“ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს შევიკავოთ თავი ამ ტრადიციისგან” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სასაფლაოზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების მასობრივი პიკი აიცილოს თავიდან. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დროს ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა. ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს შევიკავოთ თავი ამ ტრადიციისგან. იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში, როცა საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. წელს ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ გართულდება ტრანსპორტის მოძრაობა. ეს რეკომენდაციაც იყო გაჟღერებული დღეს,…

მეტი...

“დღეში რამდენჯერმე, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეოროთ, რომ საფრთხე რეალურია” – ნინო ლომჯარია დაავადებათა კონტროლის ცენტრს

„ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა!”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.  “ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი – სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე…

მეტი...

“იმედი გვაქვს, არ მივალთ გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ” – გიორგი გახარია

“იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ, ამ დონემდე არ მივიდეთ”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული 24-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადება. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინფექციის განვითარების სისწრაფე. ახლა ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სისწრაფის რეგულირება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, იმდენად მცირეა მონაცემები და იმდენად მცირეა ფუნდამენტური კვლევები ამ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს რაღაც არასერიოზულ პროგნოზებად. ყველაფერი იცვლება ყოველდღიურად. ამიტომ, ჩვენ მანუალურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გამოწვევებიდან გამომდინარე ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური გადაკეტვა არ დაგვჭირდეს. ამ ბალანსს ვცდილობთ. იმედი გვაქვს,…

მეტი...

“ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის კვირა იქნება რთული, მაგრამ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება” – ამირან გამყრელიძე

“ორი კვირა – ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სასაფლაოებზე. „კვირას გვექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ჩვენც და მთელი მსოფლიო ზეიმობს. დასამალი არაა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები ეკლესიასთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და აღიარებული ინსტიტუციაა. მან…

მეტი...

“შიდაგავრცელება სერიოზულია, ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში უსიმპტომო ფორმით” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში ბოლო დღე-ღამეში 30 შემთხვევების დაფიქსირება მიუთითებს, რომ შიდა გავრცელება სერიოზული გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირველივე სიმპტომების დროს, მიმართონ ექიმს. “30 ნიშანია, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს. იგივე სასულიერო პირის, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების და კიდევ ბევრი გვაქვს სამწუხაროდ, ასეთი შიდაგავრცელების შემთხვევები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში. ხანდახან უსიმპტომო ფორმით, თუმცა შედარებით ნაკლებია. ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, პირველივე სიმპტომების დროს მიმართონ ექიმს”, – თქვა მან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 296 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათგან 69 გამოჯანმრთელდა და…

მეტი...

„მომავალი 2-3 კვირა ძალიან მძიმე იქნება, ცეცხლს ვეთამაშებით, გვექნება დანაკარგები“ – ამირან გამყრელიძე  

„მომავალი 2-3 კვირა ძალიან მძიმე იქნება, ცეცხლს ვეთამაშებით. გუშინდელი ნახტომი, დღეში 30 ინფიცირებული,  სერიოზული სიგნალია. მოდუნების უფლება არ გვაქვს, არც დამშვიდების. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ეს დაუშვებელია“ – აღნიშნული განცხადება დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა.   მისი განცხადებით, გვექნება დანაკარგიც და სამედიცინო სფერო ამხელა დატვირთვას ვერც გაუძლებს. „300 რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად იყოს სწრაფი ზრდა. თუ ჩვენ მოვადუნეთ დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე…

მეტი...

2 მილიონამდე ინფიცირებული და 120 000-მდე გარდაცვლილი – “კორონავირუსის” შედეგი მსოფლიოს მასშტაბით

“ეპიდსიტუაცია მსოფლიოში მძიმდება, ისევე როგორც რეგიონში. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა, დღეს დილის მონაცემებით, მიუახლოვდა 2 მილიონს. სამწუხაროდ, 120 000-მდე გარდაცვალების შემთხვევაა. 448 000 გამოჯანმრთელებულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდაფეთქება, რომელიც გასული წლის 31 დეკემბერს დაიწყო ჩინეთში, გავრცელდა მსოფლიოს, თითქმის, 210 ქვეყანაში. “ჩინეთმა, სადაც ყველაზე მეტად იყო ეპიდემია გავრცელებული, უკვე ჩამოინაცვლა მე-7 ადგილზე. დღეს, ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებულია აშშ-ში, შემდეგ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და ა.შ.  თუ ჯერ კიდევ თებერვალში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს…

მეტი...

ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთელია და ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს. ,,მამაკაცმა გუშინ მოგვმართა. იგი გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში და სამწუხაროდ, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ახლა, მისი ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ავიღეთ და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა მხეიძემ.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობისას გამონაკლისების დასაშვებად მოსახლეობამ ცხელ ხაზზე – 144-ზე უნდა დარეკოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების მიუხედავად, დაშვებული იქნება გამონაკლისები, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობამ უნდა მიმართოს ცხელ ხაზს – 144-ს.  „საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 15 აპრილის 21:00 საათიდან სრულად შეიზღუდება ყველა სახის შესვლა და გამოსვლა ყველა სახის ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ცხელ ხაზს – 144-ს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება” – გიორგი გახარია

“ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ბზობის დღესასწაულზე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. „ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და მეტი ეფექტურობა იგეგმება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

იტალიაში აღდგომის დღესასწაულზე, კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 42 000 ადამიანი დააჯარიმეს

აღდგომის დღესასწაულზე იტალიის პოლიციამ კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 42 000 ადამიანი დააჯარიმა. საუბარია შაბათიდან ორშაბათამდე პერიოდზე. ჯარიმების დღიური გამოწერის რეკორდული მაჩვენებელი კი 13 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც პოლიციამ კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 16 545 ადამიანი დააჯარიმა. იტალიაში კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით 20 465 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენოპბა 159 ათასს აღემატება. ამავდროულ

მეტი...

პარლამენტი, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, 21 აპრილს იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება. “იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი”, – განაცხად მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. „დღეს ჩვენ შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ. შესაბამისად,…

მეტი...

“მივაკითხავთ ყველა კომპანიას, რომელმაც თანამშრომლები სამსახურიდან გაუშვა და ანაზღაურება არ გადაუხადა” – გიორგი გახარია

“იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ 1-2 თვის ანაზღაურება, რაც უნდა გადაეხადათ და არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ. დარწმუნებული იყავით იმიტომ, რომ დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ბიზნესმა ისევე როგორც სახელმწიფომ უნდა იკისროს ვალდებულება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე. „კომპანიებს გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. როდესაც ადამიანს კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი…

მეტი...

“არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა და არც ეკლესიის კარი დაიხურება აღდგომის ღამეს” – გიორგი გახარია

“არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ასეთი იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. პირადად მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველას კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა – დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები. კანონი უნდა ასრულდეს ყველასთვის. მეორე მხრივ, არსებობს ეკლესია, რომლის ეგზისტენციალური ამოცანაა, რომ ეკლესიის კარი არ უნდა დაიხუროს. დღეს ვართ განსაკუთრებულ, საგანგებო მდგომარეობაში და გასაგებია, რომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს ინსტიტუციონალურად შესაძლოა სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეს. მე პირადად მაქვს ჩვენი…

მეტი...

“150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება” – გიორგი გახარია

“შეუძლებელია, უბრალოდ ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია, უბრალოდ ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი. პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მომენტისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია სოციალური დახმარების ნაწილში და ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, სოციალური დახმარების ნაწილობრივი პაკეტი მთავრობამ უკვე წარადგინა – კომუნალური ხარჯების ნაწილში უკვე ვეხმარებით მოსახლეობას და ეს ძალიან დიდი მოცულობის კომპონენტია. ეს გააზრებულად გავაკეთეთ, ვინაიდან ვიცოდით, რომ…

მეტი...

“საქართველოს ეკონომიკაში დონორების მხრიდან დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შემოვა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, დონორებთან მოლაპარაკებების შედეგად, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შემოვა. მისი განმარტებით, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტულ პროექტებზე. „მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომელთან მოლაპარაკებების შედეგად დღეს შეგვიძლია, პირველადი მოლაპარაკებების შედეგად განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ამ დონორების მხრიდან ეკონომიკის მხარდაჭერის სახით იქნება ინექციის სახით შემოსული 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი.…

მეტი...

“კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი” – გიორგი გახარია

“მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვაზე, შედგა თუ არა ეკლესიასთან შეთანხმება, საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის არ აქვს. „ყველანი ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მდგენელები ქვეყნის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება. ხვალ იქნება საერთოდ სხვა გარემო, როდესაც ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს. მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს…

მეტი...

“თუ შეზღუდვები მკაცრად არ შესრულდება, არსებობს რისკი, შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანაში შეზღუდვები მალე მოიხსნას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა იმ რეგულაციის შესრულება, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით შემოიღო. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, რეგულაციების არშესრულება ქმნის რისკებს, რომ ქვეყანას შეზღუდვების პირობებში ცხოვრება თვეების განმავლობაში მოუწიოს: “უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც, შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ მკაცრად…

მეტი...

“შეიძლება, გავხდეთ იძულებული და მსხვილ ქალაქებში სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს” – გიორგი გახარია

“შეიძლება, გავხდეთ იძულებული და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს”,- ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“ ,- აღნიშნა გახარიამ.

მეტი...

“ვირუსთან ერთად ცხოვრებას და შრომას უნდა შევეჩვიოთ” – გიორგი გახარია

“ვერც ერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ქვეყანაში გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე. 4 დიდი ქალაქი…

მეტი...

ხვალიდან, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი იკეტება

15 აპრილიდან, 21:00 საათიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ყველა სახის მოძრაობა იკრძალება. 10 დღით ქალაქებში შესვლა, ან ქალაქებიდან გასვლა შეიზღუდება.  მისივე თქმით, დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმვალობაში ქვეყანაში არის 30 ადამიანი ინფიცირებული. „დღეის მდგომარეობით კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისი და გავრცელების პიკი. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობამ პრეზიდენტს შესაბამისი ინიციატივით მიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში 10 მაისამდე იმოქმედებს.

მეტი...

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ცეცხლის ღია კერები ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრეები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ, რათა ხანძარი ხელახალ არ გავრცელდეს. როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძარი ლიკვიდაციის მიზნით ჩერნობილის აკრძალულ ზონაში 500 ტონა წყალი გამოიყენეს. ცეცხლის ჩაქრობას ხელი წვიმამაც შეუწყო. შეგახსნებთ, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ცეცხლი რადიოაქტიური ნივთიერებების საცავს უახლოვდებოდა.

მეტი...

ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტი გაიქცა

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან 19 წლის პაციენტი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს. სააგენტოს ახალგაზრდის მამა დაუკავშირდა. „ჩემი შვილი დღეს დილით გაიქცა ფსიქიატრიულიდან, ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმარეთ მის მოძებნაში. აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა, არ არის აგრესიული, უფრო შიშის ნიშნები აქვს. ახალგაზრდა არის ფეხშიშველა, ტანთ აცვია ლურჯი ზედა-ქვედა კაპიშონიანი სპორტულები”, – აცხადებს გოგა ტურიაშვილი. თუ ვინმემ აღნიშნული პირი ქუჩაში შეამჩნია დარეკეთ:  599 96 22 23 ან 112-ში.

მეტი...

“ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება” – ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ადნრია ჯაღმაიძე დაავადების გავრცელების შესახებ მედიასთან საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, დეკანოზის მოსაზრებით მთავარი სტრატეგიაა რომ ადამიანების დაინფიცირება ერთდროულად არ მოხდეს, რადგან არ გადაიტვირთოს საავადმყოფოები. „ადამიანი როცა ეზიარება, არ ნიშნავს იმას, რომ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოს და ცვენი მთავარი სტრატეგიაა, რომ არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ტაძრების დახურვა და მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის“, – განაცხადა დეკანოზმა.

მეტი...

„აღდომის მსახურება ჩატარდება, დეტალებზე ხვალ ვისაუბრებთ“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„საღმრთო ლიტურგია როგორ ჩატარდება ამის შესახებ ხვალ ვისაუბრებთ, ერთი ცხადია, რომ ჩატარდება“ – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც დეკანოზი ამბობს მსახურების ჩატარების წესებთან დაკავშირებით საკითხები შესათანხმებელია: „ერთი რამე ცალსახაა მსახურება ჩატარდება, დეტალები ჯერ – ჯერობით შესათანხმებელია და ამაზე ხვალ ვისაუბრებთ. ვინც ფიქრობს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩვენ მას ვეუბნებით, რომ სახლში მოვალთ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ იმ ხალხმა ვისაც რისკში შემავალი ოჯახის წევრები ჰყავთ, რომ მოსვლაზე თავი შეიკავონ. ვისაც უნდა მოსვლა არ ვეუბნებით, რომ არ მოხვიდეთ. ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა, რომ ეკლესიები გახმოვანებულიყო, ძალიან ბევრ ტაძარში…

მეტი...

“ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ამის შესახებ განცხადება მან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო მის შეჩერებაზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება. „ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩვენ ვიცით, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ღორის გრიპზე 10-ჯერ მეტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსის შემთხვევები უფრო ნელი ტემპით იკლებს, ვიდრე ის ვრცელდება“, – განაცხადა გებრეიესუსმა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12-18 თვე დასჭირდება.

მეტი...

სასწრაფოს ხუთი თანამშრომელი დაინფიცირდა

ბოლნისის რაიონში, „კოვიდ 19“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ ექიმს დაუდასტურდა.  როგორც ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ექიმებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის შესწავლა მიმდინარეობს. „თავდაპირველად, ვირუსი ერთ ექიმს დაუდასტურდა, შემდეგ კი დანარჩენ ოთხს.  წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა და შესწავლა, ვისაც ექიმებთან შეხება ჰქონდათ“, – განუცხადა მეშველიანმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მეტი...

კორონავირუსი ფეხსაცმლიდანაც ვრცელდება

ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსს გადარჩენა ფეხსაცმელზეც შეუძლია, ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს. ამ კვირაში კორონავირუსის შემთხვევებმა 1,9 მილიონს გადააჭარბა. აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით,  ვირუსი რესპირატორული წვეთების (დახველების ან დაცემინების) საშუალებით ვრცელდებოდა. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი ფეხსაცმლიდანაც ვრცელდება. Military Medical Sciences-ის მკვლევარებმა, Huoshenshan Hospital- ის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტის ნაცხის ანალიზი აიღეს. ასევე, მათ კვლევისთვის ნიმუშები აიღეს ჰაერიდან, იატაკიდან, კომპიუტერიდან, ყუთებიდან, მოაჯირებიდან, პაციენტების სამედიცინო ნიღბებიდან და ასევე სამედიცინო პერსონალის ფეხსაცმელებიდან. კვლევამ აჩვენა, რომ იატაკზე ვირუსის ყველაზე მეტი კონცენტრაცია ფიქსირდებოდა. სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადაადგილდება. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკიც…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახის წევრს დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ინფიცირებული რესპუბლიკურიდან სწორედ ინფექციურში გადაიყვანეს, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი იქ მკურნალობს. „სასულიერო პირი ჩვენთან არ შემოსულა. მე როგორც ვიცი, ის თავიდანვე ინფექციურ საავადმყოფოში იყო. ჩვენთან მოხვდა მისი ოჯახის წევრი, რომლის ტესტირების შემდგომაც აღმოჩნდა, რომ დადებითია კოვიდ ინფექცია და გუშინ სწორედ ამ ადამიანის გადაყვანა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან ბუნებრივია, ოჯახის წევრია იქ“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ. შეგახსენებთ, დილით ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მათ ცენტრში მყოფ სასულიერო პირს კორონავირუსი არ…

მეტი...

„დაავადება აღმოაჩნდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს“ – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის დაინფიცირებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. „ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“ – აცხადებს ანდრია ჯაღმაძე. შეგახსენებთ, რომ ერთ ადამიანს, რომელიც საპატრიარქოს შესასვლელში დაცვის სამსახურში…

მეტი...

ხოვლეში ინფიცირებული კაცი, რომელიც საპატრიარქოს დაცვის წევრია, აცხადებს, რომ მისი ინფიცირების წყარო ცნობილია არ არის

საპატრიარქოს დაცვის წევრისთვის გაუგებარია საიდან დაინფიცირდა. ხოვლეში მცხოვრებმა მამაკაცი საპატრიარქოში დაინფიცირებას გამორიცხავს: „ჩემი ინფიცირების წყარო არ ვიცი, საპატრიარქოში 2 დღის წინ ვიყავი, უფრო ხშირად სოფელში ვარ. საპატრიარქოში დაინფიცირებას გამოვრიცხავ, რადგან იქ ვინც შედის, სიცხეს უზომავენ, იქაც კარანტინია და ბევრი ხალხი არ შედის და არც ჩვენ გვაქვს ბევრ ხალხთან ურთიერთობა. მე ვვარაუდობ, რომ ჩემი ინფიცირება რაიონში, მაღაზიაში ან აფთიაქში მოხდა“, – აცხადებს ინფიცირებული. მისივე თქმით, კონტაქტების წრე დიდია, მაგრამ მათ შორის სასულიერო პირები არ არიან.

მეტი...

აფრიკაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

აფრიკაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას აფრიკული საბჭო ავრცელებს. „აფრიკული კავშირის წევრი 50 სახელმწიფო იუწყება, რომ ამჟამად ინფიცირებულია 15 249 ადამიანი. გარდაიცვალა 816, განოჯანმრთელდა 2895“, – ნათქვამია ორგანიზაციის „ტვიტერის“ გვერდზე. აფრიკულ კავშირში სულ გაერთიანებულია 55 აფრიკული სახელმწიფო. კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ყველა მცირე ცენტრალურ აფრიკაში. ყველა მეტი ინფიცირებული 2272 ადამიანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია. გარდაიცვალა 27 მოქალაქე. ამჟამად კორონავირუსით აფრიკის სამ სახელმწიფოში არ დაფიქსირებულა. ესენია ლესოტო, დასავლეთ საჰარა და კუნძულოვანი სახელმწიფო კომორა.

მეტი...

“პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში წარმოუდგენელი და დაუშვებელია” – ანრი ოხანაშვილი ოქრუაშვილზე

“პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი”- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. „ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ვეთანხმები სრულად ამ პოზიციას, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. თუმცა, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ იმას, რომ თურმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის. პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეთანხმებას…

მეტი...

როგორ უნდა ვიკვებოთ „კორონავირუსის გასამკლავებლად  და იმუნიტეტის გასაძლიერებლად – პედიატრი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

პედიატრი თემურ მიქელაძე ჩვილი ბავშვების და მოზარდების მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს შექმნილ ვითარებაში საკვების მიღებასთან დაკავშირებით. მედიკოსმა “მედიაცენტრ მტავარში” იმ რაციონზე ისაუბრა, რომელიც სავალდებულოდ უნდა მიიღოს ბავშვმა. ახალშობილებისათვის დედის რძეს პედიატრი, საკვებ საშუალებად უალტერნატივოდ თვლის. „სახლში დიდხანს ყოფნის შემდეგ, ხდება იმუნიტეტის დაქვეითება. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძირითადი რეკომედაციაა დედის რძე. მაქსიმალურად გვყავდეს ბავშვები ექსლუზიურად ძუძუთი კვებაზე, რადგან დედის რძეს გააჩნია უნიკალური თვისებები, ექსკლუზიურად ნიშნავს ყოველგვარი წყლის და სხვა დანამატების გარეშე. ბავშვებში აუცილებელია ბალანსირებული კვება: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძის პროდუქტები. 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, დანარჩენი კი რძის პროდუქტები. ხშირად ბავშვებს არ…

მეტი...

დაინფიცირებული მოძღვარი მღვდელმსახურებას ატარებდა

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ სასულიერო პირი, რომელსაც „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა, საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობდა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. კითხვაზე, აღნიშნული სასულიერო პირი მონაწილეობდა თუ არა კვირას, ბზობის წირვაშიც, ჯაღმაიძე ასე პასუხობს: “რამდენიმე დღის წინ მონაწილეობდა მსახურებაში”. მამა ანდრიამ, დღეს, სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით  განცხადებაც გააკეთა. „გთხოვთ, იქონიეთ მხედველობაში, ტაძრებს სადეზინფექციო სითხის გატანა საპატრიარქოდან შეეძლებათ სამშაბათს და ოთხშაბათს“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, რომ დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. 

მეტი...