სამედიცინო დაწესებულებათა სია, სადაც აბიტურიენტები „პისიარ“ ტესტირების ჩატარებას შეძლებენ, ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ დაწესებულების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც აბიტურიენტებს „პისიარ“ ტესტირების ჩატარება შეუძლიათ. გთავაზობთ იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც გამოცდებში მონაწილეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტირება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისთვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული (დეტალები იხილეთ ბმულზე). იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 2020 წლის ერთიანი…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ. შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად შეეძლებათ.

მეტი...

“ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს” – ირაკლი ბერაია რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე

“პრორუსული დეზინფორმაციული კამპანია, რუსული მიზანმიმართული იერიში საქართველოზე არ ხორციელდება მხოლოდ გარედან”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა. „ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანის აზრით, მაღალია ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება.

მეტი...

ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა

ბიურომ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის განრიგი განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ვინაიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობს, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით, ბიუროზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირა მთლიანად საკომიტეტო საქმიანობას დაეთმობა, ხოლო 13 და 14 ივლისს პარლამენტი შეიკრიბება პლენარული სხდომის ფარგლებში და განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებსაც კომიტეტები მოამზადებენ. ბიურომ ასევე განსაზღვრა პლენარული სხდომის დღის წესრიგს დამატებული კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები. პლენარულ სხდომის დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული…

მეტი...

საქართველოში წელს აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2 ივლისის მონაცემებით, წელს საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია სულ 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის, 6252 მამაკაცია, 2124 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა. 30 ივნისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5220 (4630 +590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია (38 +8 აფხაზეთი). რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.0…

მეტი...

“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა” – ანგელა მერკელი

“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპის ისტორიაში ეს ყველაზე რთული წელია. ანგელა მერკელი ამბობს, რომ პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ჯერ არ გამქრალა. ანგელა მერკელის შეფასებით, პანდემია ევროპის ერთიანობისთვის დიდი გამოცდაა.

მეტი...

“რუსეთმა შეიარაღება მხოლოდ ავღანეთის კანონიერ მთავრობას მიაწოდა და არა „თალიბანს“ – მარია ზახაროვა

“რუსეთმა შეიარაღება მხოლოდ ავღანეთის კანონიერ მთავრობას მიაწოდა და არა „თალიბანს“, როგორც ამას აშშ-ში ამტკიცებენ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუს მაღალიჩინოსნებთან შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს რუსეთისა და თალიბანის შესაძლო კავშირის საკითხი არასდროს დაუყენებია. „ამ კონტექსტში, მიზანშეწონილი იქნება გავიხსენოთ ავღანეთში აქტიურად მოარული ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების საიდენტიფიკაციო ნიშნის არმქონე ვერტმფრენებით მხარდაჭერას უკავშირდება, რომლის შესახებაც წელიწადნახევრის ან ორი წლის წინ ბრიფინგებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მეტი...

“სადაც ბოკერია იყრის კენჭს, იქ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს” – მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თუ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მაჟორიტარობის კანდიდატურას ვაკის რაიონში დააყენებს, მას კონსულტაციები ექნება გუნდთან და ის თავის კანდიდატურას ვაკეში დააყენებს. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ მათთან მიმართებაში არა. „თუ უპირატესობაზეა, ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია – არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოგვევლინა ოპოზიციის გამაერთიანებლად, ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან,…

მეტი...

ნოვაკ ჯოკოვიჩმა COVID-19 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა. სპორტსმენის და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ ჩოგბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს სიმპტომები არ ჰქონიათ და სერბეთის დედაქალაქში, თვითიზოლაციაში იყვნენ. მედიაში 23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

მეტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ​ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. “ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც…

მეტი...

“კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს” – ლუიზა ვინტონი

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. „ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგებს. ახლა, როცა საქართველო შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ეკონომიკურ უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების აღდგენის, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. მისივე თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიაზე წარმატებული რეაგირება ქვეყნის ეკონომიკას აღდგენაში ხელს შეუწყობს. „ამიტომ, საქართველოს მაგალითი სრულიად სანიმუშოა მთელი მსოფლიოსთვის, ამას ყველა აღიარებს. ასევე, ყველა აღიარება იმას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი…

მეტი...

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასული. საქართველოს საელჩო და საკონსულო ამ ეტაპზე საბუთებს ამზადებენ დაღუპულთა საქართველოში გადმოსასვენებლად

მეტი...

“არ გვაქვს ილუზია, რომ შემოდგომაზე “კორონავირუსი” არ იქნება, სისტემის მდგომარეობა გართულდება” – ინფექციონისტი

“საბედნიეროდ, მსოფლიოს არ ახსოვს ორი პანდემიის დამთხვევა, თუმცა გამორიცხული ეს არასდროსაა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მაია ბუწაშვილის განცხადებით, ილუზია, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი არ იქნება, არა არსებობს.  “ორი პანდემიის დამთხვევა იქნება ძალიან მძიმე. იმედია, ასე არ მოხდება. ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ეპიდემია რომ დაიწყება ოქტომბრიდან და თუ ამის თანხვედრა მოხდა კორონავირუსთან, და ალბათ, მოხდება, რადგან არ გვაქვს ილუზია, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი არ იქნება, რთული გადასატანი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის. არაფერს ვამბობ ორი პანდემიური ვირუსის დამთხვევაზე, რადგან ის ძალიან გაართულებს ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას. დატვირთვა ექნება სამინისტროს უზარმაზარი, ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვისაც იქნება სერიოზული…

მეტი...

“ჩინეთში იხვი, ბატი, ქათამი თუ ადამიანი ერთად ხვდება, სადაც ხდება ახალი ვირუსების აწყობა” – ინფექციონისტი “ღორის გრიპზე”

“ღორის გრიპი” ხშირად გვხვდება სხვადასხვა ძუძუმწოვრებში. როდესაც სხვადასხვა ვირუსები, მაგალითად, ქათმის, ან სხვა ფრინველების, თვითონ ადამიანის, ან თვითონ ღორის ვირუსები ერთად ხვდება, განიცდის რეკომბინაციას, ანუ აეწყობა ახალი ტიპის ვირუსი”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც დიდ ტერიტორიაზე ცხოველების ბაზრობაა გადაჭიმული, სადაც ინფექციონისტის განმარტებით, ახალი ვირუსის გაჩენის ალბათობა დიდია. “ალბათ, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დიდ ტერიტორიაზე ცხოველების ბაზრობებია გადაჭიმული. სწორედ ესაა საუკეთესო არე, რომ იქ აეწყოს ახალი ვირუსები. ერთად ხვდება იქ ადამიანიც, ღორი, იხვი, ბატი, ქათამი და სხვა ცხოველები და ფრინველები.…

მეტი...

„საზღვრები უნდა გახსნილიყო, ლოდინი გაურკვეველია” – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„რისკი არსებობს ტურისტების შემოდინებასთან ერთად, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადაიდგას საზღვრის გახსნაზე,“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ინფექციონისტი თვლის, რომ რისკი საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით გარდაუვალია, რადგან ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება. „საქართველოში სიტუაცია საუკეთესოა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება. ვთვლი, რომ პირველ ივნისსაც უნდა გახსნილიყო საზღვრები. ჩვენს გარშემო ქვეყნებში სიტუაციის ნორმალიზება ჯერ ვერ მოხდება, ამიტომ, ლოდინის მიზანი გაურკვეველია. ეს რისკი გასაწევია, სულ ჩაკეტილი ქვეყანა ვერ ვიქნებით, რისკი არსებობს ტურისტების შემოდინებასთან ერთად, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადაიდგას საზღვრის გახსნაზე. პერსპექტივაში ვერ ვხედავთ რა არის სამიზნე საზღვრების…

მეტი...

„რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, იმედია, აქ ყველაფერი გასაგებია“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი  

„როდესაც ადამიანს ედავები თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც მინიმუმ უნდა ამტკიცებდე, რომ შენმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, რაც კატეგორიულად გამორიცხულია ოჯახის მხრიდან… მიჩნდება კითხვა-რა უნდა მოვთხოვო გამოძიებას, რომ ათწლიანი დასჯადობიდან გადააკვალიფიცირონ 4 წლიან დასჯადობამდე?“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართვა საზოგადოებას და მედიას. ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიოტგი სქარშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: “თქვენი დამსახურებით განვლილ 12 დღეში შესრულდა ორი უდიდესი ამოცანა, ვერ განხორციელდა ბავშვის ტრაგედიის გამოყენება მდარე მიზნებისთვის და შეიქმნა ყველაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რომ არ მოდუნდეს სამართალდამცავი სისტემა და გაგრძელდეს თავდაზუგავი შრომა გიორგის გარდაცვალების ფაქტის…

მეტი...

„ზარდიაშვილებისგან „ნაციონალებზე“ საუბარი, ვინ ვისთანაა შეკრული წარმოუდგენელი და სასაცილოა“ – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი ირაკლი კობახიძის რეპლიკას ეხმაურება, სადაც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ დავით ჭიჭინაძეზე გავლენა საკონსტიტუციო ცვლილებაში არმონაწილეობაზე ოპოზიციამ იქონია. „პირადად  მე, ყოველთვის შერეული სისტემის მომხრე ვიყავი.  და მეორე, „ოცნების“ ამ ჯგუფმა,  კობახიძის მეთაურობით, თავისსავე პროპოპრციულს თავადვე  უღალატა.“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მეტი...

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ – ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე. ცვლილებების განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ. ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 ათას…

მეტი...

“არსებობს პირადი ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან, სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. „გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის…

მეტი...

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა  27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა. „დღეს არის 2 ივლისი, ზუსტად 27 წლის წინ, ლაბრა-ტამიშის ტერიტორიაზე გადმოისხა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისგან კონფრედერანტებისგან და სეპარატისტებისგან ერთობლივად შექმნილი დაჯგუფება. 27 წლის წინ იყო დიდი და ძლიერი ბრძოლები. კიდევ ერთხელ იყო დღე სიმწრის, უპასუხისმგებლობის, თავგანწირვის და საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვებული კაცების. მინდა, თქვენთან ერთად, წუთიერი დუმილით მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი…

მეტი...

„საბედნიეროდ, ჯერ მსოფლიოს არ ახსოვს ორი პონდემიის დამთხვევა – ორი პანდემიის თანხვედრა იქნება ძალიან მძიმე“ – ინფექციონისტი “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

“შემოდგომაზე ველოდებით სეზონურ გრიპსაც და მოსალოდნელია მათი თანხვედრა კორონავირუსთან, რადგან არავის გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი შემოდგომაზე გაივლის, თუმცა ორი პანდემიური ვირუსის ერთად თანხვედრა იქნება გაცილებით სავალალო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მედიკოსის თქმით მსოფლიოს დღემდე ორი პანდემიური ვირუსის თანხვერდა არ ახსოვს, თუმცა, როგორც მაია ბუწაშვილი განმარტავს „გამორიცხული არაფერია.“ „კორონავირუსის გამო მიექცა ყურადღება ამ ვირუსებს. ჩვენ მუდმივად ვცხოვრობდით ამ რისკებზე დაკვირვებით. ეს პროცესი ყოველთვის არის, რეკომბინაცია ხდება, ხშირია ღორის ორგანიზმში, როდესაც სხვადასხვა ვირუსები ერთად ხვდება და აეწყობა ახალი ტიპის ვირუსი, ამიტომ მჭიდრო დაკვირვება უნდა მოხდეს, ასევე სხვა ცხოველებზე.…

მეტი...

პროკურატურამ, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, საქმე 2008 წლის 18 იანვარს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია. „მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში. მომხდარი ინციდენტის…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ფრენების გრაფიკი ორშაბათიდან გამოქვეყნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქალაქებიდან ფრენებს სხვადასხვა ავიაკომპანია განახორციელებს. „დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება. საუბარია იმაზე, ვიმუშაოთ ავიაკომპანიებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ორშაბათს გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაცია, საიდანაც კვლავ განხორციელდება ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეებს ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი სუბსიდირებული ფასებით საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოდ, ისე, რომ არ მოხდეს დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე. ყველას ექნება ქვეყნაში დაბრუნების შესაძლებლობა კარანტინის გავლით, სახელმწიფოს ხარჯზე. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი კომპანია. ჩვენი სამინისტრო საავიაციო დარგში მეტი კონკურენციის მომხრეა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ…

მეტი...

„ეკონიმიკის რესენსია, ეს არის სამწუხარო ფაქტი კოვიდის წინააღმდეგ სამკურნალოდ“- რომან კაკულია საზღვრების გახსნაზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „მედიაცენტრ მთავართან“ საზღვრების გახსნის გადადებაზე კომენტარს აკეთებს. კაკულიას მიაჩნია, რომ ყველა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ჯერ ადამიანის ჯანმრთელობა უნდა იყოს. „როდესაც, ჩვენ ვისმენთ ცნობილი ეკონომისტების შეფასებებს მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ აქ ყველა ვთანხმდებით, რომ ეკონომიკური რესენსია შედეგი კი არ არის ეს,  არის სამწუხარო რეალობა კოვიდის წინააღმდეგ სამკურნალოდ. როდესაც არ არის დაავადება მძიმედ მიმდინარე, ყველა კონცენტრირებული ვართ ეკონომიკაზე,  თუ შევხდევათ იმ ქვეყნებს, სადაც დაავადება პროგრესირებს იქ ეკონომიკა არავის ახსოვს. არჩევანი ამ შემთხვევაში კეთდება ადამიანების ჯანმრთელობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ, რომ დღევანდელი მიღწეული შედეგი არ დავკარგოთ და…

მეტი...

“სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდა და სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით მიიღებს გადაწყვეტილებას, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა. გია ვოლსკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში მათი მმართველობის დროს იყო. კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც, სიკვდილსაც და მათ გაპარტახებას, ქონების წართმევას ნამდვილად ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში. ეს დრო აღარ არის. სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა. არც გიგი უგულავა და ოქრუაშვილი არ იქნენ უდანაშაულოდ ცნობილი და ამაში ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. არც არსებობს, მაშინ გვიკარნახეთ, რა მექანიზმი…

მეტი...

კაცს, რომელმაც შეყვარებული დაწვა პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ შალვა გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს და არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. დაცვის მხარემ სასამართლოს 20 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. „დაკავებულს წარდგენილი აქვს 19 /109 მუხლი. ბრალდებული განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს, დანარჩენი კი, სასამართლოს მსვლელობისას გაირკვევა, თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე. მასალებიდან გამომდინარე მან თქვა, რომ ავტომანქანაში რომ ჩაესხა ბენზინი ამისთვის შეიძინა. სამართალდამცველებთან აღიარა, რომ…

მეტი...

„ვირუსებს მუტაცია ახასიათებს, კორონავირუსი სხვა ვირუსებთან შედარებით ამას ნაკლებად განიცდის“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ამჟამად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა მისი ახალი მუტაცია, ეს არის ლაბორატორიული კვლევა და რეალურ ვითარებაში ეპიდემიურ სურათს რამდენად ცვლის ეს დადგენილი არ არის,“ – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“ განაცხადა. სპეციალისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა, საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად კი ბუწაშვილის განცხადებით დამატებითი კვლევებია საჭირო. „ვირუსებს მუტაცია ახასიათებს, კორონავირუსი სხვა ვირუსებთან შედარებით ამას ნაკლებად განიცდის ამ მხრივ ეს მის შესახებ პოზიტიური ინფორმაციაა, თუმცა მაინც აქვს მუტაციები და ეს შესწავლის საგანია, ამჟამად გამოვლინდა მისი ახალი ტიპი, მისი უნარის შესახებ უჯრედში შეაღწიოს. რეალურ ვითარებაში კი ეს ეპიდემიოლოგიურ სურათს…

მეტი...

ფერადკანიანების სოლიდარობის ნიშნად „ჯონსონი და ჯონსონი“ და „ლორეალი“ პროდუქციიდან „თეთრს“ და „მათეთრებელს“ ამოიღებს

კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიები, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპასუხოდ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ მასშტაბური ანტირასისტული პროტესტების საპასუხოდ მსოფლიო ბაზარზე კანის მათეთრებელი ეტიკეტებიდან “თეთრი”, ‘მათეთრებელი”, “ღია ფერის”, “ნათელი” და მათი მსგავსი სიტყვების ამოღების შესახებ განცხადებას აკეთებენ. “”ლორეალ ჯგუფი” გაგებით ეკიდება სამართლიან შეშფოთებას კანის მოვლის საშუალებების აღწერაში სიტყვებთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას პროდუქციიდან ეტიკეტებიდან სიტყვების “თეთრი”, ”გამათეთრებელი” და “ღია”, ”გამაღიავებელი” ამოღების შესახებ”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ლორეალის” მიერ ამ განცხადებამდე “უნილევერმა” მიიღო გადაწყვეტილება რომ შეცვლის ლოგოტიპს “ღია და მშვენიერი”. კიდევ უფო შორს წავიდა…

მეტი...

აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. საკითხი, რომელიც ადარდებს, როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს – დღეს დილით გქვონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგების წარმოამდგენელებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს შეგვიძლია, გავამხოვანოთ, შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, ასეთია: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც…

მეტი...

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც მოზარდი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტი შახტაში ჩავარდა. მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალური აგენტებს” – გიორგი გახარია

პირველი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი. „გარდა ამისა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ ერთის მხრივ პენსიის გაზრდის და მეორეს მხრივ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც, როგორც შედეგი პენსიის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთოს მძღოლია

8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 22-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 931 შემთხვევა იყო და 8 ახალი დაემატა. ამდენად ამჟამად 939 დადასტურებული შემთვევაა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 795 იყო და 22-ით გაიზარდა. ამჟამად კოვიდინფიექციისგან 817 პაციენტია განკურნებული. ამასთან, ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან 6 სატვირთოს მძღოლია. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

მეტი...

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სუსის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს “საფეჯის მუდმივი დაწესებულების” თანამშრომელი დააკავეს. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო. გამოძიებით დგინდება, რომ მსს “საფეჯის მუდმივი დაწესებულების” საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა ქ. ფოთში, შპს “TAHAL GROUP B.V.”-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს, ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს “პოზიტივ ფაილის” მფლობელისთვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ს ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 817-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. პაციენტები ჰოსპიტალში არსებულ ცხელების ცენტრში იყვნენ მოთავსებული. აღნიშნულ საკითხზე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.

მეტი...