დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების გეგმური იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. „COVID ინფექცია არ უნდა იქცეს სხვა დანარჩენი, ვაქცინით მართვადი ინფექციის რისკების გაზრდის შესაძლებლობად. არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ შვილებს ესაჭიროებათ იმუნიზაცია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს. ქვეყანაში გეგმიური იმუნიზაციისათვის ვაქცინების მარაგი არსებობს. აცერით და დაიცავით“,-განაცხადა ზახაშვილმა. „აუცილებელია, რომ ბავშვები მაინც მივიყვანოთ ექიმებთან, ოღონდ წინასწარი შეთანხმებით და აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს ის აცრა, რომელიც ეკუთვნის, რათა დაცულები ვიყოთ. მადლობა იმ 150 000 ადამიანს, ვინც შარშან წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ამის…

მეტი...

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. სოფელ ღვანკითში მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში მასთან ერთად მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-19-ით 24 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

“გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რადგან დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში” – ხათუნა ზახაშვილი დამსაქმებლებს

“გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რადგან დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში. ნუ დაჩაგრავთ მათ, თუკი დაავადების გამო დარჩებიან სახლში, თუნდაც ეს არ იყოს Covid-19, გარწმუნებთ, ასე სჯობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამით ისინი დაიცავენ სხვა დასაქმებულების ჯანმრთელობას. „დამსაქმებლები თუ უფრო მეტად იზრუნებენ თავის დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, მხოლოდ და მხოლოდ წაადგებათ. იმიტომ, რომ ერთი Covid-19 -ით დაავადებული შეიძლება გახდეს მათი საქმიანობის, ბიზნესის დროებით შეჩერების ან შეფერხების მიზეზი. გირჩევთ, რომ შეუქმნათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში,” – განაცხადა…

მეტი...

არის თუ არა უსაფრთხო სუფთა ჰაერზე სეირნობა – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

“ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი, არის თუ არა უსაფრთხო სუფთა ჰაერზე სეირნობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გარეთ გასვლას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისგან დისტანცირებულები ვიყოთ. “გაჩნდა რაღაც ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა მაინცდამაინც უსაფრთხო არ არის. განსაკუთრებით თუ დარბიან, ან ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ. მოსაზრებებია, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა არ არის უსაფრთხო და კარგია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ამის დასტური არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – გარეთაც და შიგნითაც, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი. გასეირნების გარეშე ადამიანები ვერ გაძლებენ, უნდა…

მეტი...

“ჩემს შვილს უმკურნალეს სწორად, იმიტომაც სწრაფად გამოჯანმრთელდა” – ამირან გამყრელიძე

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს უმკურნალეს სწორად, იმიტომაც სწრაფად გამოჯანმრთელდა”, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კრიტიკას, რომელიც საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლს ეხება – კერძოდ კი მედიკამენტ “პლაქვენილის” გამოყენებას.  ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ შედგენილ მკურნალობის მეთოდს სრულად ენდობა და მისი საქმიანობის არაჯანსაღი კრიტიკა სრულიად მიუღებელია. 

მეტი...

მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტირება ჩაუტარდება

სამედიცნო პერსონალს, რომელიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობს, ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა დღევანდელი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი ინფორმაციით, საუბარია ე.წ. ცხელებისა და კოვიდკლინიკებში, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მომუშავე პირებზე. „ყველა სხვა სამედიცინო პერსონალს, ჩაუტარდება პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე, უმთავრესად სწრაფი ტესტებით. თუ გამოვლინდა კომბინაცია ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლების, მათ შემდეგ ჩაუტარდებათ პისიარტექნოლოგიითაც ტესტირება, რათა გამოირიცხოს მათში აქტიური ინფექციის არსებობა“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მეტი...

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. „ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსის 416 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი, გარდაიცვალა ხუთი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა. „გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 105 ადამიანი, გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ხვალიდან პისიარ ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პისიარ მეთოდით ჩატარებული ტესტების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება. „მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი. ხვალიდან უკვე ემატება კიდევ ხუთ ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა სტრასბურგის ნაცვლად ათენში გაიმართება

შეხვედრა, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს სტრასბურგში უნდა ჩატარებულიყო, 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება.  საგარეო საქმეთა სამინისტოში განმარტავენ, 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მეტი...

“მშიერი ადამიანის ერთადერთი ფორმა პროტესტის საჯარო გამოხატვაა” – რომან გოცირიძე

“მშიერი ადამიანის ერთადერთი ფორმა პროტესტის საჯარო გამოხატვაა”, – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გოცირიძის შეფასებით, მთავრობა მოქალაქეებს ანტიკრიზისულ გეგმას არ სთავაზობს და შესაბამის რეაქციას იღებს მათგან. “ხელისუფლება როდესაც  არავითარ სერიოზულ ეკონომიკურ პროექტებს არ გვთავაზობს, სამწუხაროდ, ის შეეფეთება მსგავს შემთხვევებს. ნუ გვავიწყდება, რომ მშიერი ადამიანის ერთადერთი ფორმა პროტესტის საჯარო გამოხატვაა,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს. აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია დაიწყებს მუშაობას. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე. მუშაობა განაახლა ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

მეტი...

ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე. „მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მიეცეთ გადაადგილების უფლება, რათა მოემსახურონ საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მეტი...

“ქართული ოცნება” ბერა და ბიძინა ივანიშვილების ვიდეოსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის „ტიკტოკ“ პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეორგოლს, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე საკუთარ შვილს ესალმება ამ პლატფორმაზე მიღებული სახალისო ფორმით. „ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების  მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებელის კადრებაში, იკადრეს, ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ – მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რახან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს…

მეტი...

“ღია ცის შეთანხმებით, დასავლეთს სურდა ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მახლობლად, საქართველომ სანაცვლო ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა” – სერგეი ლავროვი

“ღია ცის შეთანხმებით, დასავლეთს სურდა რუსეთის ტერიტორიაზე ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მახლობლად, თუმცა საქართველომ სანაცვლო ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად იყო კომპრომისზე წასასვლელად, თუმცა საქართველომ, მოგვიანებით, რუს ინსპექტორებს საჰაერო სივრცის შემოწმებაზე უარი უთხრა. „როგორც საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტების აღმოფხვრის ხელშეკრულების (INF ხელშეკრულება), ასევე ღია ცის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ამერიკელები უკვე აქტიურად იწყებენ (და ამას აკეთებენ დიდი ხანია), წინ წამოწიონ თეზისი, რომ რუსეთი არღვევს მას. მიუხედავად იმისა,  როგორც რაკეტების ხელშეკრულების შემთხვევაში, ასევე აქაც, ამერიკელებს არ…

მეტი...

“საქართველოს მთავრობა დაეხმარება კორონავირუსისგან დაზარალებულ საზოგადოებას” – ივანე მაჭავარიანი

“საქართველოს მთავრობა  საზოგადოების წინაშე წარსდგება იმ საკომპენსაციო პაკეტით, რომლითაც უპასუხებს იმ გამოწვევებს რაც დღეს არის და დაეხმარება ვირუსისაგან დაზარალებულ ჩვენს მოსახლეობას,”- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, ვიდეოკონფერენცია გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან, რომლის დროსაც, მხარეებმა კიდევ ერთხელ, დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდის თაობაზე. როგორც ცნობილია, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, საქართველო მიიღებს, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას. ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომელიც მოიცავს როგორც მიზნობრივი…

მეტი...

თბილისში, სავარაუდოდ, CO-თი მამაკაცი დაიღუპა

გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა. მათივე ინფორმაციით, ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. „ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან. ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. თბილისი…

მეტი...

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის სერვისებზე არ ვრცელდება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის, ე.წ. დელივერი სერვისებზე არ ვრცელდება. “საფოსტო, საკურიერო და ე.წ. დელივერი მომსახურების განმახორციელებელი კომპანიებისთვის ნებადართულია მომსახურების გაწევა მსუბუქი ავტომანქანების მეშვეობით”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში. მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაზე აკრძალვა 27 აპრილამდე არის დაწესებული.

მეტი...

ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი დროებით გაუუქმდათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოქმედ ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდში, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა. როგორც დედაქალაქის მერმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყველა ის ბიზნესკომპანია, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია, მერიის საწარმო “თბილსერვისჯგუფმა” აღრიცხა. “თქვენ იცით საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების სამი თვის ვადით გაუქმებას როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო ბევრმა მეწარმემ შეაჩერა საქმიანობა და ვერ ახერხებენ მუშაობის გაგრძელებას. მერიის საწარმო “თბილსერვისჯგუფმა” აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა აღწერილი გვყავს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს…

მეტი...

“საკუთარ ვნებებს, გართობის და ქეიფის სურვილს ნუ გადავაყოლებთ ამდენი ადამიანის წვალებას, ცოტაც გავიჭირვოთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობაზე და მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ  მოუწოდა.  კახა კალაძემ შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებისთვის   ერთიანობა  უმნიშვნელოვანესია. „გუშინ გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რომელიც  გათვალისწინებულია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც ემ ეტაპზე ქვეყანაშია. ჩვენმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და ერთსულოვნებამ  განაპირობა ის, რომ არ მოხდა ვირუსის უკონტროლო აფეთქება და ეს თითოეული ექიმის, სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულის,  კარანტინის წესების თითოეული შემსრულებელი რიგითი მოქალაქეების დამსახურებაა. მე კარგად მესმის, თუ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტია ეს ყველაფერი, მაგრამ…

მეტი...

„ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა, რომ გქვონდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით“ – მთავრობა ოპოზიციას

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით არგუმენტებით უპასუხა. მეზვრიშვილი ოპონენტებს იტალიის სცენარს ახსენებს და მსგავსი ტრაგედიის განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ახსენებს. „დავიწყებ ქალბატონი ირმას გამოსვლიდან, არ ისმენდით ალბათ ჩემს გამოსვლაში აქცენტებს რაზე ვაკეთებდი, მე არ ვგულისხმობ, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულებები შეზღუდვების გაგრძელების ფაქტორები დაასაბუთოს, თქვენ ქმნით ისეთ სურათს, თითქოს დღეს აქ მთავრობის წარმომადგენელი და ქალბატონი პრეზიდენტი იმიტომ მოვიდნენ, რომ ჰაერზე ილაპარაკონ, ეს არის აბსურდი. მე ვერ ვხდები იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენს ამ ირიბად დაუმორჩილებელ განცხადებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. საგანგებო მდგომარეობა რომ…

მეტი...

„სასწრაფოდ დაიჭირონ ადგილზე მყოფი ლიდერები, რომლებიც მარნეულელების პროვოცირებას ახდენდნენ“ – ალი ბაბაევი

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავჯდომარე“ ალი ბაბაევი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და იმ ლიდერების დაკავებას ითხოვს, რომლებმაც მარნეულში მცხოვრები გლეხების პროვოცირება მოახდინა. როგოც ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მარნეულში მიმდინარე პროცესები მართულია. „რაც მარნეულში ხდება, 2 დღეა ვიცი, ამისი მოლოდინი მქონდა, რადგან,  ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ შტოები დარბიან გლეხებთან და აქეზებენ, რომ  თუ ხმას არ ამოიღებენ, საქონელი ჩაულპებათ და გაუფუჭდებათ. ისინი  გლეხების პროვოცირებას ახდენდნენ.  დღეს ჩაკეტეს შულავერის გზა. ეს არის „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან ორგანიზებული  პროვოკაცია“ – განუცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს და…

მეტი...

“გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი ორგანიზებულია მარნეულის აქცია, ეს არის დანაშაული, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულს უწოდებს. კობახიძის თქმით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები ერთობლივ აქციას აწყობენ. „მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას, ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, რა თქმა უნდა, ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ. ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა, ბატონი იმამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და აქ ზოგადი მოწოდებების ნაცვლად…

მეტი...

მარნეულის მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ისინი კარანტინს აპროტესტებენ და სურსათის რეალიზაციას ითხოვენ

ამ წუთებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, საკუთარი მოწეული პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ის უფუჭდებათ.  ადგილზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულიც იმყოფება. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მართულია. “ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა.…

მეტი...

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა

„უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა“ – ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერი, დარინა ჩიჟი ავრცელებს. პრეზიდენტის სეტავაზებას სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „ჩემთვის დიდი პატივია მივიღო შეთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ გავხდე უკრაინის პრემიერ- მინისტრის მოადგილე რეფორმები საკითხებში. მე ასევე მქონდა ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო საუბარი პრემიერ- მინისტრთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას ეხებოდა. პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მე მზად ვარ ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი…

მეტი...

პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 97 ხმით ( 10 წინააღმდეგ) საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე, ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა…

მეტი...

„თქვენი განცხადებები შეზღუდვების გაპროტესტებაზე არის პოპულიზმი“ – მეზვრიშვილი ინაშვილს

„ჩემს აღქმაში საკითხს ისე აყენებთ ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა, რომ გვქონდეს ალბათ მხარს დაუჭერდით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას“ – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ირმა ინაშვილის რეპლიკის საპასუხოდ გააკეთა. მეზვრიშვილი პოპულისტურს უწოდებს ინაშვილის პრეტენზიას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გაპროტესტებასთან დაკავშირებით: „საკითხის ასე დაყენება რომ დედამ ვერ უყიდა შვილს პური პოპულულიზმია და არასწორია, თქვენ რეალურად მოუწოდებთ ადამიანებს არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. თქვენ მოუწოდებთ ადამიანებს შეზღუდვების წესების ეჭვქვეშ დაყენებისკენ, გადადიხართ პოპოლიზმში და გონებაში უდებთ ხალხს იმას, რომ ეს არაა საჭიროა“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეტი...

ირმა ინაშვილი 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის. “მე მინდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო მდგომარეობა იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა იყიდოს ეს თივა, რომ ეს 3000 ლარი გადაიხადოს”, – განაცხადა ინაშვილმა. როგორც ინაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, მისი ფრაქცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ უჭერს და მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდვები შეამსუბუქოს.…

მეტი...

“მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე მხოლოდ 144-ს დაუკავშირდეთ, ხოლო 112 დავტოვოთ სასწრაფო შემთხვევებისთვის” – ირაკლი ჩიქოვანი

“მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე მხოლოდ 144-ს დაუკავშირდეთ, ხოლო 112 დავტოვოთ სასწრაფო შემთხვევებისთვის” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ცხელ ხაზზე – 144-ზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა და იყო შეფერხება. „144-ზე – ამ ერთ ნომერზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა და შესაბამისად, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხება, რომელიც იყო დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს არის განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამას. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა,…

მეტი...

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მანქანით გადაადგილება დასაშვები გახდა

„კორონავირუსის“ გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, კერძოდ, მუნიციპალიტეტებში, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ტრანსპორტით გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. “თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო…

მეტი...

„აფხაზეთის სოფელი, საიდანაც რუსეთმა მოსახლეობა თურქეთში „გარეკა“ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა – ანექსია გრძელდება (ვიდეო)

„172 ჰექტარი, სადაც მარმარილო და ტყეა მიითვისეს. ნახეს “უპატრონო” და დაეპატრონნენ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო არის მობილიზებული ვირუსის წინააღმდეგ, რუსეთი იყენებს შექმნილ ვითარებას იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მითვისება“ – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. გამახარია გაგრის რაიონის სოფელ აივგაზე საუბრობს, რომელიც თებერვლის განკარგულებით რუსეთის შემადგენლობაში მოექცა, თუმცა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. „ყველამ ვიცით რა ხდება შიდა ქართლში, თუმცა ყურადღების მიღმა რჩება აფხაზეთი. რუსები პრეტენზიას აცხადებენ გაგრის რაიონის სოფელ აივგაზე, რომელიც რუსებმა წარსულში დაცალეს მოსახლეობისგან, გაყარეს თურქეთში და…

მეტი...

“ბიოლოგიური იარაღის შემოტანასთან გვაქვს საქმე” – ყირიმიდან აფხაზეთში სამხედრო ქვედანაყოფი შეიყვანეს

“დაინფიცირებულისთვის მთელი ქვედანაყოფი გადაისროლეს თუ სხვა სენთან გვაქვს საქმე? განგაში საერთაშორისო მასშტაბით უნდა ავტეხოთ” – ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და ყირიმიდან აფხაზეთში გადასროლილ სამხედრო ქვედანაყოფზე ისაუბრა.   გამახარიას ინფორმაციით რუსეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აპრილს შემოყვანილი ქვედანაყოფის მიზნები გაურკვევლია, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, საჯარისო ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუდამოდ დარჩენის მიზნითაა შეყვანილი. „ეს არის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი, როცა პირველად გაჩნდა ინფორმაცია მათი შეყვანის შესახებ, აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ეს ქვედანაყოფი არავის მიუწვევია…

მეტი...

“საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებასა და ჩვენს პოზიციაზე” – გია ვოლსკი

საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არც ჩვენს პოზიციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ნებისმიერი თემა პოლიტიკურ სიბრტყეში განიხილება. „სამწუხაროდ, ჩვენთან ნებისმიერი თემა პოლიტიკურ სიბრტყეზე განიხილება, იმ საკითხებზე ბჭობენ, რაც საარჩევნო სისტემას შეეხება და იმაზე, როგორ მოხდება ეს საგანგებო მდგომარეობის დროს. საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არც ჩვენს პოზიციაზე. გვინდა, რომ საარჩევნო თემატიკა ივნისში განვიხილოთ და ივლისში დავამთავროთ. ვისაც საღი აზრი გააჩნია, უნდა გაათვითცნობიეროს, ისეთ ვითარებას ველოდებით, რომ საარჩევნო ცვლილებებზე საუბარი გაცილებით უკეთესი იქნება“, – განაცხადა გი…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 94 ინფიცირებულიდან რვა პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 94 ინფიცირებულიდან რვა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „94 პაციენტიდან რვა დარჩა რეანიმაციულ განყოფილებაში, შვიდი აპარატზეა, ერთიც სიპაპ რეჟიმზე გვყავს, ისიც ძალიან მძიმეა და ვცდილობთ, რომ აპარატზე არ გადვიყვანოთ“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ. ამასთან, ტურძელაძის თქმით, პნევმონია აქვს 47 პაციენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. „ამ 94-დან 47-ს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, პაციენტებს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. 12-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები მსუბუქია“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მეტი...