ჯონჯოლის საკრეფად დღეში 30 ლარს სთავაზობენ, თუმცა, ხალხს ვერ შოულობენ

„ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარება“ – ამ განცხადებას მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მეპატრონე ზურაბ შევარდნაძე აკეთებს და კონკრეტულ შეთავაზებაზე საუბრობს. „პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ და თუ რამე მეშლება ნუ დამზოგავთ, გამაკრიტიკეთ. ბექა ოსიშვილი დაარსების დღიდან გარდენიაში მუშაობს, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ, ვახლობლობ მათთან, მათ ნათესავებთან და იმათ ნათესავებთანაც კი. ლამისყანიდან არიან. ახლა საქმე რომ წახდა, გადავწყვიტეთ სოფელში არ დავტოვოთ ჯონჯოლი მოსაკრეფი, კარგი მარინადი დავამზადოთ და შევთავაზოთ მსურველებს ქილებით, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ქართული მწნილი. მოვიმარაგეთ ჭურჭელი, მარილი. აღმოჩნდა, რომ ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარება.…

მეტი...

ყველა პირს, რომელსაც სანებართვო პირობების შესრულებაში ხელი შეეშალა, დამატებითი ვადა მიეცემა და არანაირი სანქცია არ დაეკისრება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს გარკვეული შეღავათები შესთავაზა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებების პირველ ეტაპზე, მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების ის მეპატრონეები გათავისუფლდნენ, რომელთაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული; გარკვეული შეღავათი იმოქმედებს სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ვადის დარღვევაზეც. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამი თვით (მარტი, აპრილი, მაისი) იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდა ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი, მერიისგან იჯარით აქვთ აღებული.…

მეტი...

“საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით” – ირაკლი კობახიძე

“საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა: 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით; 1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით”, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტარი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში „კოვიდით“ უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. „დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის – ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.​ ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული…

მეტი...

„ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონეტები გაჩნდა” – ლევან დავითაშვილი

“ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონეტები გაჩნდა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. “პირველ რიგში, აღსანიშნავია სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც 1 ჰექტარზე 70 ლარს გულისხმობს და არის ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციით და დრენაჟის მომსახურებით. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერემერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას – ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს. აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი,…

მეტი...

“უხილავ მტერთან ბრძოლაში წესების ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება გამარჯვების უპირობო საწინდარია” – თბილისის მერი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ გატარებულ ღონისძიებებს აცნობს. სოციალურ ქსელის საშუალებით, კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილეები ილია ელოშვილი, მაია ბითაძე და სოფიო ხუნწარია მიმართავენ. თბილისის მერმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების თანამშრომლებს, მედიკოსებს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „სამწუხაროდ, უკვე ჩვეულ ფორმატად იქცა ერთმანეთს შევხვდეთ ონლაინ და ვისაუბროთ მტერზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიო. ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც…

მეტი...

“სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კირონავირუსის შემთხვევების მატება იქნება და პიკი საქართველოში თვის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. „თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება. მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო, და შემდეგ შეიძლება, წავიდეს ვთქვათ დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან, ამ „კოვიდთან“ თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“პლაქველინის” გამოყენების სქემა ამართლებს, თუ დაიდო შედეგი რომ უნდა ამოვიღოთ პროტოკოლიდან, ამოვიღებთ” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პრეპარატ “პლაქველინის” გამოყენების სქემა ამართლებს, მაგრამ მისი განმარტებით, თუ დადგა მისი პროტოკოლიდან ამოღების საჭიროება, ამას აუცილებლად გააკეთებენ. “საბედნიეროდ FDA-ს პრეპარატი ნუსხიდან არ ამოუღია. დღეს უკვე 9 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული, ლეტალობის ინდექსი ძალიან დაბალი გვაქვს – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ პრეპარატის გამოყენების სქემა ამართლებს. ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ პლაქველინი პროტოკოლიდან, აუცილებლად ამოვიღებთ. ჩვენ მას კრიტიკულ პაციენტებში ვიყენებთ. ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში “პლაქველინისგან” გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა,”- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

მეტი...

“თქვენს სამსახურში გვიგულეთ, სანამ ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება” – ლევან რატიანი

დღეს პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში, ლევან რატიანის ინიციატივით, COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები შეიკრიბნენ.  დისკუსიის დასრულების შემდეგ, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ამ შეკრებით მათ საზოგადოებას ანახეს, რომ ექიმები მუდმივად ქვეყნისა და პაციენტების სამსახურში არიან.  “ექიმები ინტერნეტ სივრციდან სამუშაო სივრცეში გადმოვედით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანებს ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ. დღევანდელი შეკრება იყო ჩემი ინიციატივა. ქვეყნის ექიმები ერთად ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, სანამ ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება,”- განაცხადა ლევან რატიანმა. 

მეტი...

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19 139-მა ადამიანმა დაამარცხა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 5 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5206 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მეტი...

შეუქმნა თუ არა “კორონავირუსმა” საფრთხე შიდა ქართლში მოსავალს – აგრონომის განმარტება „მედიაცენტრ მთავართან“

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ვაშლის რეალიცაზიაა. მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც მცირე სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და მეხილეობას აწარმოებენ შიშობენ, რომ დაგვიანებულმა მოწამვლითმა სამუშაოებმა შესაძლოა უმოსავლოდ დატოვოს შიდა ქართლი. „კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო, დაგვიანდა ხეხილის შეწამვლა და სხვა სასოფლო – სამეურნეო სამუშაოები. მოსავალი თუ არ მოვიდა შიდა ქართლის სოფლებს შიმშილი ემუქრება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ სწორედ ვაშლის რეალიზაციით ცხოვრობს. ისეთ დროს შეგვეძლო ბაღებამდე მისვლა – დილის 6 საათიდან დილის 9 საათამდე, როცა პესტიციდების მაღაზიები დაკეტილი იყო. ბაღები უმეტესობას მოშორებით გვაქვს და დამხმარეების მიყვანაც და ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი…

მეტი...

ფრთხილად, თაღლითები გატყუებენ, „კარფურში“ 100 ლარზე მინიმუმ 10 ლარს გპარავენ

შემთხვევა დღეს დილით მოხდა, სავაჭრო ცენტრ „კარფურში“ (დიღომი), სადაც ხალხი ფეხით მიდის საყიდლებზე სხვადასხვა უბნიდან. სავაჭრო ცენტრიდან სახლში დაბრუნებულმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ იმაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი, ვიდრე რეალურად პროდუქტები ღირს. მაგალითად, თმის საღებავი, რომელსაც ფოტოზეც ხედავთ, ღირს 4.95, გადაახდევინეს 6.50 ლარი; ჭურჭლის სარეცხ ჟელეზე, რომელსაც 3.95 ლარი აწერია და ეს ფასი დიდ ბანერზეა გამოკვეთილი, სალაროში – 5.95 ლარი გადაახდევინეს; ტანის ღრუბელი, რომელსაც ასევე დახლზე 3.95 ლარი აწერია, რეალურად მყიდველს 7.20 ლარად მიყიდეს. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც, სამწუხაროდ, დიდ ქსელურ მარკეტებში ჩვეული მოვლენაა. თაღლითები მყიდველებს, მით უმეტეს, ამ რთულ…

მეტი...

საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა

“კორონა ვირუსის” გამო, შექმნილ ვითარებაში, სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს. გრანტების გაცემა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს. „დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც  Covid-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით,…

მეტი...

“ამ გეგმას ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია” – დავით ჭიჭინაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

“ადამიანებს წარუდგინო რაღაც ვითომ ნაფიქრალი, არ შეიძლება. ამ გეგმას კი ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია”, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. “ანუ რისკენ არის ეს ნაბიჯები მიმართული, ეს აკლია ამ გეგმას. ფულის დარიგება – ეს არ არის ეკონომიკა და კრიზისის დაძლევა. ჩვენ არ ვართ ამერიკა, ვბეჭდოთ დოლარი და ვყაროთ”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ. დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა – ესაა გარკვეული გზავნილი წინასაარჩევნოდ.  “200-200 ლარს რომ ურიგებ შენ ხალხს ახლა, სექტემბერსა და ოქტომბერში, მეტს კი არ ურიგებენ აგიტატორებს. 150 ლარია აგიტატორის ხელფასი.…

მეტი...

“კორონავირუსის პანდემია ღვთის სასჯელია ჩვენი ცხოვრების არასათანადო წესის გამო” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემია ღვთის სასჯელია, რომელიც მან კაცობრიობას მოუვლინა, რადგან ადამიანები არასათანადო ცხოვრების წესს მისდევდნენ და ეკოლოგიას არ უფრთხილდებოდნენ. „მე ერთხელ ვთქვი, რომ ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას. დაინახა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი საერთოდ არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იყოს დაცული. ამის გამო თავში ჩაგვარტყა“, – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 9 590 ადამიანი, გარდაიცავალა 67 პაციენტი.

მეტი...

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 85 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ორმა პაციენტმა დაამარცხა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ორმა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა. „ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან კოვიდ-ინფიცირებული, უკვე გამოჯანმრთელებული, გადავიდა თვითიზოლაციაში. დღეისთვის გვყავს 39 ინფიცირებული. გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა მან.

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები – მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი დროებით ჩაიკეტა

„იძულებული გავხდით, მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაგვეკეტა. იქ არის პოლიციური დანაყოფები, რომლებიც აკონტროლებენ მოსახლეობის გადაადგილებას შესვლას და გამოსვლას, ეს არის იძულებითი ღონისძიება”, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. “მუშევანში ოჯახური კლასტერია დაინფიცირებული, ისევე როგორც ხატისოფელში. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ შეგნებულად მიუდგნენ ამ გამოწვევას და მაქსიმალურად შეზღუდონ კომუნიკაცია და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა. მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები არიან გაძლიერებეული ჯგუფებით წარმოდგენილი და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში ძალიან ბევრი საკვლევი მასალა აიღეს. „მაქსიმალურად შევეცდებით გამოვრიცხოთ რისკები, მოვიცვათ მჭიდრო კონტაქტები და გავარკვიოთ რეალურად მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა მართვადია პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ…

მეტი...

“სანამ რეალობიდან არ გამოვალთ, არჩევნებს აზრი არ აქვს, დიდი ალბათობით, ის ვერც ჩატარდება, გავკოტრდებით” – დავით ჭიჭინაძე

“სანამ ამ რეალობიდან არ გამოვალთ, სანამ არ დავინახავთ, რა რეალობაში ვიმყოფებით, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, არჩევნების ვერ ჩატარების ალბათობა დიდია. “როგორ შეიძლება დღეს შენ, ხელისუფლება რომ ხარ, ჩაატარო არჩევნები მარტო იმიტომ, რომ 2 თვეში ისევ კრიზისი შეგექმნას. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი – რას აპირებს ხელისუფლება?! არჩვენების ჩატარების თარიღიც ხელისუფლების ხელშია – როცა უნდათ, გადაწევენ, როცა უნდათ – გადმოწევენ. დიდი ალბათობით, არჩევნები ვერ ჩატარდება. ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით.  სხვა რეალობაში…

მეტი...

“ბანკებს ვჩუქნით 600 მილიონს, რაც არანორმალურია” – ბექა ნაცვლიშვილი

“ბიუჯეტი ფული არის. 3 მილიარდი ფული როდესაც შემოვიდა და 500 მილიონს, თუ 600 მილიონს ზუსტად ამ პროგრამით ბანკებს ჩუქნი, არანორმალურია. ბანკებს კი არ უნდა აჩუქო ამდენი ფული, არამედ ამ ხალხს უნდა მისცე”, – ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრი მთავარის” კითხვას, ანტიკრიზისული გეგმა უფრო “უნივერსალური” რომ ყოფილიყო, გაუძლებდა თუ არა ბიუჯეტი ამდენს. “ამ ხალხზე ფულის მიცემა არ ნიშნავს, რომ ეს კეთილი ჟესტია, ეს ეკონომიკასაც დაეხმარება. თუ მოხმარება არ გაიზარდა, ის ეკონომიკის ეტაპობრივი გაზრდის გეგმა არაფრის მომტანი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს ფული არ ექნებათ, რომ იმ მაღაზიებში შევიდნენ, რომლებიც…

მეტი...

“სწორება უნდა მომხდარიყო საარსებო მინიმუმზე, 390 ლარზე და დახმარება უნდა ყოფილიყო უნივერსალური” – ბექა ნაცვლიშვილი

“მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა სრულყოფილი არაა და ძალიან ბევრ ადამიანს ტოვებს ელემენტარული დახმარების გარეშე”, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 390 ლარია და  აქედან გამომდინარე, სწორება უნდა მომხდარიყო რეალურ საარსებო მინიმუმზე.  “სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით, 200 ლარი საკმარისი არაა. როდესაც მე ვსაუბრობდი ამ დახმარებაზე, სუბარი მქონდა საარსებო მინიმუმზე და როგორც მთავრობა აცხადებს, ის არ არის 190 ლარი ერთ ზრდასრულ ადამიანზე, არამედ საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმუმ 390 ლარია. აქედან გამომდინარე, სწორება უნდა მომხდარიყო რეალურ საარსებო მინიმუმზე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.…

მეტი...

მსოფლიო ლიდერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვების დაჩქარების გეგმაზე შეთანხმდნენ

“როიტერის” ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, ტესტებსა და წამლებზე მუშაობის დაჩქარების და მათი თანაბრად განაწილების გეგმაზე შეთანხმდნენ.  გამოცემის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ინიციატივას არ შეუერთდნენ აშშ, ინდოეთი და ჩინეთი.  ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ვირუსი საერთო საფრთხეა, რომელის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი. „გამოცდილება გვკარნახობს, რომ მაშინაც კი, როცა ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია, ისინი ყველასთვის თანაბრად არ არის ხელმისაწვდომი. ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა მან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში გლობალური თანამშრომლობის მიზანი 7,5 მილიარდი ევროს მობილიზაცია გახდება. ეს თანხები ვირუსის პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და ინფიცირებულების მკურნალობას მოხმარდება. ვაქცინის…

მეტი...

“გუშინ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა და ქვეყანაში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევაა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. მისივე თქმით, გუშინ დილიდან დღემდე 25 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და გახდა 456 დადასტურებული შემთხვევა. „გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც დიდია, ჯამში 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 132 გამოჯანმრთელებული გვყავს. ამ ეტაპზე 323 პაციენტი მკურნალობს კლინიკაში. გუშინდელი დღე იყო ისეთი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 დადასტურებული ახალი შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ,…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ეს იქნება კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე მე-14 პაციენტი. ამ დროისათვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით ხუთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში კორონავირუსს ხუთი თვის ჩვილი ემსხვერპლა. მას გულთან დაკავშირებული პრობლემები დაბადებიდან აღენიშნებოდა. ხუთი თვის ნიუ იორკელი ბავშვი აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. სულ ქვეყნის მასშტაბით 2 აპრილიდან დღემდე ახალ კორონავირუსს ერთიდან 14 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ემსხვერპლა

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ხუთი პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი.

მეტი...

მზის სხივები „კოვიდ 19“-ს 2 წუთში ანადგურებს – ამერიკელების კვლევა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ მსოფლიო პანდემიას „კოვიდ 19“-ს სახით, მზის სხივები და ტენიანობა ანადგურებს. თეთრი სახლის უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, ჩატარებული კვლევები უტყუარია. „24 გრადუსისა და 20%-იანი ტენიანობის პირობებში, ვირუსს მზის სხივები 2 წუთში ანადგურებს. ვირუსი, რომელიც ზედაპირზე 2 წუთის განმავლობაშია, კვდება. ჰაერში კი პირდაპირი მზის სხივით, 21-24 გრადუს ტემპერატურაზე და 20%-იანი ტენიანობის შემთხვევაში, 1 წუთსა და 30 წამში ნადგურდება.  კვლევებით ასევე დავადგინეთ, რომ მათეთრებელი ხსნარები ვირუსს 5 წუთში კლავს, ეს ყველაფერი კი მანიპულაციებისა და გახეხვის გარეშე ხდება“ – განაცხადა თეთრი სახლის უსაფრთხოების დეპარტამენტის…

მეტი...

„უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება და გაიზრდება“ – როგორ ანგრევს ვირუსი მსოფლიოს?!

„უდავოა, რომ მსოფლიო მძიმე ეკონომიური რეცესიის ზღვარზეა. სინამდვილეში, საბანკო ბირჟებზე უკვე დიდი ეკონომიური  და საფინანსო კრიზისის საკმაოდ მძიმე  კარდიოგრამას ვხედავთ. ამის მიზეზია თვეების განმავლობაში გაჩერებული ეკონომიკური ბრუნვა. მსოფლიო ეკონომიკა უკვე რეცესიის ყველა სიმპტომებით დაავადდა“ – აცხადებს პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა,  გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ელიკო წიკლაური/ლამმიხი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. რესპონდენტის შეფასებით, ნავთობის ფასის დაცემა მსოფლიო ეკონომიკისთვის ასევე უდიდესი დარტყმა იქნება. „ფასიანი ქაღალდები გაიაფდა, აქციებმა თითქმის 2008 წლის ეკონომიური კრიზისის დონემდე ჩამოვარდა. ნავთობის ფასი განახევრდა და როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ი იუწყება, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გარკვეული დროის შეუთანხმებლობა…

მეტი...

„ჩინელებმა ვირუსის სამშობლოს სტიგმა რომ ჩამოიშორონ, ამტკიცებენ, რომ ვირუსი გარედანაა შემოტანილი“ – ვირუსის ქვეყანა, დიდი პოლიტიკის ნაწილი

“ვირუსის სამშობლოდ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება დიდი პოლიტიკის ნაწილია და მსოფლიოში სერიოზული ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს. ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. 17 მარტიდან, გარდაცვლილთა რაოდენობა,  მათი წყაროებით, მხოლოდ 4632 ადამიანია. ვირუსის სამშობლოდ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება დიდი პოლიტიკის ნაწილია და სერიოზული ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს მსოფლიოში“ – ეს განცხადება პროფესორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა,  გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა ელიკო წიკლაური/ლამმიხმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა. პროფესორი მსოფლიო პანდემიის გავრცელებაში  ჩინეთის როლს ხედავს და ამბობს, რომ ჩინეთმა ყველაფერი არ თქვა, რითაც მსოფლიო საფრთხეში ჩააყენა.   „ჩინეთი რომ დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო…

მეტი...