„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები“ – ნატოს გენ.მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მორიგ აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს და მკაფიოდ მოუწოდებს, რომ გაიყვანოს საკუთარი ძალები.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინაღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე,”- აცხადებს  იენს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, რუსეთის ძალები ამ ქვეყნებში მათი თანხმობის გარეშე იმყოფებიან და დასძინა, რომ უკრაინის მახლობლად ბელარუსის და რუსეთის ჯარები მზადყოფნაში არიან.

„რუსეთის სამხედრო ფორმირება უკრაინაში და მის გარშემო გრძელდება, 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკვე პოზიციებზეა და უფრო მეტი გზაშია.  მათ შორის მნიშვნელოვანი განლაგებაა ბელარუსში… მზად ვართ, მოვისმინოთ რუსეთის წუხილი და ჩავერთოთ რეალურ დიალოგში, თუ როგორ გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ ევროპის უსაფრთხოების პრინციპებს“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები