„საბიუჯეტო პროექტის არაჯეროვანი მართვის გამო, წყალმომარაგების კომპანიამ ათეულობით მლნ ლარი ვერ აითვისა“ – აუდიტი

 აუდიტის მიერ წყალმომარაგების კომპანიის 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, რომ წყალმომარაგების მიერ,  თანხების აუთვისებლობის ძირითადი მიზეზი საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვაა. „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მთავრობის განკარგულებებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კომპანიამ სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოსთვის აუთვისებელი თანხების ჯამმა შეადგინა 14,243,474 ლარი. ამის გარდა, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ 5 პროექტისათვის 2017 წელს გამოყოფილი 28,444,310 ლარი, კომპანიამ საერთოდ ვერ აითვისა. ზემოაღნიშნული პრობლემები საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვის შედეგია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების სამიზნე მომხმარებლებს ოზურგეთში, ყვარელში, ხარაგაულში, ფასანაურში, გუდაურში, ფოთში, მარნეულსა და ბაკურიანში თავდაპირველად დადგენილ ვადებში…

მეტი...

ესპანეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან 13 ქვეყანასთან გახსნის, მათ შორის საქართველოსთან

ესპანეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის საზღვარს, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „შენგენვიზაინფო“ ავრცელებს. ესპანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მაროკოსა და ჩინეთის მოქალაქეების შეშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნები ბრიუსელმა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნია. ამის მიზეზი ჩინეთისა და მაროკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლებიც ესპანეთის მსგავსად მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ტურისტების მიღებაზე უარს აცხადებენ. საქართველოს გარდა ესპანეთი საზღვარს გაუხსნის ასევე ავსტრალიას, ალჟირს, კანადას, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაის, მონტენეგროს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს.…

მეტი...

თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გუშინ, გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. შსს – ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

„კვირიკაშვილმა ჩემთან გამოაგზავნა ძალოვანი მინისტრები და მითხრა ხაზარაძისთვის თავი დამენებებინა“ – დავით ჭიჭინაძე

„კორუფცია ისე გაღრმავდა, რომ ქვედა კორუფციასაც ვეღარ ამჩნევენ,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ე.წ ელიტურ კორუფციასაც შეეხო და მამუკა ხაზარაძეც გაიხსენა: „ამ კორუფციაში შედის ყველა ის ადამიანი, ვინც თავის ფინანსური ჯგუფით არის წარმოდგენილი. ივანიშვილი არის სათავეში, მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, კვირიკაშვილის დროს ხაზარაძე იყო, მე მის სიტყვებს გავიმეორებ, როცა ვინმე უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში ისეთი კულტურაა კულუარულად უნდა გაურიგდეო. კვირიკაშვილმა ჩემთან 20017 წლის ზაფხული იყო, გამოაგზავნა ძალოვანი მინისტრები და მითხრა ხაზარაძისთვის თავი დამენებებინა, თორემ ფინანსურ პოლიციას გამომიგზავნიდა,რაზეც მე შევუთვალე,რომ ჩემი ხელით დავწვავდი, რის გამოც იმუქრებოდნენ და  ავაგუზგუზებდი…

მეტი...

ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა

ხმის დათვლის წინასწარი შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 10.4%, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩევლების 70.8%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28.1%. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრა იყო საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი გადადო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვა 1-ელ…

მეტი...