საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბრის 19:00 საათზე დასრულდა.

კონკურში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა რვა კანდიდატმა:

ალექსანდრე ვახტანგოვი

რევაზი შალიბაშვილი

გია ტოგონიძე

გოჩა ტყეშელაშვილი

ირმა სოხაძე

თინათინ ბერძენიშვილი

ხათუნა ლაგაზიძე

თამაზ ბიბილური

მსგავსი თემები