„ვირუსებს მუტაცია ახასიათებს, კორონავირუსი სხვა ვირუსებთან შედარებით ამას ნაკლებად განიცდის“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ამჟამად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა მისი ახალი მუტაცია, ეს არის ლაბორატორიული კვლევა და რეალურ ვითარებაში ეპიდემიურ სურათს რამდენად ცვლის ეს დადგენილი არ არის,“ – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“ განაცხადა.

სპეციალისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა, საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად კი ბუწაშვილის განცხადებით დამატებითი კვლევებია საჭირო.

„ვირუსებს მუტაცია ახასიათებს, კორონავირუსი სხვა ვირუსებთან შედარებით ამას ნაკლებად განიცდის ამ მხრივ ეს მის შესახებ პოზიტიური ინფორმაციაა, თუმცა მაინც აქვს მუტაციები და ეს შესწავლის საგანია, ამჟამად გამოვლინდა მისი ახალი ტიპი, მისი უნარის შესახებ უჯრედში შეაღწიოს. რეალურ ვითარებაში კი ეს ეპიდემიოლოგიურ სურათს რამდენად ცვლის კვლევის საგანია, ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ რამდენად მეტ ადამიანს დააინფიცირებს ეს მუტაცია, ამას ბევრი კვლევა სჭირდება, თუმცა დადგინდა რომ ეს დაავადების პროგრესირებას არ უწყობს ხელს.

გაირკვა ასევე, რომ კლინიკურ მიმდინარეობას არ ამძიმებს, აქ საუბარი იმაზეა ხომ არ ხდება ამ მუტაციის შემდეგ ადამიანების უფრო სწრაფად დაინფიცირება, თუმცა ამ მიმართულებითაც რეალურ ცხოვრებაში ეპიდემიოლოგიურ სურათს უკვე ამძიმებს თუ არა დასკვნის გაკეთება ნაადრევია.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები