აჭარაში, საერთო ჯამში, ტესტირება 3 600-ზე მეტ პირს ჩაუტარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, 3 600 პირის გამოკვლევა მოხდა. მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიასა და სწრაფი ტესტირებით.

„ჯამში, ლუგარის ლაბორატორიაში 3100-ზე მეტი ნიმუშია ამ დროისთვის უკვე გამოკვლეული, 500 სწრაფი ტესტირება ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებში, სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, სტომატური პრობლემების მქონე პაციენტებში და ასევე ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებულ 62 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება“,-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, აჭარის საკარანტინე სივრცეებში 1 327 პირი რჩება. სივრცეების შექმნიდან დღემდე, კარანტინის რეჟიმი მოეხსნა, 4 100-ზე მეტ პირს.
დღეის მდგომარეობით, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 34 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან სტაბილურად კრიტიკული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მართვით სუნთქვაზე რჩება.
აჭარაში, ვირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევიდან დღემდე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უწყების მინისტრის მოადგილის თქმით, 4 პაციენტმა, ბათუმის კლინიკა „მედალფა“ გუშინ დატოვა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში, 130პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გატესტილი, აქედან კოვიდ დადებითი ერთი პირი აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 60 წლამდე პირი, საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოვიდა. ის ამ დრომდე, საკარანტინე სივრცეში იყო განთავსებული.

მსგავსი თემები