კვლევით, ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა მაღალია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC- საქართველოს კვლევაით, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს, თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება:

„გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1,099 ადამიანმა მიიღო.

 

მსგავსი თემები