“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა” – ანგელა მერკელი

“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპის ისტორიაში ეს ყველაზე რთული წელია. ანგელა მერკელი ამბობს, რომ პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ჯერ არ გამქრალა.

ანგელა მერკელის შეფასებით, პანდემია ევროპის ერთიანობისთვის დიდი გამოცდაა.

მსგავსი თემები