ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 195 ადამიანს, მათგან ვირუსი 53 პირს დაუდასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ფეხზე წამოდგა – ის თავის მდგომარეობაზე წერს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამის შესახებ ნავალნიმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა. ნავალნი წერს, რომ მას მობილური ტელეფონის გამოყენება ან ჭიქაში წყლის დასხმა ჯერ კიდევ არ შეუძლია, თუმცა მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. „მოდით, მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა – არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წლის დალევაც მთელი ატრაქციონია – ეს ნამდვილი უაზრობაა. აგიხსნით. ცოტა ხნის წინ, მე ვერ ვცნობდი ხალხს და არ მესმოდა, როგორ უნდა მელაპარაკა. ყოველ დილას ექიმი მოდიოდა ჩემთან და…

მეტი...

კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორ პირს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ვერსიით, მამაკაცებს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანება) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) დაიწყო.

მეტი...

” წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის” – კახა კალაძე

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წყალტუბოში პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტით, გამორჩეული ბუნებით, იმ უდიდესი პოტენციალით, რომელიც ულამაზეს ქალაქს, წყალტუბოს გააჩნია. „შეუძლებელია მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად, ტურისტულ ცენტრად აქცევს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამის გარანტი,…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბრის 19:00 საათზე დასრულდა. კონკურში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა რვა კანდიდატმა: ალექსანდრე ვახტანგოვი რევაზი შალიბაშვილი გია ტოგონიძე გოჩა ტყეშელაშვილი ირმა სოხაძე თინათინ ბერძენიშვილი ხათუნა ლაგაზიძე თამაზ ბიბილური

მეტი...

2020 წლის არჩევნებში პარტიების ნომრები ცნობილია – სია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. „შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე)” – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. „შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი…

მეტი...

“რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება” – არჩილ თალაკვაძე

“ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე საუბრისას. „რაც შეეხება დღეს არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა და ჯერჯერობით როგორც ვხედავთ, არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან, არც სხვა პირობებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი განცხადებები, ვერ ცვლის იმ…

მეტი...

საკრებულოს წევრს ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საკრებულოს წევრს ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. “ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი:covid 19 – დადებითი …ყველაფერი კარგად იქნება !” – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მეტი...

“„ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს გამარჯვება არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება” – გიორგი გახარია

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მეოცე საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის  „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე, ვანში განაცხადა. პრემიერ – მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრი საჭირო საქმეა დაწყებული ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც უნდა დასრულდეს და ერთობლივი შრომით ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი. „მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა, სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბევრი მაგარი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რომელიც აწუხებს ვანს” – კახა კალაძე

“რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ აღვფრთოვანდეთ იმ უდიდესი წარსულით, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა, რასაც, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი უკვე 8 წელია თქვენი აქტიური ჩართულობით აკეთებს.” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ვანში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის კონკრეტულად ვანში, ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა „ამაყი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ქალაქში, რომელიც ფასდაუდებელ ისტორიულ თუ კულტურულ საგანძურს ინახავს. აქ, ვანში, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში,…

მეტი...

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილი კვლავ პედაგოგების კლასტერია, ნაწილი კი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან. ამჟამად, კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში 67 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 15 ბავშვი, ექვსი ორსული, ერთი კი ახლადნამშობიარები ქალია. „პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მძიმეა აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

მეტი...

სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ჭიათურის რაიონული სამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს…

მეტი...

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორი ჰექტარი ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი. რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა. ხეობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ გაშვებული ფოიერვერკის ნაპერწკლებისგან გაჩნდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1 481-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

ავარია ავტომაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ფოტოები შემთხვევის ადგილიდან მედიაცენტრმა მთავარმა გადაიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. საშუალო სიმძიმისაა ასევე გორში, კლინიკა “გორმედში“ მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მეტი...