ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოსახლეობის 83% ემხრობა, ნატო-ს კი 77%

​NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს.  ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.

კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 3%-მა. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას.

კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი  საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? – გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.

 

მსგავსი თემები