საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა – NDI-ს კვლევა

საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ  გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შეფასებასაც ეხება.

NDI-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), თუმცა მათგან მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიაა.

უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 2 099-მა რესპონდენტმა მიიღო.

მსგავსი თემები