საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე  განახლდა. ამასთან, კოვიდინფიცირებულთა შემთხვევები 162-მდეა გაზრდილი. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067,  ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირ

მეტი...

“პიკის დასაწყისს აპრილის მეორე ნახევარში ველოდებით” – ეკატერინე ტიკარაძე

“ეს პერიოდი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჯერ არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრმა საზოგადოებას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. „დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას,…

მეტი...

“ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით” – ეკატერინე ტიკარაძე

“ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში. მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი საყურადღებოა. „დღესდღესობით, ნამდვილად არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, თუმცა, ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათთან ლეტალურ შედეგზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ისინი არიან საყურადღებო პაციენტები და მათთან ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გამოსავალი იყოს დადებითი. ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 159-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

მეტი...

საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 13 წლის მოზარდი მოათავსეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს კიდევ ერთი, 13 წლის ბავშვი დაემატა, რომელის მდგომარეობაც სტაბილურია.   კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვი პედიატრებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  “რაც შეეხება 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა მკვეთრად დადებითი. ამის გათვალისწინებით, მისი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა რამდენიმე საათში იგეგმება.  ჩვენ ასევე გვყავს ორსული, რომელიც 22 კვირისაა, მისი მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დადებითია და ის ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება. რაც შეეხება, მეორე 19 წლის ორსულს, ისიც და მისი ნაყოფიც ფიზიოლოგიურ პარამენტრებშია​. ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს,” – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ უკვე დატოვეს კლინიკა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული 31 ადამიანიდან 25 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. “სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული, გახდა 31, აქედან 25 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტში ე.წ. ცხელების ცენტრები მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში ე.წ. ცხელების ცენტრები მოეწყო. ცენტრები მოწყობილია ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში. მსგავსი ტიპის ობიექტს ამზადებენ მესტიის საავადმყოფოში. “ცხელების ცენტრებში” ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მათ კლინიკის ხელმძღვანელებისგან არსებული მდგომარეობასა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.  კლინიკებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.

მეტი...

საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თითიზოლაციაში იმყოფება – სპორტსმენის კლასტერი

კორონავირუსით დაავადებულ სპორტსმენთან დაკავშირებით საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა კონტაქტების დადგენა და მოძიება ისევ გრძელდება. “მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, სპორტსმენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წალენჯიხის ორ სოფელში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში იმყოფებოდა. ამჟამად ის თბილისშია გადაყვანილი. ამასთან, გუშინ გვიან ღამით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები გააფრთხილეს, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ. 

მეტი...

“ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა” – გიორგი გახარია

“გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამეს არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. „პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება…

მეტი...

“სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისე, როგორც არასდროს, უნდა გამკაცრდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ. პირველი ესაა, ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში – უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს, რომ ჩვენ მინიმუმადე დავიყვანოთ ინფექციის შიდა გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში. ეს იცის თითოეულმა ჩემმა კოლეგამ და მათ ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება, ჯერ ერთი დაავადების შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ  ჩვენ არ ვართ განებივრებული  ბევრი ძალიან მაღალპროფესიონალი ადამიანებით, ვინც ამ დროს საჭიროა და მათი ჩანაცვლება…

მეტი...

კახელმა კაკო პაპამ 1 500 ტიტა მედპერსონალს გამოუგზავნა (ფოტოები)

კახეთში, სოფელ კოლაგში მცხოვრებმა 63 წლის კაკო ჯეირანაშვილმა, 1 500 ტიტა იმ კლინიკების მედპერსონალს გამოუგზავნა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.  “1500 ცალი ტიტა კაკო პაპას ბაღიდან ჩვენს ექიმებს რიგითი მოქალაქეებისაგან მადლიერების ნიშნად. Kristine Lortkipanidze დიდი მადლობა იდეისთვის და ორგანიზებისთვის, და ყველა შენს მეგობარს მადლობა, რომელსაც არ ვიცნობ და შენმა იდეამ გაგვაერათიანა. ტიტები ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას და ბოჭორიშვილის ექიმებს”, – წერს სოციალურ ქსელში ქეთევან ლორთქიფანიძე. კაკო ჯეირანაშვილი სულ მცირე 2000-მდე ლარის შემოსავალს წელსაც ელოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტიტა ვერ გაყიდა. კაკო პაპას დახმარების სურვილი ბევრ ადამიანს…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვები გვყავს, მაგრამ ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მათთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ბავშვებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებია კორონავირუსით ინფიცირება და განსაკუთრებით, სიკვდილიანობა. „თითქმის მილიონი შემთხვევიდან, არ მინდა, შემეშალოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, 10 დღის წინ ბავშვებში სიკვდილი დაფიქსირებული არ ყოფილა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პირველი 100 შემთხვევის ანალიზი, სადაც მოცემულია, თუ რამდენი შემთხვევა გვაქვს ბავშვთა ასაკში, რამდენი შემდეგ – 30-40 წლამდე, 50 წლამდე და ა.შ. უკაცრავად და, თქვენ ამ შემთხვევაში ცოტა გერევათ – სიკვდილიანობა არის ძირითადად უფრო…

მეტი...

“ვერ გეტყვით, ბოლოს როდის ვიყავი ეკლესიაში, დამავიწყდა” – პაატა იმნაძე

“მე დიდი ეკლესიურობით, სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი. რომ გითხრათ, ბოლოს როდის ვიყავი ეკლესიაში, ვერ გეტყვით, დამავიწყდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ კითხვაზე, მიბრძანდებით თუ არა წელს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები სააღდგომო ლიტურგიაზე, საპასუხოდ განაცხადა. “მე, ძირითადად, ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალ-ყურს და რა თქმა უნდა, წელსაც ასე ვიზამ. მითუმეტეს, ამ პირობებში ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ წელს შეიძლება, წავსულიყავი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

“ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, ეს ეხება ყველას” – ამირან გამყრელიძე მომავალ საეკლესიო დღესასწაულებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. “საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდში გააკეთა 2 მნიშვნელოვანი განცხადება, მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, ამიტომ მოდით წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ჩვენი პოზიცია იცით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება ამ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რამეთუ ეკლესიის და ჩვენი ყველას ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი,” –…

მეტი...

“არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება” – გიორგი გახარია

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას. “კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევებმა ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მშობლების, მოხუცების წინაშე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. stopcov.ge-ის ინფორმაცით, მათ შორის გამოჯანმრთებულია 28 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344.

მეტი...

“ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისის პირველი ნახევარი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდა მოსალოდნელია. მისი თქმით, აპრილი ამ მხრივ საკმაოდ მძიმე თვე იქნება და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარიც. „ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვიხმარე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა  იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა…

მეტი...

“გლობალურად, სიტუაცია უფრო იძაბება და უარესდება” – ამირან გამყრელიძე

“გლობალურად, სიტუაცია უფრო იძაბება და უარესდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ​მა კორონავირუსის თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იცით, რომ ჩინეთში, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება, სიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება, ჩინეთმა უკვე გავრცელების მიხედვით გადაიწია მე-6 ადგილზე მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ყველაზე მეტი გავრცელება დაავადების აღინიშნება ამერიკაში. შემდეგ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და შემდეგ მოდის ჩინეთი. მთლიანად, გლობალურად, დაავადება აღნუსხულია 205 ქვეყანაში და ლაბორატორიულად დადასტურებულია მილიონ 100 ათასამდე შემთხვევა. კარგია ის, რომ 230 ათასამდე გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამწუხაროდ, 59 197 ადამიანი დაიღუპა, რაც სადღაც საშუალო სიკვდილობა დაახლოებით ხუთი პროცენტის ფარგლებშია. სიკვდილობის ყველაზე მაჩვენებლით გამოირჩევა დღეს იტალია…

მეტი...

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი სპეციალური წესის მიხედვით უნდა დაიკრძალოს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებითა და მისი N16 დანართით არის განსაზღვრული. აღნიშნული წესის თანახმად, გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით. მისი გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება; COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები

მეტი...

„მგონია, ეს  ვირუსი ქართულ გენოტიპთან არც ისე ცუდ კომბინაციას ქმნის“ – ზურაბ გურული

„ვირუსი თავიდანვე იქცეოდა ძალიან უცნაურად, სხვადასხვა ქვეყნებში სხვდასხვანაირად მოიქცა,მგონია, ეს ვირუსი ქართულ გენოტიპთან არც ისე ცუდ კომბინაციას ქმნის“ – ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა  ზურაბ გურულმა განაცხადა. ზურაბ გურული ვირუსის თავისებურებაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ახალი კორონავირუსი ქვეყნებში სხვვადასხვანაირად განვითარდა. ამერიკაში მოღვაწე ექიმი ქართველი მედიკოსების პროფესიონალიზმზეც საუბრობს. „შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში გამატარონ იმკის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ეს ვირუსი ქართულ გენოტიპთან არც ისე ცუდ კომბინაციას ქმნის, ვიქნები ოპტიმისტი და პოზიტიურად განვეწყობი. აქვე უსინდისობა იქნება, რომ არ ვახსენო, ქართველი ექიმების ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი“ – განაცხადა ზურაბ…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ქალს სხვადასხვა თანმხლები დაავადებაც ჰქონდა

მარნეულელი 79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული გარდაიცვალა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი განმარტავს, რომ მას სხვადასხვა თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.  “თანდართული ანამნეზით კახექსიამ, ჰიპერტენზიამ და მკვეთრი წონის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოვიდინფექციისა და ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტის დამძიმება. სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით. გარდაცვლილი ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან 79 წლის იყო. განვმარტავ, რომ ის მძიმე თანმხლები დაავადებებით იყო. ერთ-ერთი იყო გულის უკმარისობა მეოთხე კლინიკური ჯგუფით, რაც იმას ნიშნავს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ქალბატონის მდგომარეობა, კარდიოლოგების მიერ, დეკომპენსაციით ფასდებოდა,”- აღნიშნა ლევან რატიანმა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.

მეტი...

როგორ ერთობიან “კორონავირუსის” გამო სამეგრელოში “გახიზნული” ტყუპები – დარჩი სახლში (ვიდეო)

დავით და გიორგი მაისურაძეები 11 წლის ტყუპები არიან. “კორონავირუსის” ეპიდემიის გამო, ისინი თბილისიდან სამეგრელოში “გადაბარგდნენ”. ინტერნეტ-გაკვეთილების შემდეგ კი, სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული. ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ ბოსტნეული, უვლიან ყვავილებს და ამ ყველაფერს თანატოლებს უზიარებენ.

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკას ცოტახანში დატოვებს

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე წუთში დატოვებს და თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს. მაია სოლოღაშვილის თქმით, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში სულ 11 ინფიცირებული იმყოფება. მათ შორის ორი ახალი პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანის შემთხვევა ქვეყნის შიგნით გადაცემას უკავშირდება. დღეს კლინიკაში ოთხი პაციენტის ტესტების შედეგებს ელოდებიან. რამდენიმე დღეში განმეორებითი ანალიზები ჩაუტარდება რამდენიმე კვირის წინ ბოქსირებულ სექტორში მოთავსებულ ორ პაციენტსაც.

მეტი...

ეროვნული ბანკის შვიდივე თანამშრომელს კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა

ეროვნული ბანკის შვიდივე თანამშრომელს კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ცენტრალური ბანკის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსის სიმპტომები გაუჩნდა, ინფორმაცია მიაწოდეს ჯანდაცვის სამინისტროს და ეს თანამშრომელი, მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ 6 თანამშრომელთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა. “როგორც კი შევიტყვეთ ჩვენი თანამშრომლის შესახებ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომების ჰქონდა, დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს, მე თავად ვესაუბრე ეკა ტიკარაძეს. სამინისტრომ მაშინვე მიიღო შესაბამისი ზომები, ჩვენ ასევე უზრუნველვყავით, მისი და მასთანა შემხებლობაში მყოფი პირების იზოლაცია, ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა იმ გარემოს, სადაც ეს თანამშრომელი მუშაობდა,”- განაცხადა ეროვნული ბანკის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

მეტი...

“მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, გამოირჩევა ერთი ქვეყანა, სადაც მაჩვენებელი ნულოვანია – ეს საქართველოა” – Fox News

“მაშინ, როცა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, საერთო ფონზე გამოირჩევა ერთი ქვეყანა, სადაც ეს მაჩვენებელი ნულოვან ნიშნულზეა. ეს არის საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა” – წერია გამოცემა Fox News-ში, რომელის გიორგი გახარიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.  როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რისკის ჯგუფის ქვეყნებთან ჯერ კიდევ იანვარში მიმოსვლის შეჩერებამ არსებითი როლი შეასრულა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების მხრივ.  “ჩვენ ადრეულ ეტაპზევე ყოყმანის გარეშე მივიღეთ მტკიცე და გაბედული ზომები. გარდა იმისა, რომ ჩვენ შემოვიღეთ ტემპერატურის შემოწმება ყველა ჩამოსულ პირთან მიმართებაში, ჩვენ 28 იანვარს ასევე შევაჩერეთ ფრენები გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებთან, რასაც მოჰყვა ყველა საერთაშორისო ფრენის შეჩერება.…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძის სახელით ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ადმინისტრაცია, მოსახლეობას იმ ყალბი ფეისბუკ-გვერდების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის სახელით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. “თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილი ფეიკ-გვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს! სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა… ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS…

მეტი...

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ.  ამასთან, მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1400-მდე შეჭირვებულ ოჯახს, ასევე შშმ პირებს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად ეხმარება. დღეს ამ ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცემათ. მისი თქმით, წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კომენდანტის საათის დარღვევის გამო ექვსი ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, შესაძლოა, კლინიკა დღეს დატოვოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი მათ კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის გაწერის შემდეგ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი დარჩება. მათგან სამს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.

მეტი...

მადლიერების ტაში „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს (ვიდეო)

„თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც თბილისის ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით წმენდენ, მოქალაქეები აივნებიდან მადლიერების ტაშით შეხვდნენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344

მეტი...

კარანტინის პერიოდში დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში, ჩატისგარჰის შტატის ქალაქ რაიპურში დაბადებულ ტყუპებს მშობლებმა კორონა და კოვიდი დაარქვეს. სამკვირიანი კარანტინის პერიოდში დაბადებული ტყუპებიდან ერთი გოგონაა და მეორე ბიჭი. კოვიდი ბიჭს დაარქვეს, ხოლო კორონა გოგონას. “ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და მე და ჩემს ქმარს გვინდოდა, ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო”, – ამბობს ტყუპების დედა. მშობლები ამბობენ, რომ შესაძლოა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალონ და ბავშვებს სახელები შეუცვალონ.

მეტი...