“მაისიდან იწყება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემა თვითდასაქმებულებზე” – ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ისაუბრა, მისი ინფორმაციით თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ტიპი, რომელიც რაიმე სახის საქმიანობას ეწეოდა.

“მიმდინარე წლის მაისის თვიდან იწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს.

პირობითად, ასეთი პირები შესაძლებელია დავყოთ ორ კატეგორიად, ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო რაიმე დამატებით ინფორმაციის, მტკიცებულების წარმოდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ.” – აცხადებს ხუციშვილი.

მსგავსი თემები