„რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, იმედია, აქ ყველაფერი გასაგებია“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი  

  •  

„როდესაც ადამიანს ედავები თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც მინიმუმ უნდა ამტკიცებდე, რომ შენმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, რაც კატეგორიულად გამორიცხულია ოჯახის მხრიდან… მიჩნდება კითხვა-რა უნდა მოვთხოვო გამოძიებას, რომ ათწლიანი დასჯადობიდან გადააკვალიფიცირონ 4 წლიან დასჯადობამდე?“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართვა საზოგადოებას და მედიას.

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიოტგი სქარშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:

“თქვენი დამსახურებით განვლილ 12 დღეში შესრულდა ორი უდიდესი ამოცანა, ვერ განხორციელდა ბავშვის ტრაგედიის გამოყენება მდარე მიზნებისთვის და შეიქმნა ყველაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რომ არ მოდუნდეს სამართალდამცავი სისტემა და გაგრძელდეს თავდაზუგავი შრომა გიორგის გარდაცვალების ფაქტის ზუსტი მიზეზების დასადგენად, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

მოცემულ ეტაპზე თქვენც კარგად ხვდებით, რომ ყველას ერთად გვიწევს ერთი და იგივე წრეზე ბრუნვა, ვინაიდან მთლიანად დამოკიდებული ვართ შემდგომ მოვლენებზე. უკვე უხერხულია, გაუმართლებელია, მომაბეზრებელია დაზარალებული ოჯახის მხრიდან ყველა მოსაზრების შეფასება და მათზე კომენტარის გაკეთება. მე პირადად ძალიან გამაღიზიანებდა ჩემს ადგილზე მყოფი ადამიანის ყურება და მოსმენა. იცით ჩემი გულწრფელი მადლიერება თქვენდამი და ისიც იცით, რომ როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან სიახლესთან გვექნება საქმე, მაშინვე ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დროებით ავიღოთ ტაიმაუტი, მომეცით საშუალება, მთლიანად გადავერთო ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, იმედია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ოჯახზე მეტად ვერავინ განიცდის ამ საშინელებას.

P.S თქვენს მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე, საქმის სისხლის სამართლებივი კვალიფიკაციის საკითხი-ანუ რატომ არ მიმდინარეობს ძიება “თვითმკვლელობამდე მიყვანის ” ან “სიცოხლის გაუფრთხილებელი მოსპობით”, გახლავთ ყველაზე ხშირი და ყველაზე მოთხოვნადი.

თავს ვალდებულად ვთვლი კიდევ ერთხელ განგინარტოთ, რომ როდესაც ადამიანს ედავები თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც მინიმუმ უნდა ამტკიცებდე, რომ შენმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, რაც კატეგორიულად გამორიცხულია ოჯახის მხრიდან.  თუმცა, ვინაიდან არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც არც ოჯახი აინტერესებს და არ მათი პოზიცია და საკითხს სვამენ არა კითხვის, არამედ რიტორიკული კითხვის ფორმით, იძულებული ვარ ავუხსნა, რომ “თვითმკვლელობამდე მიყვანის ” მუხლის ის ნაწილი, რომელზედაც საუბრობენ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ზუსტად ანალოგიურ დასჯადობას ითვალისწინებს “სიცოხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით”. იმ ადამიანებს, რომლებიც დაედევნენ გიორგის და რამაც გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება (როგორც არ უნდა ამსუბუქონ მათი ქმედება, ეს ფაქტი უტყუარად დადგენილია) ბრალდება წარდგენილი აქვთ ორი მუხლით, რომელთაგან ერთი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო მეორე შვიდიდან ათ წლამდე ვადით. ამდენად, მიჩნდება კითხვა-რა უნდა მოვთხოვო გამოძიებას, რომ ათწლიანი დასჯადობიდან გადააკვალიფიცირონ 4 წლიან დასჯადობამდე? რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, იმედია, აქ ყველაფერი გასაგებია, რატომ ვიკლავთ თავს ყველა გარემოების ბოლომდე გამოწვლილით შესწავლით. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას“!

მსგავსი თემები