“რეგიონებში, სადაც პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ახალი კორონავირუსით სადმედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან უწყებას აქვს რესურსი, სტრატეგიულად დაგეგმოს ექიმების განაწილება ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირება, უმრავლეს შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე არ მომხდარა:

“უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც  არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან დაკავშირებით და ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება.

არ ვადასტურებ, რომ ექიმების დეფიციტი დგას. გამომდინარე იქიდან, რომ გაგვაჩნია რესურსი, სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და, შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება” ,- ამბობს ტიკარაძე.

მსგავსი თემები