“ექიმების დაინფიცირება უმრავლეს შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ სამედიცინო პერსონალის გადანაწილება მოხდეს.

რაც შეეხება ექიმების დაინფიცირების ფაქტს, როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, უმეტეს შემთხვევაში, დაინფიცირება არ ხდება სამუშაო ადგილებზე.

„ყველა კლინიკის აღჭურვილობაზე მაღალტექნიოლოგიური თუ პირადი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვზრუნავთ. სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზურნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით, ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც, სასუნთქ აპარატებს, ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით. რაც შეეხება ექიმის დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. ჩვენ ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებით. ასევე დეტალურად ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. ეს საკითხი, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე ამას არ ვადასტურებ, გამომდინარე იქიდან, რომ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები