პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

  •  

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ – ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე.

ცვლილებების განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 ათას ხმას, მისი წლიური დაფინანსება 750 ათას ლარს შეადგენს.

დამატებით ფინანსურ სარგებელს პოლიტიკურ სუბიექტებს გენდერული კვოტირების დაცვა მოუტანს. პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება დღესვე იგეგმება.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  4. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.