“კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ” – ლევან რატიანი

ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, მთავარია, საზოგადოება არ მოექცეს იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს.

„დღევანდელი შეკრების შედეგად კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არც ისე ცუდია. შესაძლებელია ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. ასევე ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ამ პროტოკოლის საშუალებით ვმკურნალობთ, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები. რაც შეეხება მინდა ყველას ვუთხრა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მთავარია არ მოვექცეთ იმ სოციალურ ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა, ჩვენ მკურნალობა და ა.შ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები