პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა

კორომავირუსის პანდემიის ფონზე, ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება. როგორც ჩინეთის ელჩმა ლი იენმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 18%-ზე მეტია.

„რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა. 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ 17.7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.1%-ით გაიზარდა, რითაც ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 18%-ზე მეტია, ხოლო მისი წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში დაახლოებით 25%-ია. 1,4 მილიარდიანი ჩინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 12,551 აშშ დოლარია, სავალუტო რეზერვების ბალანსი კი 3.2502 ტრილიონი აშშ დოლარია“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

ელჩის შეფასებით, ჩინეთო მსოფლიოში პირველ ადგილს ინარჩუნებს.

„ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს იმპორტისა და ექსპორტის მოცულობამ 6,05 ტრილიონ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 21,4%-ით გაიზარდა, რითაც ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს მსოფლიოში და ამ მაჩვენებლით ახალი ისტორიული რეკორდიც დაამყარა“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცნტრ მთავართან“. 

 

მსგავსი თემები