“სადაც ბოკერია იყრის კენჭს, იქ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს” – მიხეილ ყაველაშვილი

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თუ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მაჟორიტარობის კანდიდატურას ვაკის რაიონში დააყენებს, მას კონსულტაციები ექნება გუნდთან და ის თავის კანდიდატურას ვაკეში დააყენებს.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ მათთან მიმართებაში არა.

„თუ უპირატესობაზეა, ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია – არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოგვევლინა ოპოზიციის გამაერთიანებლად, ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. ელენე ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები