინაპატიმრობის იდეითაც გამოვიდა. „ძალით ვაჟკაცობა არავინ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს…

მეტი...

შშმ პირის ცემაში ბრალდებულები აცხადებენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არ ფიგურირებენ

პროკურატურა გეგმავს, ვიდეომასალას, სადაც ჩანს, როგორ ცემს ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი შშმ არასრულწლოვანს, ექსპერტიზა ჩაუტაროს. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ ბრალდებულები უარყოფენ რომ ვიდეოში სწორედ ისინი ფიგურირებენ. საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელების ხელმძღვანელიც დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულები ამოიცნო. „ჩვენება ორივე ბრალდებულს აქვს მიცემული. დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ “ისნის” შენობაში, თუმცა,  ორივე, აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმორიგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. ბრალდებულებისთვის კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან.…

მეტი...

შშმ პირის ცემისთვის პატრულ-ინსპექტორებს პატიმრობა შეუფარდეს 

შშმ არასრულწლოვნის ცემისთვის დაკავებული პოლიციელების სასამართლო პროცესი დასრულდა. ორივე პატრულ-ინსპექტორს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მათ გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკი. „ნუგზარ ბაქრაძის და კახაბერ ბაკაშვილის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, 48 საათის განმავლობაში. პროკურორებმა მიუთითეს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე. სასამართლო ეთანხმება, რომ არსებობს საფრთხეები და მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა, მიემალონ სასამართლოს. სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეუძლიათ, მოწმეებზე ზემოქმედება, ეს საფრთხეები არსებობს“, – ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ ადვოკატები გირაოს შეფარდებას…

მეტი...

სემეკმა სს „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

მეტი...

გამოკითხულები  მთავარ პრობლემად უმუშევრობას და ინფლაციას ასახელებენ  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მთავარ გამოწვევად უმუშევრობა და ინფლაცია რჩება. კითხვაზე: თქვენი აზრით, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? გამოკითხულთა 49% თვლის, რომ მთავარი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა; ფასების ზრდა/ინფლაცია – 42%; სიღარიბე – 23%; დაბალი ხელფასები – 21%; ლარის გაუფასურება – 14%; კორონავირუსი – 10%; მაღალი გადასახადები – 8%; საწვავზე მაღალი ფასები – 5%; კორუფცია და ნეპოტიზმი – 3%; სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა – 2%;

მეტი...

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკური ლიდერებით უკმაყოფილოა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. მათ საქმიანობას დადებითად 39% აფასება, უარყოფითად – 52%. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27%;  საშუალოდ – 27%; უარყოფითად – 35%;  არ იცის – 10%-მა. რაც შეეხება პრეზიდენტს, მის საქმიანობას დადებითად აფასებს 14%;  29% – საშუალოდ; 46% – უარყოფითად. პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს 12%; საშუალოდ – 33% პროცენტი; ცუდად – 46%.

მეტი...

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოსახლეობის 83% ემხრობა, ნატო-ს კი 77%

​NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს.  ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 3%-მა. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას. კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი  საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? – გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური…

მეტი...

კვლევით, ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა მაღალია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC- საქართველოს კვლევაით, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს, თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: „გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა – NDI-ს კვლევა

საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ  გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შეფასებასაც ეხება. NDI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), თუმცა მათგან მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიაა. უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია. NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 2 099-მა რესპონდენტმა მიიღო.

მეტი...

გამოკითხვით, 41% არც ერთ პარტიას ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით,  გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცე ერთი პოლიტიკური სუბიექტი იზიარებს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ არც ერთი პარტია. „ქართული ოცნებას“ ასახელებს გამოკითხულთა 24%; პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა; 9% კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას იწონებს. NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 2 099-მა რესპონდენტმა მიიღო.

მეტი...

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ თბილისში უსახლკაროს სტატუსი მიიღოს?!

ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაზუსტდა კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც თბილისში მცხოვრებ პირებს, ან ოჯახებს, უსახლკაროს სტატუსი უნდა მიენიჭოთ. შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირი აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს ქ.თბილისში,  ბოლო ორი წლის მანძილზე არ უნდა უფიქსირდებოდეს საზღვრის კვეთა და ასევე, მის სახელზე არ უნდა ფიქსირდებოდეს არც საცხოვრებელი სახლი და არც ავტომობილი. ცვლილებების თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი სტატუსს მიიღებს თუ  შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს…

მეტი...

პარლამენტში ცესკოს წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. გასული წლის დეკემბერში, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მეტი...

მეჯვრისხევში ოკუპანტები ე.წ. მავთულხლართების გასაბმელად ემზადებიან

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპანტების გააქტიურება ისევ  შეინიშნება. მათ ამჯერად სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, გარკვეულ ტერიტორიებზე მონიშვნა გააკეთეს და  ხეებს თეთრი ლენტები შეაბეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწორედ ასე იწყენებ ისინი ე.წ. საზღვრის გადმოწევას და მცოცავ ოკუპაციას. მათი თქმით, ოკუპანტები მორიგი „ბორდერიზაციისთვის“ ემზადებიან და პერიმეტრს ნიშნავენ. არსებული ახალი მონიშვნების მიხედვით, ოკუპანტების შემადგენლობაში ექცევა ვასო სეხნიაშვილისა და ოთარ ზანგურის ნაკვეთების ნაწილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველ დღე შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, საძოვრები თითქმის მიტაცებულია და მათ საკარმიდამო ნაკვეთებსაც ეხებიან. ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. როგორც დავით ქაცარავამ აღნიშნა, მეჯვრისხევი, კირბალი, ბერშუეთი და კიდევ…

მეტი...

Covid 19-ზე  აფთიაქში ნაყიდი ტესტის დადებითი პასუხი ლაბორატორიებში უნდა გადამოწმდეს

აფთიაქში ნაყიდი ტესტით დადასტურებული კორონავირუსი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბაზაში არ ისახება და აუცილებელია ასეთმა მოქალაქეებმა დიაგნოზი ლაბორატორიებში გადაამოწმონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ „ღამის კურიერში“ ისაუბრა. “ამ შემთხვევაში, ის, სისტემაში, როგორც ვრუსგადატანილი ვერ მოხვდება. ანტისხეულების კვლევას, ამ მიზნით არცერთი ქვეყანა არ იყენებს, რადგან ანტისხეულების ტიტრი შესაძლებელია იყოს მომატებული სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუნდაც ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში. ამდენად, ეს არ არის  ვალიდური საფუძველი დიაგნოზის დადასტურებისთვის. ჩვენ მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჩვენი დაკავშირება ევროკავშირის სისტემასთან მოითხოვს იმას, რომ  ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გვქონდეს ტესტის პასუხი გადატანილი დიაგნოზის უკან,” – განაცხადა თამარ…

მეტი...

ვირუსით 27 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981 531. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა – 2 255, იმერეთი – 2 222, ქვემო ქართლი – 812, შიდა ქართლი – 805, გურია – 314, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი – 320, სამცხე-ჯავახეთი – 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.  

მეტი...

ვირუსით 17 484 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 250 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 17 484  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 699   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  23.87%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 110 168. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.58%.  

მეტი...

ვის ეკუთვნის „მწვანე პასპორტი“ რატომ ვერ მოხვდნენ ვირუსიანები ბაზაში? – სამინისტროს განმარტებები

„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებულ გაუგებრობას ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ და აცხადებენ, რომ მის გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული შეცდომები არსებობს. როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ხარვეზები დაკავშირებულია სისტემის გადატვირთულობასთან. “მწვანე პასპორტის“ შემთხვევაში გვაქვს სამი კრიტერიუმი –  გადატანილი ინფექცია, ვაქცინაცია და ასევე ტესტირების პასუხი.  „ომიკრონმა“ გარკვეულწილად შეცვალა მთელს მსოფლიოში  მიდგომები. ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა „მწვანე პასპორტი“, ზოგმა დაამატა “ბუსტერ” დოზა, ზოგმა დაამატა ვაქცინაც და კიდევ ტესტირებაც. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეს რომელსაც აქვს ეს სამივე, ტესტი ჰქონდათ დადებითი, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო ეს ტესტი ვერ მოხვდა ბაზაში. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა წესი, რომელიც ითვალისწინებს…

მეტი...

„ნულოვანი ტოლერანტობა კოვიდ 19-ის მიმართ“ – ჩინეთის ელჩის – ლი იენის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

„ბოლო დროს, ჩინეთში ომიკრონის შტამით ინფიცირების იმპორტირებული შემთხვევები და იმპორტირებული წყაროებიდან ლოკალურად გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა, შესაბამისად, ზოგიერთ ქალაქში დროებითი კონტროლის ზომები მიიღეს“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში „მედიაცენტრ მთავართან.“ რა ვითარებაა ჩინეთში კოვიდპანდემიის მხრივ, როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას, რა რეგულაციები მოქმედებს, როგორია ეკონომიკური დანაკლისი და გათვლები, როგორ ემზადებიან გაზაფხულის დღესასწაულისთვის, ანუ, ახალი წლისთვის – ამ და სხვა საკითხებზე, „მედიაცენტრ მთავარს“  ექსკლუზიურად ჩინეთის ელჩი ლი იანი ესაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია ჩინეთში პანდემიის მხრივ მდგომარეობა? რა რეგულაციები მოქმედებს ამ ეტაპზე? როგორია მზადება „ომიკრონის“ გასამკლავებლად? ლი იენი: კოვიდ-19-ის ვირუსის გამუდმებული მუტირების გამო, პანდემია…

მეტი...

შესაძლოა, ბავშვებში აცრის ასაკი შემცირდეს და 9 წლიდან დაიწყოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ბავშვებში ვაქცინაციის ასაკი შემცირდეს. აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას საქართველოც გეგმავს. კერძოდ, განიხილება ვარიანტი, რომ კორონავირუსის აცრა 9 წლის ასაკიდან დაიწყოს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ, საქართველოშიც ვაქცინაცია 9 წლის ასაკიდან დაიწყოს. „ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან დაწია ზღვარი და სამი წლის ასაკიდან იწყებს ვაქცინაციას. ამერიკაშიც დაიწია და 9 წლის ასაკიდან იწყება. ჩვენთან ნამდვილად 12 წლიდან არის, მაგრამ განიხილება საკითხი, რომ ზღვარმა დაიწყოს 9 წლამდე,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მეტი...

პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა

კორომავირუსის პანდემიის ფონზე, ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება. როგორც ჩინეთის ელჩმა ლი იენმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 18%-ზე მეტია. „რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა. 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ 17.7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.1%-ით გაიზარდა, რითაც ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 18%-ზე მეტია, ხოლო მისი წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში დაახლოებით 25%-ია. 1,4 მილიარდიანი ჩინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 12,551 აშშ დოლარია, სავალუტო რეზერვების ბალანსი კი 3.2502 ტრილიონი აშშ დოლარია“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. ელჩის შეფასებით,…

მეტი...

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები“ – ნატოს გენ.მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მორიგ აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს და მკაფიოდ მოუწოდებს, რომ გაიყვანოს საკუთარი ძალები. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინაღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე,”- აცხადებს  იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, რუსეთის ძალები ამ ქვეყნებში მათი თანხმობის გარეშე იმყოფებიან და დასძინა, რომ უკრაინის მახლობლად ბელარუსის და რუსეთის ჯარები მზადყოფნაში არიან. „რუსეთის სამხედრო ფორმირება უკრაინაში და მის გარშემო გრძელდება, 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკვე პოზიციებზეა და უფრო მეტი…

მეტი...

„ომიკრონის“ შტამი ჩინეთისთვისაც გამოწვევა აღმონდა – როგორ უმკლავდებიან პანდემიას მისი წარმოშობის ქვეყანაში?!

„კოვიდ-19-ის ვირუსის გამუდმებული მუტირების გამო, პანდემია მთელს მსოფლიოში გრძელდება. “ომიკრონის” შტამი ძლიერ გადამდებია, უსიმპტომო ინფიცირებულთა რაოდენობაც უფრო მეტია, რაც ქვეყნებისთვის სერიოზული გამოწვევაა“ – განუცხადა ჩინეთის ელჩნა ლი იენმა „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ელჩის შეფასებით, ჩინეთში ვირუსის იმპორტირება ხდება, რის გამოც ქვეყანაში გარკვეული ზომები გამკაცრდა. „ბოლო დროს, ჩინეთში ომიკრონის შტამით ინფიცირების იმპორტირებული შემთხვევები და იმპორტირებული წყაროებიდან ლოკალურად გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა, შესაბამისად, ზოგიერთ ქალაქში დროებითი კონტროლის ზომები მიიღეს. ეპიდემიის ახალი ტალღის პირობებში, ჩინეთი პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს “საზღვარგარეთიდან იმპორტის პრევენციისა და შიდა გავრცელების თავიდან აცილების” პრინციპით ახორციელებს. ეპიდემიის ეფექტური კონტროლის ზომები მოიცავს:…

მეტი...