ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კორონავირუსისგან უკვე განიკურნა. ის კლინიკას ხვალ დილით დატოვებს.

მეტი...

StopCoV ფონდში 125 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

10 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 125 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ – 100 მლნ ლარი, მაგთიკომი – სამი მლნ ლარი, სილქნეტი – ერთი მლნ ლარი, კავკასუს ონლაინი – ერთი მლნ ლარი, „არ ემ ჯი“ – ერთი მლნ ლარი, ირაკლი გილაური – ერთი მლნ ლარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – ერთი მლნ ლარი, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია – ერთი მლნ ლარი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – 500 ათასი ლარი, ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი – 100 ათასი ლარი, შპს „აკა“…

მეტი...

“ქართული წარმოების პირბადე ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან დაგიცავთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მიმართა, რომ ის ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან სრულად იცავს. „ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია. მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე კოვიდ19-სგან.ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, ვეუბნები მოსახლეობას, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, რომელსაც თავადაც საქართველოში წარმოებული პირბადე…

მეტი...

„თაღლითური ბზა“ – ქოთანში ჩარჭობილ ტოტს ქოთნის ბზად ასაღებენ

“თაღლითობასაც ვაწყდებით ხოლმე. მოჭრილ ტოტებს, როგორც წესი, ქოთანშიც რგავენ”, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. “ტრანსპორტირებისას ცდილობენ, ჩვენი თანამშრომლები მოატყუონ. მომხმარებელიც მოტყუებული რჩება, რადგან გონია, რომ ქოთანში ჩარგულ ბზას ყიდულობს, არადა, რეალურად, ხელში რჩევა ტოტი, რომელიც ჩარჭობილია ქოთანში. აქ არის როგორც ბრაკონიერების, ასევე ჩვენი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს იორდანიშვილი.  იმის გამო, რომ მომხმარებლები არ მოტყუვდნენ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა, ბზის შეძენის დროს, იკითხონ მცენარის წარმოშობის შესახებ, ან, მოსთხოვონ დოკუმენტაცია ადგილწარმოშობაზე. „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

მარნეულში 250 სოციალურად დაუცველს საკვები პროდუქტები დაურიგეს

„ახალი კორონავირუსის“ ეპიდემიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კარანტინიდან გამომდინარე, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა” 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგა. საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფათ გადაეცა მარნეულის მერიას, რომელმაც მისი განაწილება უზრუნველყო. მოგახსენებთ, რომ COVİD-19-ს პანტემიად გამოცხადების, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქმედი მკაცრი საკარანტინო რეჯიმი მოწყლად, გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად იმოქმედა, დაამძიმა მათი ყოფა-ცხოვრება. დახმარების მიზნით მარნეულის მერიისთვის გადაცემულ 250 შეკვრაში შემდეგი დასახელების პროდუქტები შედის:  ფქვილი;  ბრინჯი;  მაკარონი;…

მეტი...

“არც ერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს” – კარანტინში მყოფი გოგონა

ლონდონიდან სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული ანა ნიჟარაძე აჭარაში, ორ კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება. ანა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და იმ პირობებზე წერს, რომელშიც ის იმყოფება. „რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი, ლონდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი. როგორც კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსენდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი, ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად. ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს დილით ადრე მოვახერხე ყიდვა Georgian Airways-ის ვებგვერდზე. ასევე მადლობა, 177£ ღირდა ბილეთები (თირკმელის გაყიდვა არ…

მეტი...

ცხელი რეგიონები, სადაც ბზას არალეგალურად ჭრიან

ყველაზე ე.წ. ცხელ წერტილად, სადაც ბზას არალეგალურად ჭრიან, სამეგრელო-ზემო სვანეთი მიიჩნევა, რადგან ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, ბუნებრივად ბზა აქ უფრო დიდ ტერიტორიებზეა გავრცელებული. “ე.წ. ცხელ წერტილად იმერეთის მუნიციპალიტეტიც ითვლება, მაგრამ, ძირითადად, მარტვილი და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ამ მხრივ”, – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. ნათია იორდანიშვილის განმარტებით, მაშინ, როდესაც 4-5 წლის წინ მასიურად ხდებოდა ბზის გაჩეხვა, გასულ წელს ასეული შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა. „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

სად შეგვიძლია ვიყიდოთ ბზა ლეგალურად, რომ სანქციებს ავცდეთ

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტ მთავარში” ბზის ლეგალურად მოპოვების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის, ან ბზის ტოტების მოჭრა აკრძალულია, თუმცა ეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია.  “მიუხედავად იმისა, რომ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის, ან ბზის ტოტების მოჭრა აკრძალულია, იგი დასაშვებია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს კერძო სანერგეებიც, სახელმწიფო სანერგეებთან ერთად, რომელსაც, ერთის მხრივ, ბზა გამოჰყავს ქოთანში და რომელსაც ტაძრებთან ახლოსაც ვხვდებით; ასევე მოსახლეობა, რომელსაც კერძო საკუთრებაში თავის ნაკვეთებში აქვთ ბზის ბუჩქები. თუმცა ბზის ამ ტიპით მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა, ადგილწარმოშობის ცნობა,…

მეტი...

ბზის ტოტის მოჭრისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებით და სს პასუხისმგებლობაც დაგეკისრებათ – გაფრთხილება მოსახლეობას

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის უკანონოდ მოჭრისგან თავი შეიკავონ. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს სანქციები დაეკისრება. „ტრადიციულად, ბზობის დღესასწაულის დაწყებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო ცდილობს, მოსახლეობას შეახსენოს, რომ ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოპოვება ტყის ფონდის ტერიტორიაზე გახლავთ აკრძალული და დასჯადი. ბზა არამხოლოდ რელიგიური დანიშნულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ, იგი ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ისედაც ხასიათდებოდა ბუნებრივად გავრცელების არეალის შეზღუდვით და ამას, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, დაემატა მავნებელი დაავადება, რომელმაც თითქმის გაქრობის წინაშე დააყენა ეს…

მეტი...

ლენტეხი სრულად ჩაიკეტა – მუნიციპალიტეტის შესასვლელებში სამხედროები დგანან

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად ჩაიკეტა. შესასვლელთან უკვე განთავსდნენ სამხედროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში შესვლისა და გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. სავარაუდოდ, ქალაქის შესასვლელთან გაიშლება სპეციალური კარავიც და გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები. გადაწყვეტილება კორონავირუსის 4 დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება. ყველა მათგანს უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ 53 წლის მამაკაცთან. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ყველა კონტაქტი უკვე იდენტიფიცირებულია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. მათ თვითიზოლაციაში დარჩენისა და ტემპერატურის კონტროლის შესახებ გაფრთხილება მიეცათ. 

მეტი...

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ​კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

მეტი...

რა შეზღუდვები დაწესდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში – ირაკლი ჩიქოვანის განმარტება

“დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ ამ რაიონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „ამოქმედდება ის რეჟიმი, რაც არის მარნეულის და ბოლნისის რაიონებში. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება, რომ არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დაწესებული შეზღუდვების გარდა ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გადაადგილდეს, მხოლოდ საკვების, წამლების შესაძენად ან კიდევ სამედიცინო მომსახურებისთვის. ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში რაიონებში სპეციალური პროტოკოლის დაცვით შეეძლებათ აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები“,…

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდება

ლენტეხის რაიონში სრული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. “მივიღეთ გადაწყვეტილება, ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მოქმედებს,” – აღნიშნა ჩიქოვანმა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს. 

მეტი...

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. ჯამში, ამ დროისთვის რეანიმაციაში რვა პაციენტი წევს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა. „რეანიმაციაში უკვე არის რვა პაციენტი, სამი პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე ფილტვის სურათი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და აქედან გამომდინარე, ინტენსიური თერაპიიდან გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დაწყებულია და გაგრძელდა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი იცით რომ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, მაგრამ ვიტალური ფუნქციის შენარჩუნებით“ , – განაცხადა ლევან რატიანმა. რაც შეეხება მოზარდებს, რატიანის თქმით,…

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი პაციენტები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ

მეტი...

სომხეთი “კორონავირუსის” გავრცელებას ვერ აკონტროლებს

სომხეთში კორომავირუსის გავრცელებას ვეღარ აკონტროლებენ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დინამიკის შემცირების მიუხედავად, ვირუსის წყაროები ხშირ შემთხვევაში იდენტიფიცირებული არ არის. „როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცირებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება მოვახდინოთ ინფიცირებულების და ვუმკურნალოთ“, – აღნიშნა არსენ ტოროსიანმა. ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაცვლილია 12 ადამიანი.

მეტი...

“კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს. ელჩმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ონლაინ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მინისტრთან ძალიან სასარგებლო დიალოგი შედგა. რა თქმა უნდა, აშშ-ის საელჩო თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე ვითარებას. განვიხილეთ, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას, შეაჩეროს ინფექციის გავრცელება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პიკი, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის რთული იქნება. მთავრობამ ძალიან კარგი სამუშაოები გაატარა, არა…

მეტი...

“იესო განარიდეს ჰეროდეს, დღეს ეპიდემიაა მტერი, დამარცხები გზა – დისტანცია” – მამა ირინეოსი

„ხშირად გვესმის განცხადებები, რომ საბერძნეთის ეკლესიამ რწმენას უღალატა, როცა საკუთარ შვილებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. არა, ეს ასე არ არის, ქრისტიანები ყველაზე დიდ მოძღვრებას სახარებიდან ვიღებთ და ერთ მაგალითს მოგიყვანთ“ – ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ირინეოსმა განაცხადა. მღვდელმონაზონი საზოგადოებას ბიბლიიდან მაგალიტებსაც ახსენებსნ და თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარი სოციალური დისტანცირებაა. „როცა მეფე ჰეროდემ გასცა ბრძანება, რომ ყველა 2 წლამდე ასაკის ბავშვი ამოეხოცათ ისრაელის ტერიტორიაზე მაშინ, როცა იესო ჩვილი იყო, წმიდა ოჯახმა, მარიამმა და იოსებმა საღვთო განგებით გადაწყვიტეს, მაცხოვარი განერიდებინათ ჟამიანობისთვის, ხოცვითვის, განარიდეს და ყრმა იესო ეგვიპტეში წაიყვანეს. მაშინ იყო ჰეროდე, რომელიც ხოცავდა…

მეტი...

ფრანგულ ავიამზიდზე „შარლ დე გოლი“ კორონავირუსი 50 პირს დაუდგინდა

საფრანგეთის არმიის ინფორმაციით, ავიამზიდზე „შარლ დე გოლი“ კორონავირუსი 50 პირს დაუდგინდა. შეირაღებული ძალების სამინისტროს ინფორმაციით, ხომალდიდან სამი მეზღვაურის ევაკუაცია განხორციელდა. ხომალდი, რომელიც ატლანტის ოკეანეში იმყოფება, ამ დროისთვის საფრანგეთის ტერიტორიული წყლებისკენ მიემართება. გავრცელებული ცნობებით, ავიამზიდზე 2000 პირი იმყოფება. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კორონავირუსი აშშ-ის ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზეც“ გავრცელდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. მას შემდეგ რაც გემის კაპიტანის დახმარების თხოვნა მედიაში გავრცელდა, ბრეტ კროზიერი თანადებობიდან გაათავისუფლეს. კროზიერი აშშ-ის ხელისუფლებას წერდა: „ეს ომი არ არის და მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ“.

მეტი...

“შშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს მითითება, რომ საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ნატოს წევრი” – დავით ბაქრაძე

“საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მარტის დასაწყისში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი“- წერს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“ -ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით – „საერთო ღირებულებები: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა“. მისი თქმით, ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, რომელსაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა. დავით ბაქრაძე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ეს შეთანხმება წარმოადგენს „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ, პოლიტიკური გარემოს…

მეტი...

აშშ-ის საელჩო საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის გვერდზე „ფეისბუქში“ ქვეყნის სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის. „COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე, ქვეყანაში საჭირო მარაგის შემოტანის უზრუნველყოფასა და საზღვართან წესრიგის შენარჩუნებაზე. წლების განმავლობაში ამაყად ვმუშაობთ საქართველოსთან ინსპექციის სერვისების გაუმჯობესებაზე. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად კი, ქვეყანაში ცხრა სასაზღვრო პუნქტი სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მას მადლობა უნდა ვუთხრათ და არა ვუსაყვედუროთ, რატომ შეიწყალა ცხრა და არა 19 პატიმარი” – თეა წულუკიანი

„მთავარ არხსა“ და მათ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები, რომლებსაც თავის დროზე, ციხეებში თავად დადგამდნენ, საპატიმროებში დღეს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან უპასუხა „მთავარი არხის“კითხვას, რომლის თანახმადაც, „ციხეში 35-მა პატიმარმა ქალმა შიმშილობა დაიწყო, ისინი აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, რადგან ამბობენ, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები შეიწყალეს. რა მდგომარეობაა ქალთა ციხეში და როგორია, მოშიმშილეთა მდგომარეობა?“. მინისტრის თქმით, საპატიმროში სიმშვიდეა. „მთავარ არხსა“ და მათ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები, რომლებსაც თავის…

მეტი...

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ჩინური კომპანიების ჩაგვრაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინური კომპანიების ჩაგვრაში ადანაშაულებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკას მოუწოდებს პატივი სცეს მარკეტის ეკონომიკურ პრინციპებს და შეწყვიტოს დისკრიმინაციული ქმედებები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, განცხადება სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკის ფედერალურმა სააგენტოებმა ქვეყნის მასშტაბით ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია „ჩაინა ტელეკომის“, უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს. როგორც ქვეყნის ფედერალური კომუნიკაციების კომისია აცხადებს, კომპანიის მიერ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის სერვისების ამერიკელებისთვის მიწოდება რისკებთან არის დაკავშირებული. მიზეზად კი ჩინეთის მთავრობის მიერ, ამ კომპანიის მეშვეობით ჯაშუშობის მცდელობების შესაძლებლობას ასახელებენ. ამასთან ერთად, სააგენტოები არ გამორიცხავენ, რომ „ჩაინა ტელეკომი“ შეიძლება ჩინეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ…

მეტი...

„მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის“ – მადლობის წერილი ამერიკიდან მაირიამ ჯაშს

აშშ ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მადლობას უხდის  ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაშიმდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის. „ 2012 წლამდე მარიამ ჯაში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი იყო, სადაც ხელს უწყობდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას. ქალბატონ მარიამთან წლების განმავლობაში წარმატებით ვმუშაობდით ეფექტური იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელიც ხორციელდებოდა USAID, UNICEF და საქართველოს მთავრობის პარტნიორობის შედეგად. საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელიც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა  მარიამ ჯაში.  მხარს ვუჭერთ მარიამს…

მეტი...

ირანში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის ჯანდაცვის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსის, კიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 4 232-მდე გაიზარდა. ირანული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 აპრილის მონაცემებით, ირანში სულ 68 192 ადამიანი დაინფიცირდა, 35 465 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“ჩვენთვის ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი” – ნათია თურნავა

“გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადე ლამაზი და კარგია. „ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. თუმცა, არ ვიცი, გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი,…

მეტი...

“112 დღეს COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი გახდა” – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგიგახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. “მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 112 დღეს COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი გახდა, რადგან ის მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ინფორმაცია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ე.წ. „ცხელების კლინიკების“ და COVID 19-ით ინფიცირებულების მიმღები კლინიკების მზაობის შესახებ. პრემიერის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობას. საქართველოს მასშტაბით გრძელდება კლინიკების…

მეტი...

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 10 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი სულ 937 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში შემოწმების შემდეგ უარყოფითი პასუხი 5 160 ადამიანზე მოვიდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 777 ადამიანს მკურნალობენ, საერთო ინფიცირებულების რაოდენობიდან, 149 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 11 კი დაიღუპა.

მეტი...

“ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით – ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს” – ლევან გოფოძე

ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიან მიმართვით, ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს, ვიდრე გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი,- ამის შესახებ რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოფოძის თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის. „ჩვენთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არც ერთი არ არის. ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით და არა მარტო ამ ვირუსის. ჩვენ გვყავს რეანიმაციაში პაციენტები მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარებაში, რომელთაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა…

მეტი...

“საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ეკონომიკური სირთულეები” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა. თურნავას თქმით, საქართველოს წინა წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს აძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა ეფექტურად გადალახავს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. „საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების მანძილზე, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები, რისი წყალობითაც ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად შეხვდა ამ კრიზისს და საკმაოდ ძლიერი პასუხიც გასცა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ…

მეტი...

“ეროვნული ბანკის თანამშრომლები იცავდნენ თვითიზოლაციისა და კარანტინის ჩვენ მიერ მითითებულ პირობებს” – ეკატერინე ტიკარაძე

ეროვნული ბანკის თანამშრომლები იცავდნენ თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებს, რომელიც  მითითებული იყო ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ეროვნული ბანკის კლასტერთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რატომ დადიოდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში და რატომ არის ასეთი მოცულობითი ეროვნული ბანკის კლასტერი. „ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ დაკვირვების ქვეშ, სანამ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომები, რის შემდეგაც მოხდა მათი ტესტირება და დადასტურდა კოვიდინფექცია, სამსახურში დადიოდნენ. უბრალოდ, მათ ამ დროისთვის არანაირი ჩივილი არ ჰქონდათ, შესაბამისად, არც დამსაქმებელს და არც ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, აეკრძალა ამ ადამიანებისთვის მუშაობა. უბრალოდ, ისინი იცავდნენ თვითიზოლაციისა და საკარანტინე პირობებს, რომელიც მითითებული იყო…

მეტი...

“ქართული წარმოების პირბადეები სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს” – ეკატერინე ტიკარაძე

ქართული წარმოების პირბადეებზე გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ და ის დაცვის კომპონენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად იცავს ქართული წარმოების პირბადეები კორონავირუსისგან და არის თუ არა ამ პირბადეების გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა სამინისტროს მხრიდან. „პირბადეებზე არაერთი მიმოთქმა იყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით. შემდეგ, ამ პირბადეებზე გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ და ის დაცვის კომპონენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

“ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი – რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი წყარო ვერ დადგინდა. მისივე თქმით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან არის კავშირში. „ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია 3 შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა. შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ. შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეტი...

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.  ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის  ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება. საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. თუმცა, ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლიც.  უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს იუსტიციის…

მეტი...

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში დაიღუპა, რა საკითხზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, იმნაძის თქმით, ბოლო დღის განმავლობაში არცერთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო სხვა ცნობილ შემთხვევებთან დაკავშირებული, არ ყოფილა.

მეტი...