“სასწაული იქნება, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1-2 წელიწადში გვექნება” – ექსპერტი

ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტის, პასი პენტინენის განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე მზად არ იქნება.

„ვაქცინის შემუშავება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია. ეს პროცესი ვაქცინის ადამიანზე გამოცდის უამრავ ეტაპს მოიცავს, რათა დავრწმუნდეთ მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა.

პასი პენტინენის თქმით, გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია წარმოების შესაძლებლობები, რათა ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის იყოს ხელმისაწვდომი. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვაქცინა 1.5-2 წელიწადში იქნება მზად, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები