“ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“ – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას

“ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა, შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში არის აღნიშნული. „საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი – საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

“საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა”,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა. „დღეს უკვე გვყავს 168 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კონკრეტულად დღეს, კლინიკიდან 12 პაციენტი გაეწერა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტაციონარში რჩება 333 პაციენტი. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც, მაგრამ ჩვენი ექიმების დაუზოგავი შრომით მათ შემთხვევეაშიც იქნება კარგი გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

“ზაფხულში ვირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს” – ამირან გამყრელიძე

“მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ბოლო 4 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთი მოდელირება გაკეთდა. ჩვენც გამოვიყენეთ ბევრი მათემატიკური მოდელი, მათ შორის ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოდელები და ახლა მივყვებით ბაზელის უნივერსიტეტის მოდელს. როდესაც ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს ვაანალიზებთ, ყველაზე ახლოს ამ მონაცემებთან ბაზელის უნივერსიტეტის ციფრებია. რაც შეეხება სინგაპურის უნივერსიტეტის მოდელს, ძალიან ბევრი მოდელი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ივნისის დასაწყისში, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზული როლი უნდა…

მეტი...

სავარაუდოდ, მიკროავტობუსების მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მთავრობის მიერ გაწერილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ.  „დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი…

მეტი...

“კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში” – ამირან გამყრელიძე

“ახალი  კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ, გარკვეული ფორმით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ამ ახალი ტიპის რესპირაციულ ვირუსთან.  “შეზღუდვების შემსუბუქებას ვემხრობით. გუშინდელი შეზღუდვების მოხსნა მოსახლეობამ ისე მიიღო, თითქოს საქართველოში კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ. არა, ბატონებო. ესაა პირველი ნაბიჯი შემსუბუქებისკენ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადეებით დახურულ სივრცეებში სიარული; დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დისტანცირება; ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადო ჰიგიენის მკაცრი დაცვა; მოგვიწევს თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავშეკავება, ან…

მეტი...

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ” – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, COVID 19-ის პრევენციის მიზნით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.  მისი თქმით, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს.  „რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,როდესაც დარგის სპეციალიტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება” – ენტონი ფაუჩი

“დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება”, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ. მისი თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალია. „ჩემი აზრით, ვირუსის დაბრუნება გარდაუვალია. ვირუსი გლობალური მასშტაბით გავრცელდა. ის არ გაქრება. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი კვლავ დაბრუნდება, ის, თუ როგორ მოვიქცევით, ჩვენს ბედს განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.

მეტი...

ვანში ბლოკ-პოსტები აიღეს

ვანში განთავსებული ორი ბლოკ-პოსტი მოიხსნა. მხარის გუბერნატორის განმარტებით, ყველა კონტაქტის გამოიკვლიეს და ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფექციის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. “ვანშიც იხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური. შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც ორ შესასვლელ გასასვლელში იყო, ავიღებთ. საფრთხე შეიძლება, ნამდვილად, ვთქვათ, რომ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ, როგორც იცით, მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდეც შემთხვევები. მას მერე გავიდა ის პერიოდი, რა პერიოდის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მიიღეს,“ – აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე. შიდა გავრცელების ფაქტების გამო, ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში…

მეტი...

ყინწვისის მამათა მონასტრის მღვდელმსახურს ბრალი წარუდგინეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება წარედგინა. საუბარია ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურზე. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის…

მეტი...

“გეგმური აცრის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენს ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ” – პედიატრი

“გეგმური აცრები ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს, ეს არის ყველა ქვეყნის რეკომენდაცია და ამას ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს”, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ  განაცხადა. მისი თქმით, გეგმური აცრის შეწყვეტის შემთხვევაში, ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ, რადგან შეიძლება, მას სხვა მძიმე ინფექცია შეხვდეს. “იყო ასეთი მოსაზრება, რომ გარკვეული ვაქცინა შესაძლებელია ბავშვს ჯვარედინად კორონავირუსისგან იცავდეს კიდეც, ეს არ არის დადასტურებული, ჰიპოთეზაა, მაგრამ გეგმური აცრა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ აცრამდე ექიმთან წინასწარ შევთანხმდეთ, რადგან ისეთ დროს მივიდეთ, რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ გვქონდეს“, – აღნიშნა მაია ხერხეულიძემ.

მეტი...

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია საქართველოში – თარიღი ცნობილია

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს.  კვლევაში რამდენიმე ქვეყნის მონაცემებია ასახული. მათ შორისაა საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი. კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება. 100%-იანი პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს. ამასთან, ინფორმაციაში მითითებულია, რომ მონაცემები ყოველდღიურად ახლდება. 

მეტი...

“ვეხმარებით საქართველოს მთავრობას” – აშშ-ს საელჩო

ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ USAID/Georgia საქართველოს დაეხმარება მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. „აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

მეტი...

“სასწაული იქნება, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1-2 წელიწადში გვექნება” – ექსპერტი

ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტის, პასი პენტინენის განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე მზად არ იქნება. „ვაქცინის შემუშავება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია. ეს პროცესი ვაქცინის ადამიანზე გამოცდის უამრავ ეტაპს მოიცავს, რათა დავრწმუნდეთ მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა. პასი პენტინენის თქმით, გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია წარმოების შესაძლებლობები, რათა ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის იყოს ხელმისაწვდომი. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვაქცინა 1.5-2 წელიწადში იქნება მზად, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული“, – დასძინა მან.

მეტი...

არარეგისტირებულმა თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე  უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის თქმით, მაგალითად, ასეთი დოკუმენტი შეიძლება, იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი; ასევე საბანკო ამონაწერი;  მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რამე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ან ლიცენზია და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი. „ბაზრობის დახლზე მოვაჭრე არარეგისტრირებული პირმა, შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად, შესაძლებელია, წარადგინოს…

მეტი...

საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება – მთავრობის ახალი ინიციატივა

მთავრობა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა. „ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვს შემდეგი მიდგომა – პენსიების წლის დასაწყისში დაანონსებული მატება,  2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის უკვე შემდგარი ფაქტია; ასევე შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერისთვის 30 ლარის ოდენობით პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი განიცდის საკმაოდ დიდ გამოწვევებს, არათუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. გარდა ამისა, არის ინდექსაციის ნაწილი – წესი, როგორ უნდა გაიზარდოს…

მეტი...

“რეგიონებში, სადაც პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ახალი კორონავირუსით სადმედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან უწყებას აქვს რესურსი, სტრატეგიულად დაგეგმოს ექიმების განაწილება ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირება, უმრავლეს შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე არ მომხდარა: “უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც  არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან დაკავშირებით და ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. არ ვადასტურებ, რომ ექიმების დეფიციტი დგას. გამომდინარე იქიდან, რომ…

მეტი...

“პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი. დამქირავებელი წარადგენს დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტებს, პირად მონაცემებს, საკონტაქტო ტელეფონს” – ფინანსთა სამინისტრო

როგორც ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ფულადი კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებსაც იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვთ ჩარიცხული, მაგრამ შემდგომ თვეებში ხელფასი აღარ აუღიათ. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ისინი 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კომპენსაცია შეეხება ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაშია გასული. „თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი, ის გათავსუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში თუ დამსაქმებელს აღარ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ხელფასი, ყველა ამ პირს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია. მაისიდან, დაიწყება კომპენსაციების გაცემა შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში…

მეტი...

აჭარაში, საერთო ჯამში, ტესტირება 3 600-ზე მეტ პირს ჩაუტარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, 3 600 პირის გამოკვლევა მოხდა. მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიასა და სწრაფი ტესტირებით. „ჯამში, ლუგარის ლაბორატორიაში 3100-ზე მეტი ნიმუშია ამ დროისთვის უკვე გამოკვლეული, 500 სწრაფი ტესტირება ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებში, სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, სტომატური პრობლემების მქონე პაციენტებში და ასევე ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებულ 62 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება“,-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, აჭარის საკარანტინე სივრცეებში 1 327 პირი რჩება. სივრცეების შექმნიდან დღემდე, კარანტინის რეჟიმი მოეხსნა, 4 100-ზე მეტ პირს.დღეის მდგომარეობით, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 34 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან სტაბილურად…

მეტი...

“უკრაინამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა” – უკრაინული მედია

უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის კანდიდატურა უკან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Цензор.нет-ის ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დაბლოკილია და გაურკვეველია განიხილება თუ არა საერთოდ“, – წერს ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს უკრაინის პარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მეტი...

დაქირავებული, რომელსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვს აღებული ხელფასი, 1200 ლარიან დახმარებას მიიღებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე კომპენსაციების მიმღებ კატეგორიაზე საუბრობს, მისი ინფორმაციით აღნიშნულ კატეგორიაში კომპანიის მიერ დაქირავებული პირებიც მოხვდებიან. „კომპენსაციას მიიღებენ კომპანიის დაქირავებულები, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და ამ ტერმინს ვიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევიდეთ იმ იურიდიულ დეტალებში, თუ რის გამო არ ერიცხებათ ხელფასი. ნებისმიერი შეთხვევაში, თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი და განთავისუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში ან უბრალოს აღარ აქვს დამქირავებელს იმის საშუალება, რომ გადაიხადოს ხელფასი, ყველა მიიღებს დახმარებას. მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფულად კომპენსაციის გაცემა, უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის…

მეტი...

“კლინიკებს გაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება, საკმარისი მონაცემები, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკებს დაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაიდლაინში ცვლილებები შევა. „ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე ან ავადმყოფთა ჯგუფებზე. მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე, თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა. ამ მხრივ, დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა თენგიზ…

მეტი...

ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. გუბერნატორის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტების საჭიროება აღარ დგას. ვანის მუნიციპალიტეტში ზომები 8 აპრილიდან გამკაცრდა. ე.წ. ვანის კლასტერიდან კი, ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა, სამი მათგანი კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.

მეტი...

“ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი” – კალაძე უკრაინის ხელისუფლებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უხერხულობას ქმნის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ცდილობს მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნოს მაშინ, როდესაც საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. „ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

მეტი...

“მაისიდან იწყება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემა თვითდასაქმებულებზე” – ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ისაუბრა, მისი ინფორმაციით თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ტიპი, რომელიც რაიმე სახის საქმიანობას ეწეოდა. “მიმდინარე წლის მაისის თვიდან იწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს. პირობითად, ასეთი პირები შესაძლებელია დავყოთ ორ კატეგორიად, ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა. შემოსავლების სამსახურში…

მეტი...

“70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 25 ლარით გაიზრდება” – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე დღეში წარუდგენს პარლამენტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება. მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა თუ რას გულისხმობს პენსიის ინდექსაცია და ამასთან აღნიშნა, რომ ძალაშია პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით მატება. “არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველ რიგში ესაა პენსიების ინდექსაცია, რომელიც ერთი მხრივ, თითქოს ახალი ფენომენია, თუმცა ესაა ის თემა,…

მეტი...

“ექიმების დაინფიცირება უმრავლეს შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ სამედიცინო პერსონალის გადანაწილება მოხდეს. რაც შეეხება ექიმების დაინფიცირების ფაქტს, როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, უმეტეს შემთხვევაში, დაინფიცირება არ ხდება სამუშაო ადგილებზე. „ყველა კლინიკის აღჭურვილობაზე მაღალტექნიოლოგიური თუ პირადი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვზრუნავთ. სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზურნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით, ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც, სასუნთქ აპარატებს, ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით. რაც შეეხება ექიმის დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს…

მეტი...

“კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ” – ლევან რატიანი

ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, მთავარია, საზოგადოება არ მოექცეს იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს. „დღევანდელი შეკრების შედეგად კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არც ისე ცუდია. შესაძლებელია ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. ასევე ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ამ პროტოკოლის საშუალებით ვმკურნალობთ, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები. რაც შეეხება მინდა ყველას ვუთხრა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მთავარია არ მოვექცეთ იმ სოციალურ ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ თუ დაგჭირდათ ჩვენი…

მეტი...

“საქართველოში პიკი არ გვქონია, თუმცა მუდმივად ველოდებით, რომ შესაძლოა, გარკვეული პიკური მაჩვენებელი იყოს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა და ერთობლივი ღონისძიებებით ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელი გახდა. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რიცხვი არ შეიძლება, გაიზარდოს. „საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება, არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება, დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არის რესურსი იმის, რომ ყველა ინფიცირებულის სტაციონარში…

მეტი...

„პლანქველინი“ კორონავირუსის სამკურნალოდ კვლავ მთავარ მედიკამენტად რჩება” – თენგიზ ცერცვაძე

„სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც ერთ-ერთი სუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლაც სწორია. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობის შერჩევა, ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, იმიტომ, რომ კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რაც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით დიდი წარატებებით“,- განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, მედიკამენტი „პლანქველინი“ კორონავირუსის სამკურნალოდ კვლავ მთავარ მედიკამენტად რჩება და…

მეტი...

“ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდება” – ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე და ყველა ჩვენს მოქალაქეს სრული ინფორმაცია ექნება, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მას შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ მუშაობა დაიწყო, საზოგადოებას პროაქტიულად აცნობს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რომელიც „კოვიდ 19“-ის გავრცელებას და იმ შეზღუდვებს ეხება, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. „საზოგადოებას ასევე ვაწვდით სტატისტიკას, რაც გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ასევე იმ მდგომარეობას, თუ რა დახმარებას უწევს სახელმწიფო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან. ამ ყველაფრის ერთობლივად მიწოდების მიზნით, ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად…

მეტი...

“ჩვენი, როგორც მოძრაობის, მთავარი მიზანია მხარში დავუდგეთ ჩვენს სახელმწიფოს“ – IDIFA-ს დამფუძნებელი

დაფუძნდა მოძრაობა მშვიდობისთვის IDIFA, რომლის შტაბ-ბინაც განლაგებულია პოლონეთის ქალაქ ვარშავაში. მოძრაობის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დაცვა, მთიანი ყარაბაღის სინამდვილეების პროპაგანდა. IDIFA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აზერბაიჯან-იტალიის ახალგაზრდული ასოციაციის თავმჯდომარემ ემინ რუსტამოვმა გააკეთა განცხადება ამის თაობაზე და ისაუბრა მოძრაობის წინაშე დაყენებულ მთავარ მიზნებზე. მისი განცხადებით, IDIFA-ს საქმიანობის უფრო ეფექტურად ორგანიზებისთვის უკვე დღეიდან მომხმარებელთა სარგებლობაში გადაეცა ინტერნეტ-პორტალი www.idifa.net. ემინ რუსტამოვმა აღნიშნა, რომ „ჩვენ, როგორც მოძრაობა IDIFA, ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო არენაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამავე დროს, მის მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიმართულებით. ჩვენი,…

მეტი...

მოხუცთა თავშესაფრებში მასობრივი ტესტირება დაიწყება

კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“უმუშევრებს 0 ლარი, თვითდასაქმებულებს – 0 ლარი” – ირაკლი კობახიძე 2008 წლის ანტიკრიზისულ გეგმაზე

ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მთავრობის დახმარების გეგმას განსხვავებულად წარმოგვიდგენს, სადაც ყველანაირი დახმარება 0-ის ტოლია, თუმცა ფეისბუქ პოსტის დასასრულს, აღნიშნავს, რომ ამ ციფრებს წინ 200 მილიონი უნდა მივუმატოთ. შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო.  ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტი და სოფელი ხიდისყური გახსნილია

დღეიდან ლენტეხის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სპეციალური რეჟიმი აღარ იმოქმედებს – ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. ჩიქოვანის ინფორმაციით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ამიერიდან მხოლოდ ქვეყანაში არსებული ზომები იმოქმედებს. „როგორც თქვენთვის ცნობილია, ლენტეხის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედებდა გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც, დაახლოებით 4500 ადამიანს ჩაუტარდა თერმო სკრინიგი და გატარდა მიზნობრივი კვლევა. დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ პუნქტში იქნება მოხსნილი, ესენია ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ასევე სოფელი ხიდისყური და იმოქმედებს მხოლოდ ის შეზღუდვები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მაქსიმალურადაა შემოწმებული ყველა ადამიანი ამ გეოგრაფიული პუნქტებისა“ – განაცხადა ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე.

მეტი...

სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინი შესაძლოა კორონავირუსის გამო გაუჩინარდა

სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შესაძლოა, კორონავირუსს ერიდება და ავად არ არის. კიმ ჩენ ინი ბაბუის, სახელმწიფოს დამაარსებლის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციების გააჩინა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სამხრეთ კორეის მინისტრმა, კიმ ენ ჩულმა თქვა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ორჯერ იყო შემთხვევა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თითქმის 20 დღის განმავლობაში არ ჩანდა, რის გამოც ახლანდელი ვითარება განსაკუთრებულად უჩვეულო არ არის. ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას…

მეტი...