“თუ არ დავიცავთ კანონს, მთავრობას მთელი ქვვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადება მოუწევს” – ირაკლი ჩიქოვანი

“თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის…

მეტი...

“ჩემი პრინციპი უნდა დავარღვიო – პირბადე უნდა გავიკეთო” – თენგიზ ცერცვაძე

“ჩემი პრინციპი უნდა დავარღვიო – პირბადე უნდა გავიკეთო”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ჩემი პრინციპი იყო, რახან ექიმი ვარ, ავადმყოფობის არ უნდა მეშინოდეს და პირბადეს არ ვატარებ. არავის არ ვურჩევ ამ პრინციპის გაზიარებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მაგრამ მომიწევს პირბადის გაკეთება და იცით რატომ, დღეს სასწორზე მარტო ჩემი ჯანმრთელობა არ დევს. ადამიანს უფლება აქვს განკარგოს თავისი ჯანმრთელობა, მაგრამ მას არ შეუძლია განკარგოს სხვისი ჯანმრთელობა. მე გაცნობიერებული მაქვს, რომ გარშემომყოფებს და ოჯახის წევრებს საფრთხე არ უნდა შევუქმნა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მეტი...

“სერიოზული შიდაგავრცელების პროცესი გვაქვს, რაც შესაძლოა, უკონტროლო გახდეს” – ამირან გამყრელიძე

“დღეს ეტაპია ამ გრძელი, სამთვიანი დაუღალავი მუშაობის, საქართველოს სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ამ დრომდე შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ფაზაში შესვლა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სერიოზული შიდაგავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შესაძლოა, უკონტროლო გახდეს. თუ ჩვენ ყველა იმ ღონისძიებას არ შევასრულებთ, ყველა იმ მითითებასა და რეკომენდაციას, რასაც საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მეტი...

„ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი დაავადებულები არიან“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ბევრნი არიან, რომლებმაც არ იციან, რომ ისინი ინფიცირებულები არიან. „ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები. დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერიდოთ ერთმანეთს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადება ვერ დავამარცხებთ. გავითვალისწინოთ რეგულაციები და გადავარჩინოთ  ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე.  

მეტი...

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 348 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 348 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

ხვალიდან, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, სავალდებულო ხდება პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების კუთხით ეპიდვითარების დამძიმების გამო მიიღეს. 

მეტი...

ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

“17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე მიწოდების სერვისები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

“ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ექიმი, იძულებული ვარ, საშიშროების შესახებ გითხრათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს, თუნდაც 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება ან წლის განმავლობაში ეთიოტროპული პრეპარატი შეიქმნება, თუმცა ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი სოციალური დისტანცირებაა. „ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა შემდეგ ძალიან, ძალიან რთული იქნება ნაკლები დაზიანებით და გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ არის ეს უმორჩილესი თხოვნა, რომ თავი შევიკავოთ ამ პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ, ჩვენი მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის…

მეტი...

“თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის, ვერ გეტყვით, რომ მე არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია” – მეუფე იოსები

„თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის. შეგიძლიათ, დარჩეთ სახლში, თუ რამე დაავადებები გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით? ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის”, – ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა დღეს ჩოხატაურში, იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. “რომც დამემართოს კორონავირუსი, რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება, ქუჩაში დამემართოს, სუპერმარკეტში ისეთი ამბებია, ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამემართოს კორონავირუსი. რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება – არ დამემართება. ვაჟკაცობა, რომ მე ვირუსი არ დამემართება, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება,…

მეტი...

“ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით” – ამირან გამყრელიძე

“მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  „შევცდი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. შევცდი 50-ით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ შევცდი. მაგრამ მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით. ისევ და ისევ, მომავალი კვირა იცით – ტრადიციაა სასაფლაოებზე შეკრება, იქ დიდი ოჯახური შეკრებები. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ეპიდემიის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში და იმ სპირალში შესვლას, რაზეც ვსაუბრობ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების მნიშვნელობა. „თუ…

მეტი...

“თუ კარგად გაეცნობით საქართველოს კანონმდებლობას ჯანდაცვის მინისტრს კანონი არ დაურღვევია” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც მას პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” ავტომობილის წინა სავარძელით მგზავრობის გამო წაუყენა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, მას, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, კანონი არ დაურღვევია. “დღესდღეობით, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, ძირითადად, გატარებულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოწოდებებით და, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ, ახლა ჩვენ ვართ ეპიცენტრში. ასე რომ, თქვენ თუ კარგად გაეცნობით საქართველოს კანონმდებლობას, ჯანდაცვის მინისტრს, ამ შემთხვევაში, კანონი არ დაურღვევია”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

“ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების პერიოდი, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს” – ხათუნა ზახაშვილი

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი ტვირთია.  „რაც შეეხება ინდივიდთა გამოჯანმრთელებას, ეს კიდევ მეორე დიდი ტვირთია საზოგადოებისათვის, რაც ამ ვირუსმა შექმნა. რეალურად ეს აღმოჩნდა დაავადება და ისეთი რესპირაციული ვირუსი, რომელსაც იმაზე უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი აქვს, ვიდრე აქამდე კაცობრიობამ იცოდა. საერთოდ აღიწერება ასე, რომ საშუალოდ 2 კვირა სჭირდება გამოჯანმრთელებას, მაგრამ, რეალობაში მძიმე შემთხვევებისათვის ეს პერიოდი შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ნამდვილად დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის და სწორედ ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა რის გამოც,…

მეტი...

“მე არ მივდივარ ტაძარში. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში” – თეა წულუკიანი

“მინდა დავიწყო მოწოდებით, ტაძრებში ჩვენ არ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, ეკლესია ვერ შეძლებს დისტანციის გაკონტროლებას და ასეთ შემთხვევაში ეპიდაფეთქებას მივიღებთ. „ყველას ვისაც ჰქონდა დაგეგმილი, ყველაში მე ვგულისხმობ ყველას, ეს მნიშვნელოვანი რამე გაეტარებინა ტაძარში, ახლა ეს გვერდზე უნდა გადავდოთ. რაც არ უნდა საჭიროება გვქონდეს ამის. მე არ მივდივარ ტაძარში. მგონია, რომ პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფომ ტაძრები არ დაკეტა და ეკლესია თავისით არც და ვერც დაკეტავდა, იმას არ ნიშნავს, რომ ტაძარი უნდა გაივსოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 340 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 76-ია

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე ორით გაიზარდა კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „თუ 336 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღის მეორე ნახევარში დაგვემატა ოთხი პაციენტი და 340 გვყავს დადასტურებული. ამ 340 პაციენტთან მიმართებაში ისეთი სიახლეა, რომ ჩვენს კლინიკაში ორ პაციენტზე მივიღეთ განმეორებით ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი მეორედ. ეს ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი შეგვემატა. 74 პაციენტიდან 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ავედით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

16 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, „კოვიდ-19“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში აცხადებენ, რომ შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: „ხალიკ ბანკი“ – 50 ათასი ლარი, „საბუდარა“ – 20 ათასი ლარი, „ლ.ვ. სტანდარტ ჯგუფი საქართველო“ – 10 ათასი ლარი, „გეზ მოტორსი“ (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ) – 10 ათასი ლარი, Steel International Trading Company – 15 ათასი ლარი, მარაბდა-კარწახის რკინიგზა – 26 ათასი ლარი, „რვალი“ – ორი ათასი ლარი. ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ: სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს…

მეტი...

საქართველოში დღეს დამატებით 5 000 ტესტი ჩამოვიდა

ახალი კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის ფარგლებში, საქართველომ დღეს კიდევ 5 000 ტესტი მიიღო. ტესტები ხვალიდან დარიგდება კლინიკებში, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ინფექციის მართვაში არიან ჩართული. „დღეს დამატებით კიდევ 5 000 ტესტი ჩამოვიდა, რომლებიც ხვალ დილიდან უკვე დარიგდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ ინფექციის მართვაში არის ჩართული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არანაირი კრიზისი არ არსებობს.

მეტი...

“დღეში 30 დადასტურებული შემთხვევა უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო” – ამირან გამყრელიძე

“ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როდესაც 30-30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში უკვე სერიოზულად იკიდებს ფეხს. „სიკვდილიანობის პროცენტი ჩვენთან ჯერ დაბალია, 0.9%. ძალიან გვინდა, რომ ეს ე.წ. ტენდენცია ზრდისა ახალი შემთხვევების შევინარჩუნოთ და არ გვქონდეს ნახტომები, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ ნახტომი, როდესაც 30-30 შემთხვევა გვქონდა. ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო, რაც მიუთითებს იმას, რომ შიდა…

მეტი...

დევნილთა ყოველთვიური დახმარება მიმდინარე თვეში, ვადაზე ადრე, დღეს ჩაირიცხება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, დევნილთა ყოველთვიური დახმარება მიმდინარე თვეში, ვადაზე ადრე, დღეს, 16 აპრილს ჩაირიცხება. სააგენტო თხოვნით მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს შეასრულონ არსებული რეკომენდაციები, რათა დავიცვან საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა

მეტი...

“თუ საგანგებო რეჟიმის ყველა წესს არ დავიცავთ, 10 მაისისთვის შესაძლოა 5-6 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს” – ამირან გამყრელიძე

“გამოჩნდება რამდენიმე დღის შემდეგ და ინფიცირებულთა რიცხვი სერიოზულად მოიმატებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი მოწოდება სოციალური დისტანცირება, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის ერთად თავშეყრაა. „ეს ოთხი დღე, საქართველოში, ტრადიციულად ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაულია და მთელი ჩვენი საზოგადოება ზეიმობს. ამ დროს ტაძრებსა და სასაფლაოებზე იკრიბება ადამიანების დიდი რაოდენობა, მაგრამ დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ და ეს უნდა გავითვალისწინოთ. რთულია ამის თქმა, მაგრამ ნუ წავალთ ეკლესიაში და ვილოცოთ სახლში. თუ ჩვენ საგანგებო რეჟიმის ყველა წესს არ დავიცავთ და უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ თავს, შეიძლება 10 მაისისთვის…

მეტი...

82 წლის პაციენტი და ორსულები საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს

“82 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს სახლში გაეწერა”, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „ასევე გაეწერენ ორსულები. ერთი წავიდა გუშინ, ერთი – დღეს. ასევე გვყავს სამი ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებების გარეშე. რაც შეეხება 81 პაციენტს, მათგან 9 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, მათ შორის სამის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია, უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან აღენიშნებათ ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი“, – განაცხადა ლევან რატიანი.

მეტი...

“უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, თუ სახელმწიფო არ მიხედავს საგანგებო რეჟიმის უხეშ დარღვევებს” – ეპიდემიოლოგი

ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუკი სახელმწიფო არ მიხედავს სხვადასხვა თავშეყრის ადგილას, მათ შორის უბნებსა თუ ეკლესიებში ბევრი ხალხის თავმოყრას, ექიმები უარს იტყვიან სამსახურში გასვლაზე. “ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები, დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს: დიდ მარკეტებში, უბნის სტადიონებზე და ბირჟებზე, ქუჩებში, პარკებში და სკვერებში, ეკლესიებში, ოჯახებში, “დაჩნიკებში” ან დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში უსაქმოდ რომ არ იხეტიალონ, კეთილი ინებონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით ან დასვით იძულებით სახლში და ყველა კორპუსს და ქუჩას მიუჩინეთ პატრულ-ინსპექტორი ან მოხალისეები!…

მეტი...

“ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ” – ამირან გამყრელიძე

“შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს ჩვენთან და ბოლო სამ დღეში უკვე ორჯერ გვქონდა ნახტომისებური ზრდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რადგან მრავლდება შიდა გადაცემის ფაქტები და ისეთიც, სპეციალისტები პირველწყაროზე რომ ვერ გადიან. „დღეს მე უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, ნუ წავალთ და ნუ შევიკრიბებით ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენზე ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები. რა თქმა უნდა, იქნება ლიტურგია, მაგრამ ჩვენ ნუ მივიღებთ მონაწილეობას. არიან გამოუვლენელი, დაუდასტურებელი ვირუსის მატარებელი ადამიანები და მასიური თავშეყრის დროს, ინფექციის გავრცელებისა და დაინფიცირების რისკი მაღალია, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე…

მეტი...

მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანის „ტვიტერის“ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომისთვის მადლობას უხდის. „კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ჩვენს მეგობარ საქართველოს მადლობას ვუხდით“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერის“ გვერდზე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მეტი...

კახეთში ყველა სასაფლაო ათი დღით დაიკეტება

კახეთის რეგიონის ყველა სოფელსა და ქალაქში მდებარე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება.  კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი. სოციალური ქცევის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, გატარდება სანქციები და დამრღვევთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება. კახეთის გუბერნატორმა მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. „ამ დღეებში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა კახეთში მოსახლეობა თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება პანდემიის შესაძლო კერების გაჩენის თავიდან აცილებას. კახეთი დღემდე ინარჩუნებს ამ მხრივ სისუფთავეს, ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული რამდენად გააგრძელებს ეს რეგიონი თავის სუფთად შენახვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

“COVID-19 კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის” – ალექსანდრ ლუკაშენკო

“COVID-19 კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის”, – ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა თათბირზე განაცხადა, რომელზეც ნარკოტიკების გამო გასამართლებულების ამნისტიის საკითხებს განიხილავდნენ. „ეს კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთან დაავადება პნევმონიაში გადადის ხოლმე. ეს კარგი გაკვეთილია, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, როგორ წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას ამ ე.წ. პანდემიის შემდეგ“, – ალექსანდრ ლუკაშენკო.

მეტი...

ხვალიდან თბილისის ყველა სასაფლაო ათი დღით დაიკეტება

თბილისში 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება, რომლის მიზანიც სააღდგომო დღეებში და მომდევნო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და „კოვიდ 19“-ის შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.

მეტი...

ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ორსული მედდა ემსხვერპლა, ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა. მედდას კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს. ექიმების გადაწყვეტილებით აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი. როგორც ეროვნული ჯანდაცვის სერვისი იუწყება, მერის კოვიდ-19 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გადაედო და არა საავადმყოფოში მუშაობისას. მერი აგიაპონგი ხუთი წლის განმავლობაში ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში მუშაობდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეტი...

საქართველოს პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირებას ყველა მაუწყებელს ღია სიგნალით მიაწვდის

საქართველოს პირველმა არხმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირების დროს ყველა მაუწყებელს ღია სიგნალი მიაწოდოს. გადაწყვეტილების მიზანია, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ტრანსლაცია და შესაძლებლობა ჰქონდეთ, სახლიდან ადევნონ თვალი სააღდგომო ლიტურგიას. შეგახსენებთ, რომ პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას განახორციელებს ყველა ხელმისწვდომ პლატფორმაზე – პირველი არხის და საქართველოს რადიოს ეთერით, ვებპორტალზე www.1tv.ge და საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

მეტი...

ფონდი „ქართუ“ საქართველოში წარმოებულ 4 მლნ ერთჯერად სამედიცინო პირბადეს სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს

“დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში; ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და გადასცეს სახელმწიფოს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე” – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, რომელიც დღეს საერთაშორისო სტანდარტების ქართული პირბადეების წარმოების პროცესის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გაეცნო. ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, შპს „რესპირატორი“ არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელმაც ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა შეძლო. „ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად, ახორციელებს შემდგომ…

მეტი...

„არ გამოცადო უფალი შენი, იესოს – ამ სიტყვებით მოგიწოდებთ ყველას დარჩით სახლში“ – დავით ოქიტაშვილი

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მოსახლეობას მიმართავს. ოქიტაშვილი სავარაუდო საფრთხეზე საუბრობს და საზოგადოებას ურჩევს საღმრთო მსახურებას ტელევიზორში უყურონ. „ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! საქართველოს კულტურის პალატა მხარს უჭერს ექიმებს, პატრულს, ჯარისკაცებს და ყველა იმათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის უხილავი მტრის წინააღდეგ! ქრისტეს სიყვარული და თაყვანისცემა საკუთარ სახლში, სალოცავ კუთხეში ლოცვისას ზუსტად ისევე შეგვიძლია, როგორც ტაძარში. აქ მთავარი გული და რწმენაა. ,,არ გამოცადო უფალი შენი”, იესოს ამ სიტყვებით მოგიწოდებთ ყველას, დავრჩეთ შინ და იქ ავუნთოთ სიყვარულის სანთლები უფალს. ლიტურგიას ვუყუროთ ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ ის სიხარული, რაც უფლის აღდგომას ახლავს.…

მეტი...

ჯემალ გამახარია კომპაქტურ ჩასახლებაში ხანდაზმულ დევნილებს სტუმრობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, კორონავირუსის ამ საყოველთაო შემოტევის ჟამს, აქტიურად ცდილობს შეჭირვებულ თანამემამულეთა თანადგომას. ამ მიზნით რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაც გამოიყო. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია    თბილისში, ვაჟა -ფშაველას ქუჩაზე  მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ეწვია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილთა  კომპაქტურ  ჩასახლებებში  მცხოვრებ  70  წელს  გადაცილებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეხმარება. მსგავსი  საჭიროების მქონე დევნილთა დახმარება უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ეს ჰუმანური პროცესი, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიის გათვალისწინებით, დღითი…

მეტი...

“მსგავსი პანდემია არ ახსოვს ქვეყანას, „ლოქდაუნი” გვაქვს, ერთი ნაბიჯი სრულ კარანტინამდე“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით მძიმე პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ  ძლიერი ჯანდაცვის სისტემით საქართველო იტალიასა და საფრანგეთს ვერც შეედრება. „ომში ვართ… მსგავსი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. „ღორის გრიპი“ არც შეედრება ამას. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10- ა 12%-ს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ…

მეტი...

სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ თერმოსკრინინგი ჩაუტარა 7500-ზე მეტ მოქალაქეს. გამშვებ პუნქტებთან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა 32 ათასზე მეტი ავტომობილი. სახელმწიფო რწმუნებულმა ჯარიმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის რეგიონში დაჯარიმდა 13 პირი.ზუგდიდის შემოსასვლელში სოფელ ცაცხვში და ფოთის შესასვლელ – გასასვლელში საკონტროლო პუნქტები 31 მარტს ამოქმედდა.

მეტი...

“ძალიან მიმძიმს იმის აღიარება, რომ ჩვენ, ადეკვატური პასუხი მოვლენების განვითარებასთან ერთად არ გვაქვს” – მეუფე გრიგოლი

,,ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, შემოდგომაზე დავთვლით და მერე გაკეთდება ანალიზი, ვინ სწორად მოიქცა, ვინ არ მოიქცა- ხელისუფლება თუ ეკლესია. მერე გამოჩნდება და შეფასდება მოწოდებები”- ასე გამოეხმაურა – ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა რომ ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში სააღდგომო წირვა ლოცვა კვირას, დილის 7 საათზე დაიწყება. მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი აღდგომის ღამეს მონასტერში რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად აღავლენს ღვთისმსახურებას. “ორგანო საქართველოს საპატრიარქოში, არ არსებობს რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა თავის თავზე. ასეთი არის წმინდა სინოდი. რომელოც ადრე გაიმართა. მას შემდეგ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ეს ყველაფერი…

მეტი...

გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

მეტი...