“საქართველო, ძალიან მიყვარხარ!” – ილია მეორე

“ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არის აღნიშნული. „ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულის კარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,- მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, –  სამართალსა, მოკვდავნი, – უკვდავებასა. დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! საქართველო, ძალიან მიყვარხარ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II“, – აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

მეტი...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო,საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ქრისტე აღდგა! დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, – გიხაროდეთ! მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგანქრისტე აღდგა! აქებდით მასმართალნი…

მეტი...

წმინდა ცეცხლი საქართველოშია

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თელ-ავივის აეროპორტში საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ მიიტანა და სასულიერო პირებს გადასცა. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 388 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 388 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი.

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 30 მარტს გადმოყვანილი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ქალი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს, ორი კვირა კი, თვითიზოლაციაში იქნება.

მეტი...

“დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში” – პაატა იმნაძე

“დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში”, – ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძე აცხადებს. ამასთან, რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მადლობას უხდის. „დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ, ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, – მიმართავს გამყრელიძე მოსახლეობას.

მეტი...

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან. უკვე მისულია მრევლი, რომელიც კომენდანტის საათის დასრულებამდე ტაძარში დარჩება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტაძარში სოციალური დისტანციის დაცვის წესებს იცავენ. სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

მეტი...

“კორონავირუსის ფონზე, რუსეთი არ ცხრება და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას” – ჯემალ გამახარია

“უკანასკნელი თვეების განმავლობაში მთელი მსოფლიო დაკავებულია ადამიანთა მოდგმისთვის საშიშ კორონავირუსთან ბრძოლით. შექმნილ ვითარებაში ცალკეულმა უკიდურესად რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც კი, შეიგრძნეს რა საყოველთაო საფრთხის მასშტაბები, დროებით შეაჩერეს ან შეამცირეს აქტიურობა. ერთადერთია რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ ცხრება და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი. ჯემალ გამახარიას თქმით, გუშინ გახდა ცნობილი და დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმაც დაადასტურა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის #12 ბრძანების თანახმად მაღალმთიანი სოფლის აიბგას კრასნოდარის მხარისთვის მიკუთვნების შესახებ. მისი განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია “როსრეესტრის” საიტზე. “ასეთი “წინასააღდგომო …

მეტი...

ჯემალ გამახარია დევნილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აღდგომას ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აფხაზეთიდან დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის წინასააღდგომო მილოცვას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “ქრისტე აღდგა! ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას, რომელიც ეს-ეს არის შემობრძანდება ჭეშმარიტ ქრისტიანთა გულებში. მართლმადიდებელი სამყაროს ამ უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნა ამჯერად გვიწევს უჩვეულო ვითარებაში, როდესაც მთელი კაცობრიობა და მასთან ერთად საქართველო მეტად საშიშ მტერთან – კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩაბმული. სამწუხაროდ, აღნიშნულ ბრძოლას თან ახლავს ადამიანთა დიდძალი მსხვერპლი და აურაცხელი მატერიალური დანაკარგები. უხილავმა მტერმა ცხოვრების რიტმი მკვეთრად შეცვალა, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოებიც კი მძიმე განსაცდელის წინაშე იმყოფებიან. საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია საქართველოც,…

მეტი...

“ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას” – ჯეიმს აპატურაი

“ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. „როდესაც ქართველები აღდგომას აღნიშნავენ საგანგებო ვითარებაში, კოვიდ კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას საზღვრებზე. ეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის. ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს…

მეტი...

მოსკოვის რეგიონალური დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

მოსკოვის რეგიონალური დუმის დეპუტატი ივან ჟუკოვი, 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, მას კოვიდ-19 დაუდასტურდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 4 785 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 36 793-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. 24 საათის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში კიდევ 40 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 313-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 057 პაციენტი.

მეტი...

კნუტებს პირი აუხვიეს, პარკში ჩასვეს, თავი მოუკრეს და ბუნკერში გადაადგეს – საშინელი შემთხვევა გორში

ეს საშინელი შემთხვევა გორში დღეს გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კნუტების კნავილი გაიგო, ხმას მისდია და ნაგვის ბუნკერში საშინელი სურათი დახვდა – სასიკვდილოდ გამეტებული და განწირული კნიტები. როგორს თვითმხილველი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, მას ნაგვის ბუნკერში თავდაყირა გადაკიდება მოუწია, იქიდან კნუტები რომ ამოეყვანა. „გორში, გორგასალის ქუჩაზე, დილის 07:00 სთ-ზე, გავედი კორპუსის წინ პატარა ბაღჩაში. თან მიუსაფარ ძაღლებს საკვები ჩავუტანე. ამ დროს შემომესმა კნუტების უმწეო კნავილი. მივაყურადე ხმა საიდან მოდიოდა და ამ ხმამ ბუნკერამდე მიმიყვანა, თუმცა,  კნუტები არ ჩანდნენ. რადგან თითოეულ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, აღარაფერს მოვერიდე და გადავეკიდე ბუნკერში, გადავქექე ნაგავი. კნუტები საკმაოდ…

მეტი...

საპატრიარქო მორწმუნეებს მოუწოდებს, აღდგომის ღამეს ანთებული სანთლებით შეხვდნენ

საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს მორწმუნეებს, აღდგომის ღამეს ანთებული სანთლებით შეხვდნენ. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე

მეტი...

ქართველი ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)

ქართველმა ექიმებმა მოსახლეობას კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 17-მა მედიკოსმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ COVID 19-თან ბრძოლის მთავარი ხერხი სოციალური იზოლაციაა.

მეტი...

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში, ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 385 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 84 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერი და ჯანმრთელი დღესასწაული” – კელი დეგნანის მილოცვა

“საქართველო აღდგომას ზეიმობს, მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერი და ჯანმრთელი დღესასწაული”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მილოცვაშია აღნიშნული. „ამ შაბათ-კვირას საქართველო აღდგომას ზეიმობს. მინდა, ყველას გისურვოთ ბედნიერი და ჯანმრთელი დღესასწაული. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ტრადიციების ადაპტაციას ვახდენთ ერთმანეთისა და ჩვენი სამედიცინო პროფესიონალების დასაცავად. დიდი მადლობა, რომ უერთდებით ამ გლობალურ ძალისხმევას! #HappyEaster #დარჩისახლში“ – აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

მეტი...

იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

საქართველოს დროით 14:50 წუთზე იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ისრაელში შესვლა აკრძალული აქვთ, რის გამოც წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაესწრო. ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმინდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები. სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

მეტი...

ქობულეთში ავარიით კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფოს მძღოლი დაშავდნენ

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დაშავდნენ. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს პაციენტი გამოკვლევისთვის გადაჰყავდა, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და სასწრაფოს ავტომობილი შეეჯახნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

ბერლინი-თბილისის 12 აპრილის ავიარეისზე ბილეთების საეჭვო შესყიდვის მცდელობა დაფიქსირდა

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ სამართალდამცავ ორგანოებს ბილეთების საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის მოკვლევის თხოვნით მიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ საგარეო უწყებას მიმდინარე წლის 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე შეატყობინა. „ჯორჯიან ეარვეისის“ ვარაუდით, მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა  საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით, მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომელიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია, მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება.…

მეტი...

“მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობა გაამწვავოს” – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

“ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილეს განსხვავებული პოზიციების გვერდზე გადადებისა და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობა გაამწვავოს”, – ამის შესახებ ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ პრესკომუნიკეში. „ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, 31 მარტის ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, გუტიერესის მოწოდების გათვალისწინებით, მტკიცედ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, გვერდით გადადონ განსხვავებული პოზიციები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობის გამწვავება გამოიწვიოს. ფოკუსირება უნდა მოხდეს თანამშრომლობაზე, რეგიონის მთელი მოსახლეობის სასიკეთოდ და „კოვიდ-19“-ის პანდემიის საერთო საფრთხის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში. კომუნიკეს თანახმად, გამყოფი ხაზის…

მეტი...

რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი და მხატვარი, რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კინოფესტივალებზეც. ასევე მას, როგორც მსახიობს, შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ცნობილ ფილმში.

მეტი...

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მრევლისთვის სააღდგომო ღამისთევა არ გაიმართება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში  მრევლისთვის სააღდგომო ღამისთევა არ იქნება – ეპარქიის განცხადებით, მრევლს დილით 07:00 საათზე შეეძლება ტაძარში მისვლა. ღამის ლოცვა მხოლოდ მონასტრებში აღევლინება და მას სასულიერო პირები დაესწრებიან. მამა იოანე გორელიშვილის განცხადებით, აღდგომის დილას დაგეგმილ ღვთისმსახურებაზე მრევლი და სასულიერო პირებიც პირბადეებით იქნებიან. დეკანოზის თქმით, ისინი ითვალისწინებენ მედიკოსების რეკომენდაციებს, ამიტომ მოუწოდებენ მრევლს, რომ სიწმინდეებს პირბადით ემთხვიონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

მეტი...

რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით გაეკიდა

რუსთავში, მშობიარე ცოლს ქმარი ველოდიპედით გაეკიდა. ამის მიზეზი კი კომენდატის დროს გამკაცრებული წესები და ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა გახდა. მას შემდეგ, რაც 28 წლის ქალს მშობიარობა დაეწყო, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. იმის გამო, რომ ქმარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდა, გადაწყვიტა, სასწრაფოს ველოსიპედით გაჰყოლოდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი რუსთავის სამშობიარო სახლში მიიყვანა, სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. წყვილს ბიჭი შეეძინა.

მეტი...

“ეს ამბავი თბილისში მოხდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ყველა წესის დაცვით დაკრძალა, თუმცა არავის გაგვაგებინა” – შოთა არველაძე

„ცოტა ხნის წინ, ჩემს უახლოეს მეგობარს მძიმე ამბავი შეემთხვა. რამდენიმე დღე ტელეფონზე არ მპასუხობდა და როცა გამოჩნდა, მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა. ეს ამბავი თბილისში მოხდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ყველა წესის სრული დაცვით დაკრძალა, თუმცა არავის გაგვაგებინა”, – ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ განაცხადა. შოთა არველაძის განმარტებით, მისმა მეგობარმა პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ჩათვალა, რომ სხვა შემთხვევაში სხვებსაც საფრთხეში ჩააგდებდა. “დედაზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს. როცა ასეთი განსაკუთრებული მომენტია, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამხელა საფრთხე შეგვიძლია შევუქმნათ სხვა ადამიანს და უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ერთმანეთის…

მეტი...

“ჩინეთი რომ დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო და დროულად ეღიარებინა, დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა” – როგორია ვურუსის რეალური საფრთხე და შედეგები?!

„ყველაზე ჭკვიანური იქნება, შევეცადოთ, ვიყოთ მზადყოფნაში და არ ავყვეთ პოპულისტურ იდეებს. მომავალშიც, მსგავსი მოვლენები მოსალოდნელია, რამეთუ ჩვენი დედამიწა კოსმოსური სივრცის წრებრუნვაშია ჩართული და მის ერთ პატარა ნაწილაკს წარმოადგენს. „ესპანკამ“დაახლოვებით 50 მილიონამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება „Covid-19-ს“ არ გაგიკვირდეთ, თუ პოლიტიკურ სცენაზე, მომავალში, ამ პანდემიას  სერიოზული რყევები მოყვება.   მსოფლიო მძიმე ეკონომიური რეცესიის ზღვარზეა“ – ეს სიტყვები ელიკო წიკლურ/ლამიხს ეკუთვნის.   “კორონავირუსსა“  და მისგან გამოწვეულ საფრთხეებსა და შედეგებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად  პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სოციოლოგი და კრიმინოლოგი, გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ელიკო წიკლაური/ლამმიხი ესაუბრა.   ელიკო…

მეტი...

“აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება” – ჯანმოს ხელმძღვანელი

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება აფრიკის კონტინენტზეც. 60%-ით იმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც.  ტედროს ადჰარნოს თქმით, რეგიონი მძიმე გამოწვევის წინაშეა და მას დროული დახმარება სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია დახმარების სახით მათ  ტესტის ჩხირები გაეგზავნოს. “ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფიცირების შემთხვევები 51%-ით გაიზარდა. 60%-ით კი გარდაცვლილთა მაჩვენებელია გაზრდილი. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებლები გაცილებით დიდია. საჭიროა დროული დახმარების გაწევა, პირველ რიგში, მათ უნდა მივაწოდოთ ტესტის ჩხირები. თუ რეგიონში ვირუსის გავრცელების შეჩერებას ერთობლივი ძალებით არ შევეცდებით, COVID-19-ისაფეთქების კიდევ ერთ ძალიან დიდ კერას ვიხილავთ,”- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰარნო.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 88 ინფიცირებული პაციენტია, აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 99 პაციენტია, აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება კლინიკიდან. „რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან ექვსი მართვით სუნთქვაზეა, სამი ნაზალურ სიმპაპზე. სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰემოდინამიკის რღვევით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ანალიზის ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ სავარაუდოდ ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. ქვემო ქართლის გუბერნიის ცნობით, საერთო ჯამში 30 პირთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა. მათგან ცხრაზე კვლევის პროცესი გრძელდება, ხოლო 21-დან კორონავირუსის ინფექცია ორს დაუდასტურდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 312 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი – 76.

მეტი...

მარტვილში, ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ექიმი შეიყვანეს

მარტვილში კორონავირუსზე ანალიზი ექიმს აუღეს. მარტვილის ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცხელების ცენტრს ექიმმა ანესთეზიოლოგმა დღეს მიმართა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც როზა ჯანაშია ამბობს, პაციენტს Covid 19-ისთვის დამახასიათებლი სხვა სიმპტომი არ აქვს და არც საეჭვო კონტაქტზე მიანიშნებს. მისივე თქმით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა, პროკოტოლის გათვალისწინებით, უკვე აღებულია და ის ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 140 მოქალაქე დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 96 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს,…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. დაინფიცირებული 50 წლამდე ქალია. დანარჩენი 3 პირი კი კარანტინიდან გადაიყვანეს, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ბათუმის “მედალფაში” უკვე 41 ინფიცირებულია, მათგან 33 ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ამ კლასტერთან დაკავშირებული 465 კონტაქტია დადგენილი, აქედან 230 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა.

მეტი...

თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს. ხანდაზმული ქალი სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით 7 აპრილს მოათავსეს. ჩატარებულმა ტესტი კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ერთი კვირის შემდეგ კარადენიზი საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა ის სახლში, 14-დღიან კარანტინში იმყოფება. ექიმების განცხადებით, ასეთ მოკლე დროში ვირუსის დამარცხება 107 წლის ქალმა ძლიერი იმუნური სისტემის ხარჯზე შეძლო.

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, შვიდით გაიზარდა

გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგრც მან აღნიშნა, აქედან 50 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია. „როგორც იცით, გუშინ დილას საქართველოში იყო „კოვიდ-19“-ის 370 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გვაქვს 385. ასევე დაგვემატა გამოჯანმრთელებულებიც – შვიდი გამოჯანმრთელებული. ჯამში იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტ პაციენტს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება.​ კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაელოდება. შეზღუდული რაოდენობით დაშვებული იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებიდან. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.

მეტი...

საქართველომ 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ ტესტი მიიღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორეიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნული ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული. ტესტები შეძენილი იქნა „საქართველოს ბანკის” აქტიური ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პრემიერ-მინისტრის…

მეტი...