საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთოს მძღოლია

8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 22-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 931 შემთხვევა იყო და 8 ახალი დაემატა. ამდენად ამჟამად 939 დადასტურებული შემთვევაა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 795 იყო და 22-ით გაიზარდა. ამჟამად კოვიდინფიექციისგან 817 პაციენტია განკურნებული.

ამასთან, ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან 6 სატვირთოს მძღოლია.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

მსგავსი თემები