“კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება” – ენტონი ფაუჩი

“დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება”, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალია.

„ჩემი აზრით, ვირუსის დაბრუნება გარდაუვალია. ვირუსი გლობალური მასშტაბით გავრცელდა. ის არ გაქრება. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი კვლავ დაბრუნდება, ის, თუ როგორ მოვიქცევით, ჩვენს ბედს განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები