“ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია” – კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანი

“მამაო სულ მაფრთხილებდა, რომ როცა გაიგებ დაინფიცირების ამბავს, ეცადე რომ აღარ მოხვიდეო. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა მივედი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა”, – ამის შესახებ ​კორონავირუსით დაინფიცირებულმა სტიქაროსანმა განაცხადა. “როცა გაიგო მამაომ ჩემი ამბავი, გამიშვა და მითხრა სახლში იყავიო. როცა ბაბუას დაუდგინდა კორონავირუსი, მე უკვე სახლში ვიყავი. მე არ ვიცი, მამაო იმყოფება თუ არა იზოლაციაში, მაგრამ მე მის გარდა არავისთან მქონდა კონტაქტი”, – დასძინა სტიქაროსანმა. მისივე თქმით, ბაბუა ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება. ის კი დედასა და დეიდასთან ერთად ერთ-ერთ პალატაში. “სტაბილურად ვგრძნობ თავს, სიცხე არ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. კორონავირუსისგან ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი. კარანტინის რეჟიმში რჩება 4559 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

მეტი...

ვისაც კომუნალური შეღავათების გამოყენება არ სურს, შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ და თანხა სხვას დაუთმონ

მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება. პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში  ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ…

მეტი...

“მეტისმეტად სტრესის მომტანი მგონია ამ დოზით ამ ეპიდემიაზე საუბარი” – ეკა ბესელია

“მეტისმეტად სტრესის მომტანი მგონია ამ დოზით ამ ეპიდემიაზე საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს. ეკა ბესელიას თქმით, დროა, ამ პანდემიის გარდა, სხვა მოვლენებისა და თემების განხილვისთვისაც მოიძებნოს დრო. “სხვა რამეებიც ხომ ხდება ამ ქვეყანაში და იქნებ დაგვრჩა ყურადღების მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები, რაც ასევე საყუარადღებოა. ყველაფერი ჩაანაცვლა ამ ვირუსმა და მასზე საუბარმა. ინფორმაციის ნაკადის და მაშტაბის მართვაც მნიშვნელოვანია. ამ ვითარებაში კი მეტად უნდა მოვუსმინოთ ფსიქოლოგებს და მათ ანალიზს. ფსიქო ემოციური ფონის რეგულირებას და სიმშვიდის შენარჩუნებას ჭირდება კარგი ფსიქოლოგების ხშირი საუბარი პ.ს. ამ პანდემიის დამარცხება…

მეტი...

შუახევიჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” ინფორმაციით, შუახევის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე შუახევიჰესი (178 მგვტ) გაეშვა, ხოლო სხალთაჰესის (ცხრა მგვტ) ოპერირების დაწყება გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. „შუახევიჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთაჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევისჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, შუახევიჰესი ქართული ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში“, – აცხადებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში. კომპანია განმარტავს, რომ შუახევის ჰესების კასკადი ჯამურად  450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და…

მეტი...

“ვირუსის პოლიტიზება დაუშვებელია, თუ ცხედრის უფრო მეტი ჩანთები არ გსურთ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის პოლიტიზება დაუშვებელია. „ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს ადამიანების გადარჩენა. როდესაც ეროვნულ და გლობალურ დონზე ჩნდება ბზარები, ვირუსი იმარჯვებს. ღვთის გულისთვის, ჩვენ 60 000 ადამიანი დავკარგეთ მსოფლიოში. რას ვაკეთებთ? „კოვიდ 19“-ის პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გამოყენება არ არის საჭირო. ამისთვის სხვა უამრავი გზა არსებობს. თუ უფრო მეტი ცხედრის ჩანთა არ გსურს, ვირუსის პოლიტიზებას უნდა მოერიდო“, – განაცხადა გებრეიესუსმა. მისივე თქმით, ის უკვე შეეჩვია პერსონალურ თავდასხმებსაც და ეს არ ანაღვლებს. „პერსონალური თავდასხმები უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. მათ შორის რასისტული კომენტარები. მე მეძახიან „ზანგს“ ან „შავკანიანს“. მე ამაყი ვარ,…

მეტი...

“პლაქველინის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ ძალიან ძნელია, ჩვენ ჩინეთის გამოცდილებას ვეყრდნობით” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, COVID 19-ის წინააღმდეგ პრეპარა პლაქველინის ეფექტურობაზე დარწმუნებით საუბარი, სანამ მას სპეციალიზებული კვლევები არ დაადასტურებს, ნაადრევია.  მარინა ეზუგბაიას თქმით, აღნიშნულ პრეპარატს, ჩინეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კორონავირუსის პირველივე შემთხვევიდან იყენებენ. “ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ პრეპარატის გამოყენება, რომელსაც წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ პლაქველინით მკურნალობის შედეგები ყველაზე უკეთესი იყო სხვა პრეპარატებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, თავიდანვე გამოგვეყენებინა პლაქველინი. შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ძნელია ამ ეტაპზე, მაგრამ, ალბათ, მომავალში გამოჩნდება. თუმცა, კვლევებს თავისი ხასიათი აქვს, იქ უნდა ჩატარდეს სხვანაირი, სპეციალიზებული კვლევები, სადაც შეადარებენ ორ ჯგუფს ერთმანეთს – პლაქველინით მკურნალობის ქვეშ მყოფს…

მეტი...

ბოლნისიდან ახალი პაციენტის კოვიდინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის

“დადგენილია მამაკაცის კონტაქტები, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხდა. მისი თქმით, რეგიონში სულ ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. „ბოლო ფაქტი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ სავანეთიდან მამაკაცი, რომელთანაც კავშირები დადგენილი გვაქვს, თუმცა წყარო დადასტურებული არ არის. წყაროს ვეძებთ. ეს 27 კონტაქტი თვითიზოლაციაშია, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადმოვიყვანთ მკაცრ საკარანტინო სივრცეში, რომ უფრო მეტად იყოს გაკონტროლებული“, – განაცხადა რწმუნებულმა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. როგორც იუწყებიან, რუსეთი მიერ ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტია გამოვლენილია. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი ინფიცირებულის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

ოკუპირებულ გაგრაში კომენდანტის საათი დაწესდა

COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გაგრაში საღამოს 20:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს. ბრძანებას ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა. გაგრაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მოსკოვიდან 29 მარტს დაბრუნდა, გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მრავალსართულიანი სახლის მობინადრეები, სადაც ინფიცირებული ოჯახთან ერთად ცხოვრებდა, კარანტინშია. გარე პერიმეტრს კი, მილიცია აკონტროლებს. გაგრამდე კომენდანტის საათი 30 მარტს გალის რაიონში გამოაცხადეს. გალის რაიონი სრულად ჩაკეტილია.

მეტი...

“ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე.  „წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს ის ჯარიმდება. გინდათ დასვათ კითხვა უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა,…

მეტი...

“ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი თუ არ დაგვემატება, პიკურ მდგომარეობას ავიცილებთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ეტაპობრივი მატება თუ გაგრძელდება, შესაძლოა, პიკური მდგომარეობა ქვეყანამ თავიდან აიცილოს. „პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვექნება, თქვენთან გამოვდივარ და ვცდილობ ხოლმე ყოველდღიური ანალიზი გავაკეთო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია, 7, 14, შემდეგ ისევ 8, 15. საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე ამ ერთი კვირის განმავლობაში, დღესი 10 პაციენტი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება. მატება გვექნება, მაგრამ ისეთი მატება იქნება, რომლის გამკლავება არ…

მეტი...

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს ჩატარებული შვიდი ტესტიდან, ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. „დილას ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირებადა ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტებიც, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული. კვლავ ტარდება კვლევა და ხვალ დილით მოგახსენებთ “ , – განაცხადა ეზუგბაიამ

მეტი...

თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადაეცათ

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან. „დღეს ჩვენ 100-მდე მისამართზე ვიმყოფებოდით. კომპანიამ „არდი“ შეძლო, არამალფუჭებადი პროდუქტის მოწოდება ჩვენი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით რისკჯგუფებში იმყოფებიან. ესენი არიან ხანდაზმულები და მარტოხელები. პროდუქტი, დაახლოებით, ერთ თვეზეა გათვლილი. რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გვერდში დავუდგებით ჩვენს თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ათეული წლებია, კულტურის სფეროს ემსახურებიან“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ღონისძიებაში თბილისის…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ…

მეტი...

სამი დაღუპული და ერთი დაშავებული – ავარია თბილისში

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა – მას კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. შტაბის ინფორმაციით, მოზარდს აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები და გარკვეული დროის მანძილზე მძიმედ ავადობდა. “პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიორგანული უკმარისობით. ის მოათავსეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მიუხედავად გადაუდებელი თერაპიისა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ნათქვამია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა. მათ შორის აღინიშნა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნესსუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი. საუბარი შეეხო სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების…

მეტი...

“სავარაუდოდ, საქართველოში COVID 19-ით მოსახლეობის 30% დაინფიცირდება” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლო რიცხვებიდან დაიწყება. როგორც ექიმმა განაცხადა, COVID 19-ით ქვეყნის მოსახლეობის 30% დაავადდება. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,”- აცხადებს ინფექციონისტი. მისივე თქმით, ვირუსის არიდების ყველაზე ეფექტიანი ხერხი სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკის ხერხია. „როგორც იქნა მოხდა განხილვა იმისა, რომ მოხდეს სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა, რასაც ექიმები ამდენ ხანს ვითხოვდით და ამირან გამყრელიძემაც გააჟღერა. მაგალითად, ყელცხვირნაცხით დიაგნოსტიკა მასობრივი კვლევისთვის არის ეფექტური. PC ტესტით შესაძლოა, საერთოდაც…

მეტი...

“ჩვენი შეკერილი პირბადეები ერთ მომხმარებელზე ლიმიტირებულად 3 ცალი გაიყიდება” – ნათია თურნავა

“ხელმისაწვდომობა პირბადეებზე გახდა პრობლემა მთელ მსოფლიოში, ჩვენ უსწრაფესად მოვახერხეთ და ავაწყვეთ წარმოება ქართული პირბადეების” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავამ განმარტა, რომ მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით პირბადეები ლიმიტირებულად გაიყიდება და ერთ ადამიანს მხოლოდ 3 ცალის შეძენა შეეძლება. „დღეს ცხრა სამკერვალო კერავს პირბადეებს. ნედლეულს სახელმწიფო ყიდულობს, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ფასის სუბსიდირება. დღეს 400 000 ცალი მიეწოდა მსხვილ სააფთიაქო ქსელებს. მათთან ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც სოციალურ პროექტს მიუდგებიან და არ ამატებენ რაიმე მოგებას. 50 თეთრად გაიყიდება მთელი საქართველოს მაშტაბით, ორ უმსხვილეს ქსელში. როგორც კი ამოიწურება ეს მარაგი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ მივაწოდოთ. ვინაიდან არის…

მეტი...

ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ

ევროპარლამენტის თავმჯდომარის, დავიდ სასოლის განცხადებით, ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ. მისი თქმით, ევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან. ამასთან, სასოლის განმარტებით, ევროპარლამენტის სამზარეულოში ყოველდღიურად მომზადდება სადილი 1000 ადამიანისთვის, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება განკუთვნილი. „მოქალაქეებთან სოლიდარობა ევროპარლამენტის პოლიტიკის ხაზია. ბრიუსელის მერიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკაროებსა და საზოგადოების მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებს დავუთმოთ“, – განაცხადა სასოლიმ. შეგახსენებთ, პანდემიის გამო ევროპარლამენტის შენობაში პლენარული სესიები სექტემბრამდე არ გაიმართება.

მეტი...

ქობულეთში საბერიკაცოს მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად  ახორციელებს.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.    ხე-მცენარეებისაგან  და ნატანი მასისგან  არხის  2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.  სამუშაოების შედეგად,  არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე  სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.  აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.

მეტი...

“ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით  გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა. „ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები.  ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება  ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.…

მეტი...

“ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება” – ეკატერინე ტიკარაძე

“ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია ნამდვილად არ იგეგმება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ საკარანტინო ზონებში პაციენტებზე ჩატარებული მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს. „ჩემთვის, ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ არის ცნობილი, ვინც უსამსახუროდ არიან დარჩენილები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სტატისტიკასთან მიმართებით გვაქვს. მოგახსენებთ, რომ COVID 19-ის დადასტურებული ინფექცია 208 ადამიანს აქვს, აქედან…

მეტი...

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა. თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები. „ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გადაადგილების კონტროლის პუნქტების მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დისლოკაციის ადგილებზე შესვლამდე მუდმივ რეჟიმში გადიან თერმოსკრინინგს, უტარდებათ ფორმისა და აღჭურვილობის დეზინფექცია, შემდეგ კი, ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები. ქვედანაყოფებში შესვლამდე სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაცია უტარდება…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭომ გაითვალისწინა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევაში უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა დამატებითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საჭირო ნაბიჯების ეფექტურობას. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება თუ არა, აპრილის ბოლოსთვის გადაწყდება

„ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე, იმ  რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ  მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან”, – ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა იმოქმედებს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება  ქვეყანაში. „საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს და ასევე იმ გათვლებს და მოლოდინს, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. ყველა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად მიღებული. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში. ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემილოგებისგან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

„ამ დროისთვის, შემოსულია 7000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი“ – პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე

“პურის გაძვირება მოკლე დროში არ იგეგმება, შესაბამისი მარაგიც დარეზერვებული აქვს ქვეყანას“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განუცხადა. დოლიძის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ძირითადი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა რეზერვი სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის, რადგან ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ 150 000 ტონის წარმოებაა შესაძლებელი. „გუშინ ვიყავით მინისტრთან მეპურეების ასოციაციის წევრები და დიდი ქარხნები და მოგვცეს ასეთი პირობა, რომ ყველა ცდა იქნება გამოყენებული წისქვილების დასახმარებლად. ჩაიდო სუფსიდირება, რომ ფქვილი არ გაძვირდეს. შემოსულია გემი 7000 დამატებითი ტონით. ნელ – ნელა რუსეთიდანაც შემოდის ხორბალი. დაძაბული გარემო პურთან დაკავშირებით ამ ეტაპზე…

მეტი...

“კორონა ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით” – ირაკლი ჩიქოვანი

„დღესდღეობით კორონავირუსის ​200-ზე მეტი ფაქტი გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავაც გვაქვს შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი. კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველა ბიზნეს სუბიექტს თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, ყველამ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის შემოღებული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან.covid ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა, მოდუნების საშუალება და ჩვენ აუცილებლად უნდა…

მეტი...

“მობილიზებულია 3 500 საწოლი და ერთი თვის განმავლობაში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად. „კლინიკების მზაობა ასევე ყოველდღიურად მოწმდება, რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტალებში და ყველა ექიმი, როგორც ექთანი, იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი. ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარტინო სივრცეებში განვათავსოთ ის…

მეტი...

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება

დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ. “დღეიდან ჩვენი ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი…

მეტი...

„მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც უფლება აქვს მიღებული იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ – ირაკლი ჩიქოვანი

ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს უფლება მიღებული, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, იმისათვის, რომ მათ დაიცვან ყველა ის რეგულაცია და სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. მისი თქმით, შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო და შემოწმებას ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს. „ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, როცა სრულად იყო დაცული რეგულაციები, მაგრამ…

მეტი...

„აგროჰაბი“ მყიდველს ისევ ატყუებს

ეს წიწიბურა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, „აგროჰაბში“ ფასდაკლებების ცალკე დახლზე დევს და დიდ ტრაფარეტზე აწერია „ფასდაკლება“, ფასი 3.50 ლარი. თუმცა, სალაროში, მყიდველს 3.50 ლარის ნაცვლად 5.65 ლარს ახდევინებენ. სახლში მისული მყიდველები როცა „ჩეკს“ ათვალიერებენ, აღმოაჩენენ, რომ უკვე მერამდენედ მოტყუვდნენ. სამწუხაროა, რომ ეს არ არის „აგროჰაბში“ ერთეული შემთხვევა და საკმაოდ ხშირად ხდება მომხმარებლის მოტყუება. სამწუხაროდ, მოტყუებული მყიდველისთვის სიტყვა „ბოდიში“ არაფერს ნიშნავს!  

მეტი...

ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება. „მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

მეტი...

კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ კორონავირუსის წინააღმდეგ მომზადებას, გაეთიშებიან პროცესში მონაწილეობას 

„ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად,როცა შესაძლოა ჩვენ და ჩვენ ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უფროსმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით,რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი. უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი. კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია.გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიც ირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად. ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას,გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას. რეგიონებში  შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი…

მეტი...