ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ

  •  

ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა.

სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.

მსგავსი თემები