როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია საქართველოში – თარიღი ცნობილია

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. 

კვლევაში რამდენიმე ქვეყნის მონაცემებია ასახული. მათ შორისაა საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი.

კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება. 100%-იანი პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

ამასთან, ინფორმაციაში მითითებულია, რომ მონაცემები ყოველდღიურად ახლდება. 

მსგავსი თემები