იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილი კვლავ პედაგოგების კლასტერია, ნაწილი კი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან.

ამჟამად, კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში 67 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 15 ბავშვი, ექვსი ორსული, ერთი კი ახლადნამშობიარები ქალია.

„პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მძიმეა აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

მსგავსი თემები