“კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები” – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 134-ს შეადგენს. მათგან 26 გამოჯანმრთელებულია. საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა არა უახლოეს დღეებში შემთხვევათა ზრდის იმაზე მეტ დინამიკას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები „ამას თავიდანვე ვამბობდით, რომ შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო” – თენგიზ ცერცვაძე

“კოორდინაციას ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამჟამად კლინიკებში მდგომარეობა სტაბილური და კარგია. „კლინიკები გამართულად მუშაობენ, რესურსი საკმარისი აქვთ. ჯერჯერობით, კოვიდ ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით 450-ია და სულ 131 პაციენტი გვყავს. ამიტომაც, სერიოზული რეზერვით მუშაობენ კლინიკები. მათ შეუძლიათ სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ და შემდეგ, როდესაც ეს საკმარისი არ იქნება, არსებობს…

მეტი...

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. COVID-19-ით დაინფიცირებულია საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. 134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.

მეტი...

“ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა” – თენგიზ ცერცვაძე

“დაზუსტებით არა, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. „რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადადება მოხდა ფულით. ასე რომ, ეს გზა სავსებით რეალურია“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

მეტი...

განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე იწყებს მუშაობას

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ესტონეთის მთავრობისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. „შედეგად, მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მიდგომებსა და კომპეტენციებს, რომლებიც შემდგომში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო პროგრამის რევიზიაში, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ესტონეთის ფონდი „ინოვე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ესტონეთის…

მეტი...

ონლაინ წირვის დროს, მღვდელმა შეცდომით სასაცილო ფილტრები ჩართო (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა იტალიელი მღვდლის ვიდეო, რომელიც წირვას ონლაინ-რეჟიმში ატარებს, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, მას ფილტრები ჩაერთო და წირვის დროს მის სახეზე სასაცილო ჩარჩოები გამოჩნდა.

მეტი...

“გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ” – პედიატრი მშობლებს მიმართავს

„როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ”, – ამის შესახებ პეტიტრი, ნუგზარ უბერი აცხადებს და მშობლებს კიდევ ერთხელ აძლევს რეკომენდაციებს:  “ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გამოჰყავს გარეთ, შეყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. ცხადია, ბავშვების ჩაკეტვა სახლში ურთულესია და აქაც ჯანმო გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ მათ  გაუმკლავდნენ სტრესს COVID-19-ის პირობებში. ძალიან ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შემიძლია გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა არ შეიძლება, რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. სოციალური დისტანცირება, ხელების…

მეტი...

“ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან” – იენს სტოლტენბერგი

“ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს. „პარტნიორობის გაღრმავება ასევე მოიცავს ერთობლივ მუშაობას ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებასაც, რომ გავხადოთ საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

„სწრაფი ტესტი ნიშნავს გადამოწმებას, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ნებისმიერი ინფექციის დროს, სწრაფი ტესტი გადამოწმებას ითხოვს. „სწრაფი ტესტი ნიშნავს გადამოწმებას. ნებისმიერი ინფექციის დროს, ვირუსული ჰეპატიტების ან სხვა ვირუსული დაავადებების დროს, სწრაფი ტესტები შემდგომში ითხოვს დადასტურებას. გუშინ საღამოს შემეკითხა ერთ-ერთი ტელევიზია, გინდა თუ არა გიწევთ პაციენტიო და იმიტომაც ვუთხარი, დადასტურებული პაციენტი, ექიმი არ მიწევს, ამიტომ მე მას ვერ დაგიდასტურებ-მეთქი და სწორი აღმოვჩნდი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, ტესტების ხარისხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება ლაბორატორიულ სამსახურში. მთავარია, იყოს სწრაფი, მარტივი მეთოდით ზედმეტით დადებითი, არაუშავს ჩვენთან კლინიკაში…

მეტი...

“სააღდგომო ღამისთევასთან დაკავშირებით ეკლესია განცხადებას გაავრცელებს” – მეუფე გერასიმე

“სააღდგომო ღამისთევასთან დაკავშირებით ეკლესია განცხადებას გაავრცელებს” – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აცხადებს.  მიტროპოლიტი ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკლესია იმსჯელებს. “თუ ეს საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას ეხება, აგერ ვართ სამნიც და მეტიც. ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,” – აღნიშნა მეუფე გერასიმემ. დღეს ეპარქიაში სასულიერო პირები შეიკრიბნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემქნილი ვითარების გამო საპატრიარქოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. მეუფე ამბობს, რომ ეპარქია სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.

მეტი...

„ქართული ოცნების“ დღევანდელი ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების“ დღევანდელი ინიციატივა იმის კიდევ ერთი დასტურია,  რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან.  ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გაიზომოს. არ მინდა წარსულს გადავწვდე, მაგრამ შედარებისთვის მაინც გამოგვადგება: 2008-ში გვახსოვს ალბათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან – ჰალსტუხის მირთმევამდე. საბედნიეროდ, ეს უკვე წარსულია“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე განაცხადა. საუბარია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს. ხუნდაძის თქმით, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ…

მეტი...

StopCoV ფონდში უკვე 21 მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული

2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: Bolero & Co (შპს კ და ქართული სპირტი), 200 ათასი ლარი ევორდ ჰოლდინგი * AWARD Holding, 100 ათასი ლარი ნობლექსი, 50 ათასი ლარი სადაზღვევო კომპანია პრაიმი, 20 ათასი ლარი ტიფლის პიაცა, 20 ათასი ლარი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“, 20 ათასი ლარი ბიპი ტრეიდი, 15 ათასი ლარი საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი შპს „ულტრა“, 10…

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. „ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი. ჯამურად, პირველი დღიდან აქამდე 59 პაციენტი. აქედან გუშინ საღამოს ტესტით სამ პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და სამმა პაციენტმა დღის განმავლობაში დატოვა ცენტრი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ. საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 22 პაციენტი განიკურნა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.

მეტი...

ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია. „ერთი ახალი შემატებული პაციენტი ათი წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც დღეს დავუდასტურეთ. დღეს დილას 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,-  განაცხადა ეზუგბაიამ. ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 131 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწულზე შინ ილოცონ

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. სინოდის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება და მას სასულიერო პირების მინიმალური რაოდენობა დაესწრება. მრევლი ეკლესიაში არ დაიშვება. წირვისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება მორწმუნეებს ინტერნეტით, ტელევიზიითა და რადიოთი ექნებათ. სინოდის გადაწყვეტილებით, თუ პანდემიის გავრცელების მძიმე ფონი გადავლილი იქნება, მრევლი და ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიალს ერთობლივად, 26 მაისის ღამეს დაესწრებიან, როცა ხდება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა და ბოლოჯერ იგალობება „ქრისტე აღსდგა“. „ეს არ იქნება აღდგომის დღესასწაული, არამედ უბრალოდ ცერემონიის აღნიშვნა“ – ნათქვამია…

მეტი...

საქართველოში ​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 131 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა

მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ  აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა. პროკურატურის თანამშრომლებმა მოზარდებს საჩუქრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის სრული დაცვით მიუტანეს.  საქართველოს პროკურატურა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. უწყება მხარდაჭერას უცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს და მაქსიმალურად  ხელს შეუწყობს მომავალშიც აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რეალიზაციას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას  აუტიზმთან დაკავშირებით.

მეტი...

შსს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ აბონენტენისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

“ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”. ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მეტი...

კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები – ირანელი მხატვრის ამაღელვებელი ნახატები

ექიმებს, მთელ რიგ ქვეყნებში შეუსვენებლად უწევთ დღე და ღამე მუშაობა, რადგან კორონავირუსისგან დაავადებულ ადამიანებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარონ და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ასობით ადამიანი გადაარჩინონ.  ირანელმა მხატვარმა ალირეზა პაკდელმა (Alireza Pakdel), კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს ამაღელვებელი ნახატები მიუძღვნა.

მეტი...

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი  წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად საკრებულოს წევრს ჯერჯერობით კოვიდ-19 დადასტურებული არ აქვს, თუმცა მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნება. ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კოვიდ-19 დაუდგინდა.

მეტი...

“მოვუწოდებ მთავრობას, კარგად გაერკვიოს დეტალებში, ადამიანები უსამართლობის მსხვერპლნი რომ არ აღმოჩნდნენ” – დავით ჭიჭინაძე

„არა მგონია მხოლოდ ქალბატონი თურნავას დონეზე წყდებოდეს მსგავსი საკითხები, ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, კარგად გაერკვიოს დეტალებში, ადამიანები უსამართლობის მსხვერპლნი რომ არ აღმოჩნდნენ”, – ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ის საწარმოები განაგრძობენ მუშაობას, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია და რომ წესებისა და გაიდლაინების დაცვას მკაცრად მოსთხოვენ. ჭიჭინაძის თქმით, არანაირი გადახვევა არ უნდა მოხდეს იმ წესებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და დაადგინა. მისი განმარტებით, ეს თითოეული ჩვენგანის უპირველესი პასუხისმგებლობაა. „მითუმეტეს მაღალი გარანტიები უნდა ჰქონდეს თითოეულ დამსაქმებელს, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის მიმართ, მაგრამ დღევანდელი…

მეტი...

ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია და შედეგი უარყოფითია. ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკაშიც. ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კლინიკის სამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. ორი მათგანი თვითიზოლაციაშია, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

თბილისის ინფექციური საავადმყოფო უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ რვა პაციენტმა დატოვოს

უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 7-8 პაციენტი გაეწეროს ბინაზე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, ალექსანდრე გოგინავა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს დინამიური პროცესია.  „ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუმცა დინამიური პროცესია ეს და უახლოეს დღეებში დაგვემატება ჩვენ გამოჯანმრთელებულები. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება. დაახლოებით 7-8 პაციენტამდე შეიძლება უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში კიდევ დატოვოს კლინიკა და სრულიად გამოჯანმრთელებულები გაეწერონ ბინაზე, იზოლაციაში “ , – განაცხადა გოგინავამ. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისგან 22 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.

მეტი...

ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის მერიას უნდა მიმართონ

ეკონომიკური სექტორის  წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ  ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების  და საშუალებების  არსებობაზე. “ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი…

მეტი...

ცნობილია, რა შემთხვევაში მიიღებენ საქმიანობის გაგრძელების ნებართვას ონლაინ გაყიდვების კომპანიები

ონლაინგაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლებისა და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, – აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის თაობაზე. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან…

მეტი...

“ქართული ოცნების” წევრები სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. კობახიძის თქმით, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ…

მეტი...

აგრარულ ბაზრებში მონიტორინგი მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. სეს-ის ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში “მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების  ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ. ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის  მოთხოვნები”, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.

მეტი...

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ერთ ღამეში შსს-მ 204 მოქალაქე დააჯარიმა

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.…

მეტი...

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსზე ტესტი უტარდება – თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია

გავრცელდა ინფორმაცია რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილზე, რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ, მათ შორის დეპუტატები. მიზეზი რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის კორონავირუსით დაინფიცირებაა. როგორც რუსთავის საკრებულოში აცხადებენ, საკრებულოს აღნიშნული წევრი უკვე თბილისშია და ტესტირება უტარდება, საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი კი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული. რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია. ინფორმაციისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

მეტი...

„ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5 გრადუსი, ეს ეხება ყვლას – კოლეგებო სასაცილო ნუ გავხდებით” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს ვისაც საავტომობილო გზებზე ამოწმებენ, იმ შემთხვევაში თუ დაუფიქსირდებათ სტანდატულად მიღებული, 37.5 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამის ე.წ. ცხელების ცენტრებში გადაიყვანენ. პაატა იმნაძის თქმით, ე.წ. ცხელების ცენტრებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ შორის, ექიმებშიც. იმნაძე მოუწოდებს კოლეგებს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი. „ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5 გრადუსი, ეს ეხება ყვლას, აეროპორტშიც იგივე ტემპერატურა იყო, ტრასაზეც იგივე ტემპერატურაა, ანუ სტანდარტი არის ერთი. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება. კარანტინის რეჟიმი ეს არის, როდესაც მოძრაობაა ქვეყნის ქალაქებს შორის, ქვეყნის დასახლებულ პუნქტებს შორის, კონტროლდება…

მეტი...

„ინფიცირებულ დედის რძეში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა“ – თამარ ობგაიძე

„პირველი რისიც ეშინიათ ამ სიტუაციაში, ხომ არ არის საშიში ძუძუთი კვება – ძუძუთი კვება ეს არის საუკეთესო იმუნიზაცია“ – ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. თამარ ობგაიძის ინფორმაციით თუ დედა ინფიცირებულია ძუძუთი კვება სახიფათოდ მაინც არ ითვლება. ობგაიძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებზე საუბრობს. „არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა, ამაზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდიც. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ინფიცირებულ ქალის რძეში კორონავირუსი. იყო შემთხვევა, როდესაც დაინფიცირებულ ჩვილის დაუდგინდა ვირუსი, მაგრამ ეს გადადება სავარაუდოდ მოხდა მშობიარობის პროცესში და არა ძუძუთი კვებით. რაც მთავარია, უნდა იყოს ჰიგიენის წესები…

მეტი...

“ფული, შესაძლოა, იყოს ინფიცირების წყარო, თუმცა მეცნიერულად არაა დამტკიცებული” – პაატა იმნაძე

„ეს ჰიპოთეზა რომ ფულით შესაძლებელია, მოხდეს ინფიცირება განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ გააკეთა. იმნაძე აღნიშნავს, რომ ფულით ინფიცირება მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. „ამაში მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს თეორიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ფული, როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება, გადადიოდეს ხელიდან ხელში, შესაძლებელია, იყოს ინფიცირების წყარო. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ფული შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური…

მეტი...

“საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა” – პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა, მისივე თქმით, ამის გამო კლინიკები არ უნდა დაიხუროს. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინგოროყვას კლინიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ჩვეულებრივ კონტაქტად არ ითვლება. რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული. „საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგებიათ საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც დღეს იმყოფებიან კოვიდიანი პაციენტები, დაიხუროს იმიტომ,…

მეტი...

“ბცჟ” აცრებზე მედპერსონალს ცდებს უტარებენ და აკვირდებიან

“ბცჟ” აცრების „ახალ კორონავირუსთან“  კავშირზე,  „მელბურნის კლინიკამ“  მედპერსონალის გამოცდა დაიწყო. კერძოდ, მათ ვაქცინაცია ჩაუტარეს და აკვირდებიან, შეეყრებათ თუ არა “COVID19.” როგორც პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადა, ექსპერიმენტი 4 000 მედპერსონალს ჩაუტარდა. „ზოგიერთი სიმსივნური დაავადების, დროს, „ბცჟ“, როგორც იმუნოთერაპია, დღემდე კეთდება. ეს სკითხი COVID19-ის შემთხვევაშიც იმიტომ წამოიჭრა, რომ როდესაც ერთიდაიგივე პოპულაციაზე მოხდა დაკვირვება, ნაწილი, რომელსაც ეს ვაქცინა ჰქონდა ჩატარებული, ნაკლებად ავადობდა. ეს, ჯერჯერობით, რასაკვირველია, ვერსიაა და ასეთი ვერსია კიდევ ბევრი იქნება, იმიტომ, რომ ვირუსის ქცევის შესახებ ბევრი რამ ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს (ბცჟ-ს ვერსია) ნაწილობრივ…

მეტი...

„დაინიფიცირება შეიძლება მოხდეს ყველა თავშეყრის ადგილას, მათ შორის ეკლესიაშიც“ – პაატა იმნაძე

„გვაქვს მაგალითები, რომ  დაინფიცირება მოხდა გარკვეულად ისეთ ადგილებში,სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად. გადაცემა და დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ყველა თავშეყრის ადგილას, მათ შორის რათქმა უნდა ეკლესიაში“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა. იმნაძე რეკომენდაციის შესრულებისკენ ყველა აღმსარებლობის ადამიანს მოუწეოდებს. „ეს მოწოდება ეხება მორწმუნეებსაც, ურწმუნოებსაც, ათეისტებსაც, არა ეკლესიურებსაც. ნებისმიერი სახის სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა იმის, რომ ქვეყანაში ინფექციის მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით და დავრჩეთ ასეთ ათეულობით ახალ შემთხვევამდე“ – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...