„ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ“ – მეუფე მეუფეებს მიმართავს ზედმეტად ნურავის დაიცავენ

„ამდენი ქალია ციხეში, იმათ კი არ რცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოვუშვათ, გამოვუშვათო… იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ გამოუშვით, მერე დაგიჯერებთ. სხვებიც გამოვუშვით… მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან“ – აცხადებს ბოდბელი  მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი და მიანიშნებს, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილის აქტუირ დაცვაზე.

მართალია მეუფე სასულიერო პირების არ ასახელებთ, თუმცა, აშკარად იკვეთება, რომ მისი ქადაგება მეუფე ნიკოლოზსაც მოიაზრებდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკანში ხშირად სტუმრობს და მისი შინაპატიმრობის იდეითაც გამოვიდა.

„ძალით ვაჟკაცობა არავინ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს არ გამოსულა. ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს, ყვავ-ყორნები იქნებიან თუ ჩვენები იქნებიან, თუ გარედან იქნება ვინმე, ვინ ვის რა უნდა დააკლოს. სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

მისი შეფასებით, ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და უკრაინასთან დაკავშირებთაც მოჩვენებითები ნუ იქნებიან.

„ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებთ, თუ საქართველოზე მანამდე იფიქრებდით. თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში, იმათ კი არ რცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოვუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ გამოუშვით, მერე დაგიჯერებთ! სხვებიც გამოვუშვით! მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან.

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად ვიყოთ და ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ, თორემ რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არაფერს ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას“, – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები