საქართველოში კორონავირუსის კიდევ 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 13 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 444 შემთხვევა არის დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი. ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს USAID-ი 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, USAID-ი იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის ტესტის ინტერნეტით გამოწერა შეუძლია

“ბიბისის” ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ტესტების დისტრიბუციის მიზნით ონლაინ სისტემა შექმნა. ბრიტანეთში კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებს შეუძლიათ, ტესტი ონლაინ შეუკვეთონ. საიტზე ზედმეტად მაღალი მოთხოვნის გამო, სისტემა გახსნიდან ორ საათში დროებით დაიკეტა, თუმცა ბრიტანეთის მოსახლეობამ 20 000-მდე ტესტის შეკვეთა მოახერხა. ტესტების არსებული რესურსებით, ბრიტანეთს ამ მეთოდით დღეში 20 000 ტესტის გაცემა შეუძლია, თუმცა როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აპრილის ბოლოს ქვეყანაში დღეში 100 000 ტესტის გაცემის საშუალება იქნება.

მეტი...

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 420 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავრუსით გარდაცვალების 420 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 25 969 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 021 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი უკვე 192 994 ადამიანს დაუდასტურდა.

მეტი...

ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება

ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 3 პირია გაგზავნილი. ფოთელი ექიმი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19, თავს კარგად გრძნობს. ექიმების შეფასებით, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.  “დღეს, პრევენციის მიზნით მედიცინის 16 მუშაკის, მათ შორის 7 ექიმის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხს. ეტაპობრივად ყველა მედიკოსის ანალიზი გაიგზავნება,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსს 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსს 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს აშშ-ში კორონავირუსით 3 176 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 870 468 შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

“ვფიქრობ, რადაში 70-პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს” – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე  დღეს უკრაინის რადაში, ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებს და მიხეილ სააკაშვილის ხედვა მოისმენეს. უკრაინის რადას დეპუტატი, უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკი ფიქრობს, რომ სააკაშვილს რადაში ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნება. „ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ფრაქციის ჩატში, ვაწყობთ წინასწარ კენჭისყრას და თუ ამ კენჭისყრაზე გასულ საკითხზე 70% განაცხადებს თანხმობას, ამას მთელი უმრავლესობაც იზიარებს, ფრაქციის შიგნით უმცირესობა ეთანხმება უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ 70 პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს. მე მაგალითად თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ ეს თანამდებობა ახლა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა…

მეტი...

“თუ ყველაფერი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით წავიდა, დროებითი კრიზისიდან ძალიან მალე გამოვალთ” – მამუკა მდინარაძე

“ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ თუ ყველაფერი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით წავიდა, რაზეც დღეს იყო საუბარი და საზოგადოება ყველა რეკომენდაციას ისევე ზედმიწევნით დაიცავს, როგორც აქამდე მათი უდიდესი უმრავლესობა აკეთებდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ოპტიმისტური განწყობის საფუძველი გვაქვს და ამ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას. „თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს ისე აღარ შეასრულებს, როგორც აქამდე ასრულებდა, შესაძლებელია გეგმა უარესობისკენაც შეიცვალოს და იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ასე არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსახლეობის იმედი, რომელსაც კიდევ…

მეტი...

კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში. „როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში,  რუსთავში,   ბათუმსა და  ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მეტი...

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა. კლინიკაში ამ დროისთვის 35 ინფიცირებული რჩება. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 132-ია.

მეტი...

“დღეს მთავრობამ ბუნდოვანი გეგმა წარადგინა” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის სოციალური დახმარების ნაწილი ძალიან მწირია, ბიზნესის დახმარების ნაწილი არარეალისტურია, საგადასახადო მიმართულებით გაკეთებული შეთავაზება კი, ბიზნესს ვერავითარ შვებას ვერ მოუტანს. „შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თვალში ნაცრის შეყრა. რაც მოვისმინეთ, დაუსაბუთებელია. სახელმწიფო ბიუჯეტი არ იქნა წარმოდგენილი და ახლა დავრწმუნდი, თუ რატომ შეეშინდა მთავრობას ბიუჯეტის წარმოდგენა. მათი გეგმა არის რაღაც პროპაგანდისტური პროექტი, რომელსაც რეალური ფინანსური დატვირთვა არ აქვს და ტყუილებშიც კი, ვერ აღმოჩნდნენ სათანადო დონეზე. მოსახლეობისთვის პირდაპირი დახმარება არც მეტი და არც ნაკლები – 200 მილიონი დოლარია. გასაცოდავებული და გაუფასურებული…

მეტი...

ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით, ორი დღით, 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა დასაშვები იქნება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის წესით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. „როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში,  რუსთავში, ბათუმსა და  ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია”, –…

მეტი...

“არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას” – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩართულია COVID-19 დაკავშირებულ მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში. საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მის დაქვემდებარეში მყოფი ლუგარის ლაბორატორიის პასუხისმგებლობაშია კორონავირუსული ინფექციის რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მეთვალყურეობა და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება,…

მეტი...

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის სიმპტომების ჩამონათვალი განაახლა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კორონავირუსის სიმპტომების ჩამონათვალი განაახლა. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე არსებულ სიმპტომებს – მაღალ ტემპერატურას, ხველასა და ქოშინს – ჟრჟოლა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, კუნთების ტკივილი და ანთება ყელში დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რამდენიმე სიმპტომი – ციანოზი, სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. სპეციალისტების განცხადებით, ეს შესაძლოა სიმპტომების სრული ჩამონათვალი არ იყოს და სხვა ჩივილების შემთხვევაში ადამიანებმა ექიმებს უნდა მიმართონ.

მეტი...

ქუთაისის ინფექციური კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. სამივე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს.   ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამ დროისთვის ქვეყანაში დაინფიცირების 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გარდაცვლილია სამი. კარანტინის რეჟიმში – 5888 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 751 ადამიანი რჩება. 

მეტი...

რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო. კლინიკაში ცხელებით სამი პაციენტია შეყვანილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არ არიან. სამივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

“ეს დააზიანებს ჩვენს პოლიტიკურ თანამშრომლობას” – თალაკვაძე სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.  არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარი იქნება.  “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას, ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი” – ნათია თურნავა

“სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას,  ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არამარტო ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა, გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან – მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი,“ – განაცხადა ნათია…

მეტი...

“1 200-ლარიანი დახმარებით პრაქტიკულად იმავე თანხას ვიძლევით, რასაც აშშ-ში გასცემენ” – ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თვეში 200 ლარი არ არის ბევრი, თუმცა კომპენსაციას არც ერთ ქვეყანაში არ აქვს მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. „ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 200 დოლარი დაურიგოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლიც შემოსავლის გარკვეულ ზღვარს აკმაყოფილებს. ამ თანხას დაახლოებით ასი ათასი ადამიანი მიიღებს ერთჯერადად. მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ და ფასების კუთხით გავაკეთოთ პარიტეტი, პრაქტიკულად, იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ. დავანებოთ პარიტეტს თავი, ისინი სამჯერ მეტს იძლევიან და მათ სამჯერ მეტი აქვთ ჩვენზე ეკონომიკა, თუ იოლად არ შეუძლიათ თანხების მოპოვება? გაცილებით,…

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის…

მეტი...

მერძევეობის დარგის განვითარების მიზნით ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები; არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე პროექტებშიც. ახლად შექმნილი პროექტის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების  განვითარების ხელშეწყობა…

მეტი...

“ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა” – არჩილ თალაკვაძე

ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით მოვიგეთ დრო კოვიდინფექციის შეკავების პროცესში და გამოვიყენეთ სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმისა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმის მოსამზადებლად . ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ კარგ კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე წარადგინა ეკონომიკური აქტივობების…

მეტი...

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას სექტემბერში განაახლებენ

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება და საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას სამ თვეში განაახლებენ. თუმცა შეზღუდვებში კვლავ რჩებიან სკოლებია. გიორგი გახარიას განმარტებით, სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიანად უმკლავდება. „ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო დისტანციურ სწავლებასთან გამკვლავება როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლებში. ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“,- განაცხადა გახარიამ.

მეტი...

გიორგი გახარიამ საზოგადოებას საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ექვსი ეტაპი გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე. ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ, ორი კვირა იქნება. პირველ ეტაპზე, 27 აპრილიდან დაიშვება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება; ტაქსები დაიწყებენ მუშაობას; დაშვებული იქნება ონლაინ და საბითუმო ვაჭრობა; გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები. „მეორე ეტაპი, ეს იქნება სავარაუდოდ ორი კვირის შემდგომ, 27 აპრილის გახსნის პირველი ეტაპიდან. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით. ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობაზე დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად. კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ეს არის…

მეტი...

​​რეგიონებში ჩარჩენილებს დედაქალაქში დასაბრუნებლად 2 დღე ექნებათ

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. შემსუბუქება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება. თუმცა, დროებით ჩაკეტილი 4 ქალაქის გახსნას, ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რეგიონებში ჩარჩენილ ადამიანებს უკან დასაბრუნებლად 2 დღე ექნებათ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ჩაკეტილ ქალაქებს შორის გადაადგილდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებს. ეს იქნება გამონაკლისი, როცა თუნდაც „გახლეჩილ ოჯახებს“ ერთად ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

მეტი...

200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს თანხები არის სახელმწიფო დახმარება მიზნობრივი კონკრეტული მოქალაქისა და კონკრეტული ფიზიკური პირისთვის. „ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია – მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება” – გახარია სააკაშვილზე

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა. მისივე თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. „უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა. ესეც ჩემთვის…

მეტი...

“კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი” – პრემიერი საერთო კოვზით ზიარების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია. „ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე- არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად

მეტი...

პორტუგალიელს კარანტინში არ მოათავსებენ – რონალდო იტალიაში მომდევნო კვირას დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მომავალ კვირას აპირებს იტალიაში დაბრუნებას. იტყობინებიან, რომ პორტუგალიელი და კლუბის დანარჩენი ლეგიონერები არ გაივლიან 14-დღიან კარანტინს, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეუდგნენ ვარჯიშს. სანამ ეს მოხდება, „იუვენტუსი“ ყველა მოთამაშეს კორონავირუსზე შეამოწმებს. იგეგმება თითოეული ფეხბურთელისთვის ორი ტესტის ჩატარება. შეგახსენებთ, რომ რონალდო ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება კუნძულ მადეირაზე. სამშაბათს, სერია A-ს კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩემპიონატის განახლებას. ახლა, ისინი ელოდებიან იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას.

მეტი...

სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ

იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფოსგან დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, 600 ლარიან დახმარებაც ის ოჯახებიც მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ. „ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე. 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ ყურადღების გარეშე არის…

მეტი...

“რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება” – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შედგომი გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 – რეკომენდირებული. “ჩვენ უკვე გვაქვს მზად შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შემდგომი გეგმა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა…

მეტი...

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ის ჩამონათვალი გააცნო მოსახლეობას, რაც გათვალისწინებულია სოციალური მიზნობრიობის დახმარებისთვის. 1. უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს: თვეში 200 ლარი. 2. სამუშაო ადგილი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, 750-ლარდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს საშემოსავლოზე სრულ სუბსიდირებას. 3. 1 500 ლარი ხელფასის დროს, 750 ლარის ოდენობაზე დასუბსიდირდება საშემოსავლოზე. კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. 4. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად. 5. სოციალურად დაუცველები 65 ათასი-100 ათას ქულა (70 ათასი-190 ათასი ოჯახი) 600ლარი – 6 თვე. 6. 0-100 ათასამდე, 3-ზე მეტ შვილიანი 600ლარი (21 ათასი ოჯახი) 7.…

მეტი...

27 აპრილიდან ვაჭრობისა და გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

ორშაბათიდან, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს დააკმაყოფილებს. „27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა​, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 27 აპრილიდან ასევე სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. „გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო 300 ლარით დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო თვითდასაქმებულ ადამიანებს მოქალაქეებს ერთჯერადად დაეხმარება. „ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით” – განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, ამ ღონისძიების ბიუჯეტი 75 000 000 ლარი იქნება. 

მეტი...