თელავის მუნიციპალიტეტში 80 წლის მამაკაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მეორე დღეა, 80 წლის ალექსი ოხანაშვილს უშედეგოდ ეძებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ალექსი ოხანაშვლი თანასოფლელთან ერთად საქონელს მდინარე ალაზნის პირას მწყემსავდა და მისი კვალი გაუჩინარდა. ნაპოვნია დაკარგულის ტანსაცმელი. ერთი-ერთი ვერსიით, მამაკაცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა. ადგილზე მობილიზებული არიან კახეთის მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი თეთრიწყაროში დაფიქსირდა

თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობილია, რომ მათგან ერთი ინფიცირებული ე.წ. ექიმთა კლასტერიდანაა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. „დადასტურდა კიდევ ორი ადგილობრივი მცხოვრებლის კორონავირისით დაინფიცირების ფაქტი“,- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის ლაბორატორიულად ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 156 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის პანდემია ივნისში დასრულდება” – (SUTD) – ის კვლევა

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. ამის შესახებ კვლევა საიტზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა. მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გამოქვეყნებული, მათ შორის ასახულია საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი. კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება. რაც შეეხება 100%-იან პროგნოზს, ამ პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 6 ადამიანი.

მეტი...

აბიტურიენტებს ისტორიაში უფასო ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობენ

დავეხმაროთ ერთმანეთს ამ მძიმე დროებაში – ამ იდეით პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე ერთი თვეა უტარებს უფასო ონლაინ გაკვეთილებს იმ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ფინანსური თუ სხვა პრობლემის გამო დღევანდელ სახლში დარჩენის სიტუაციაში ვეღარ ახერხებენ ეროვნული გამოცდისთვის მომზადებას ისტორიაში, მოსწავლეებს, რომლებსაც ისტორიის სწავლის ერთადერთი საშუალება სკოლაში ჰქონდათ და სხვა ნებისმიერ მსურველს . კონკრეტული ისტორიული თემების გარდა დათო ფერაძე პერიოდულად პასუხობს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების გაგზავნილ შეკითხვებს ტესტირების, სწავლის ტექნიკასა და სხვ. დაკავშირებით. ვიდეოგაკვეთილები განთავსებულია და განთავსდება Youtube პორტალზე და სოციალურ ქსელებში, საიდანაც გაქვთ საშუალება თავადაც გაავრცელოთ და ხელმისაწვდომი გახადოთ სვებისთვისაც…

მეტი...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს გუშინ გეგმის მიხედვით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. „გუშინ ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმურად ეკუთნოდათ, ჩატარდა მასიური ტესტირება პისიარით. ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა. რატიანის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 86 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. მისივე განმარტებით, კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. ამასთან, რატიანი ამბობს, რომ ინფიცირებულებიდან რვა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. „რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე…

მეტი...

28 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში საქართველოს 8372 დაბრუნდა

2020 წლის 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 16 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით ორგანიზებულად დაბრუნდა 8 372 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე…

მეტი...

თბილისში მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, თუმცა დედაქალაქის მერია მათ აუცილებლად შეიძენს. როგორც კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რისკების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობამ სპეციალისტების მოწოდება და მოთხოვნები მაინც უნდა გაითვალისწინოს. „იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება…

მეტი...

“ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ ცდილობენ მოსკოვი და პეკინი ძირი გამოუთხარონ ნატო-ს წევრი ქვეყნების თანმიმდევრულობას” – იენს სტონტელბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩინეთი და რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს ნატო-ს მოქმედებები არასწორად ასახონ. „ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ ცდილობენ მოსკოვი და პეკინი ძირი გამოუთხარონ ნატო-ს წევრი ქვეყნების თანმიმდევრულობას და აბსოლუტურად არასწორად ასახონ ნატო-ს მოქმედებები“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ პანდემიის ფონზე, თითქოს ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას თავისი ხანშიშესული ადამიანები. „უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ“,-დასძინა სტოლტენბერგმა.

მეტი...

“კორონავირუსი უფრო იოლად გადავიტანე, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი” – გერმანიის ნაკლრების ყოფილი მეკარე

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით იყო ავად. „დიახ, მარტის შუაში დავინფიცირდი. დღენახევარი მქონდა ხველება და სიცხე. ორკვირიანი კარანტინის შემდეგ, ჯანმრთელად გამომაცხადეს. კორონავირუსი გაცილებით იოლად გადავიტანე, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ზონაში არიან, ფრთხილად უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ინფექციასთან ბრძოლა“, – თქვა ლემანმა „ბილდთან“ კომენტარში. ერთი კვირის წინ, ლემანმა განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში მატჩები ნაწილობრივ შევსებულ სტადიონებზე უნდა გაიმართოს. მისი აზრით, 70 ათასი ტევადობის არენაზე შეიძლება 20 ათასი მაყურებლის შეშვება. „ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი უთქვამს. თუ დაკავებული იქნება ყოველი მეოთხე სავარძელი, მაშინ ადამიანებს შორის საკმარის დისტანციას დავიცავთ. ვინც…

მეტი...

“სასულიერო პირებს, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოთი ემუქრება” – რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი კირილი სასულიერო პირებს აფრთხილებს, რომ თუ კორონავირუსის გამო დადგენილ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა. შესაბამისი განცხადება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამასთან, პატრიარქის ბრძანების შესაბამისად, მოსკოვის ეპარქიის ეკლესიებსა და მონასტრების ხელმძღვანელებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და ზომების უზრუნველსაყოფად. სასულიერო პირების მიერ, ბრძანების უგულვებელყოფის შემთხვევაში, მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ან მათ მოუწევთ ეკლესიის სასამართლოს წინაშე წარსდგომა. ცნობისთვის, პატრიარმა კირილმა მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულებზე მოუწოდა ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ და სახლიდან ელოცათ. ამასთან, აკრძალვა ეკლესიებში სიარულზე, რომელიც სააღდგომოდ დაწესდა, ჯერ კიდევ ძალაშია.

მეტი...

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ,  COVID-19  ინფექციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, გაერთინება განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარების ფონზე აუცილებელია სამედიცინო, რგოლების კონსოლიდირება. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია მედიკოსების ეფექტური მუშაობა.  “პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ეფექტიანად და დროულად განახორციელა კომპლექსური ღონისძიებები ახალი კორონა ვირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  შეკავებისა და გავრცელების დაყოვნების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ მიღწეული შედეგები  სათანადოდ შეფასდა საზოგადოების მხრიდანაც.  მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც უდგას,  ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია,  რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს…

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების…

მეტი...

უახლოეს დღეებში, რამდენიმე სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე სპეცრეისი განხორციელდება, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 30 აპრილი – მადრიდი-თბილისი2 მაისი – პრაღა-თბილისი5 მაისი – ათენი-თბილისი7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი9 მაისი – ბერლინი-თბილისი​ საგარეო უწყების ბოლო მონაცემებით, უცხოეთში მყოფ საქართველოს 15 393 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 988 ადამიანი.

მეტი...

იაფი ფულის კარი გაიღო, ვინ და როგორ მიიღებს უფასო ფულს?! – „მედიაცენტრი მთავარი“ გლეხების ადვოკატირებისთვის

რას ნიშნავს „უფასო ფული“;  ვინ მიიღებს მას; რა უნდა გააკეთოს სოფლად დაბრუნებულმა გლეხმა საქმის დასაწყებად; რა კულტურებს უფინანსებს მას სახელმწიფო; რა ქნან სოფელში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, ვისაც არც ინტერნეტის გაეგება რამე და არც პროექტების წერის? – ამ და სხვა ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, „მედიაცენტრი მთავარის“ ინტერვიუდან გაიგებთ.         საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ, მოსახლეობაში საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა. წარმოდგენილ პროექტში, ყველა საკუთარ თავს და ადგილს ეძებს. კერძოდ – ვის როგორ მოერგება პროექტი, ვინ როგორ ჩაერთვება და რა ეფექტი ექნება მას რიგითი მოქალაქეებისთვის.  ამჯერად, სოფლის მეურნეობისა და ფერმერები განვითარების მიმართულებაზე შევჩერდებით.…

მეტი...

„ჩემი უღრმესი პატივისცემა მარინა ეზუგბაიას! მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან!“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ერთმანეთის დანდობას ურჩევს და მარინა ეზუგბაიას მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. „მე მინდა დავადასტურო უღრმესი პატივისცემა მარინა ეზუგბაიას მიმართ, რომელსაც ვიცნობ ათეული წლებია და ბევრი პერიპეტიები გაგვივლია ერთად.საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ცენტრალური ინფექციურ საავადმყოფოს შორის.არ შეიძლება საუბარი ამ სათნო და ჭკვიან ექიმზე. დავინდოთ ერთმანეთი. მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან. იმიტომ, რომ ყოველდღიურად უვლის ათობით ინფიცირებულ ავადმყოფს და უვლიან კარგად, ხომ ხედავთ, რომ კარგად უვლიან.ამიტომ, რა თქმა უნდა არანაირ კომენტარს მის ნათქვამზე არ გავაკეთებ.თქვა, იგულისხმა, რომ ქვეყანაში ვაფართოებთ ტესტირებას და ეს კარგია…

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა. როგორც მარეხი ბექაიამ აღნიშნა, კლინიკაში ამჟამად 41 პაციენტი იმყოფება. „გუშინ 32 პაციენტზე კვლევა იყო გაგზავნილი. 30 უარყოფითი პასუხია მიღებული. ორი პაციენტის კვლევა ჯერ გრძელდება. გაწერილია 20 პაციენტი და 20 ახალი პაციენტია მიღებული. ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მძიმე პაციენტები არ გვყავს. დარჩენილი 10 პაციენტია გასაწერი, ვისი პასუხიც უკვე მოსულია. ორი პაციენტის კვლევაც, რომ დასრულდება, ის ორიც გაიწერება“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მეტი...

მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით კობაიძეს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშრიებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა…

მეტი...

“მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას” – კახა კალაძე

თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა. „მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ველოსიპედების შემოყვანას მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს და ამ ველოსიპედებით სარგებლობის საფასურს მოსახლეობა, სავარაუდოდ, მეტრომანებით გადაიხდის.

მეტი...

“15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია. ეზუგბაია ამბობს, რომ მხოლოდ ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. „გუშინ გვქონდა 496 შემთხვევა, დღეისთვის 24 საათში დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 511 დადასტურებული შემთხვევა. ამ 15 შემთხვევიდან ძირითადად ცნობილია წყაროები. ეს არის ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო. მხოლოდ ორი პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში ამ დროისთვის სულ…

მეტი...

ბოჭორივილის კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა

ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტის კი საყურადღებო რჩება. “ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 497 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოს მასშტაბით სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია

საქართველოს მასშტაბით სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შსს-ში აცხადებენ, რომ სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად,ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511 -მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 15-ით არის გაზრდილი. კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი. ინფორმაციისთვის, 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

თბილისში ორ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი ნაძალავედის რაიონში, დაახლოებით ერთი საათის წინ, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი მეორე სახლზე გადავიდა. ადგილზე 7 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ამ დროისათვი ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ქუთაისის ცხელების ცენტრში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთო ჯამში, კლინიკამ ლაბორატორიიდან 20 ბიოლოგიურ ნიმუშზე მიიღო პასუხი, მათგან 19 უარყოფითია. მათში შედის კლინიკის სამი ექიმის გეგმური კვლევა. სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 15 პაციენტი შევიდა. მათ კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ.

მეტი...

“ადამიანების მიერ სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივ მოხმარებაზე პასუხისმგებელი მე არ ვარ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო. კითხვაზე, რას უკავშირდებოდა ის, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთ შტატში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ ჰქონდა“. კიდევ ერთ კითხვაზე, იღებდა თუ არა ის აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა.“ „წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ ხდება. მე ამაზე პასუხისმგებობას არ ვიღებ,“ – განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის…

მეტი...

ვაშლიჯვრის მაცხოვრებლები იზოლაციაში აღმოჩდნენ – ვერც წინ მიდიან, ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ

„მედიაცენტრმა მთავარმა“ ეს ფოტოები თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევთან ე.წ. მწვანე კორპუსთან გადაიღო. ერთ მშვენიერ დრეს, კორპუსის მაცხოვრებლებს, საკუთარი ეზოდან გამოცვლისას ეს სურათ დახვდათ. კორპუსის წინ, ეზოდან გამოსასვლელში ე.წ. კუნძული სპეციალური ამკრძალავი ნიშნებით და იზოლირებული მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი სახლიდან სამსახურის მიმართულებით გადაადგილება აეკრძალა. ეს ყველაფერი კურიოზია, შემთხვევითობა, გაუთვლელობა თუ სხვა რამ ვერ გეტყვით, თუმცა, უკეთ გასაგებად, ადგილობრივები თავად გვიყვებიან, როგორ აღმოჩდნენ ამ გაურკვევლობაში. „წლებია ამ კორპუსში ვცხოვრობთ. კორპუსის ეზოს აქვს ერთი გასასვლელი, რომლითაც მანქანები გაგვყავს და შემოვდივართ. თუ ჩემი მიმართულება არის გოძიაშვილის ქუჩა, ანუ „ლისის“ მიმართულება და ყოველ დილით სამსახურში ამ მიმართულებით…

მეტი...