„ომიკრონის“ შტამი ჩინეთისთვისაც გამოწვევა აღმონდა – როგორ უმკლავდებიან პანდემიას მისი წარმოშობის ქვეყანაში?!

„კოვიდ-19-ის ვირუსის გამუდმებული მუტირების გამო, პანდემია მთელს მსოფლიოში გრძელდება. “ომიკრონის” შტამი ძლიერ გადამდებია, უსიმპტომო ინფიცირებულთა რაოდენობაც უფრო მეტია, რაც ქვეყნებისთვის სერიოზული გამოწვევაა“ – განუცხადა ჩინეთის ელჩნა ლი იენმა „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ელჩის შეფასებით, ჩინეთში ვირუსის იმპორტირება ხდება, რის გამოც ქვეყანაში გარკვეული ზომები გამკაცრდა.

„ბოლო დროს, ჩინეთში ომიკრონის შტამით ინფიცირების იმპორტირებული შემთხვევები და იმპორტირებული წყაროებიდან ლოკალურად გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა, შესაბამისად, ზოგიერთ ქალაქში დროებითი კონტროლის ზომები მიიღეს. ეპიდემიის ახალი ტალღის პირობებში, ჩინეთი პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს “საზღვარგარეთიდან იმპორტის პრევენციისა და შიდა გავრცელების თავიდან აცილების” პრინციპით ახორციელებს. ეპიდემიის ეფექტური კონტროლის ზომები მოიცავს: საზღვარზე შემოსული ხალხისა და საქონლის მკაცრად ინსპექტირებას, ეპიდემიის რისკის ზონების მეცნიერულ კლასიფიკაციას,  შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ ნუკლეინის მჟავის ტესტით სკრინინგის სწრაფად ჩატარებას, საიზოლაციო და საკარანტინო ღონისძიებების მკაცრად გატარებას, სამედიცინო მკურნალობისა და სხვა მეთოდების გაძლიერებას და კოვიდ-19-ის მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის გატარებას“ – აღნიშნა ელჩნა „მედიაცენტრ მთავარან“. 

როგორც ელჩმა გვითხრა, სხვადასხვა ეფექტური ღონისძიებების გატარებით, ქვეყანაში ვირუსი მალე დამარცხდება.

„ჩინეთს შეუძლია, სწრაფად მართოს და გააკონტროლოს იმპორტირებული შემთხვევების ადგილობრივი გავრცელება და როგორც წესი, ერთ-ორ თვეში შემთხვევების რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს. ჩინეთმა ეპიდემიასთან ბრძოლაში  სტრატეგიულ გამარჯვებას უკვე მიაღწია. ჩინეთში ჩამოყალიბდა ეპიდემიის პრევენციის ეფექტური სისტემა, რომელმაც უზრუნველყო ნორმალური სოციალური და ეკონომიკური  განვითარება და რაც მთავარია, მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები