“ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას” – ირაკლი ჩიქოვანი

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება”, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. პრემიერის პრესსპიკერის თქმით, „კოვიდ-19“ არის ისეთი მოვლენა, რომელთანაც მთელ მსოფლიოს ცხოვრების წესის ადაპტირება უწევს. „ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიუხედავად, ღონისძიებების შემსუბუქების რომელი ეტაპი იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

„კოვიდ ვირუსის“ მორიგ შემოტევას ზამთარში ელოდებიან, მედიკოსები დასაცავად იმუნიზაციას გვირჩევენ

მეცნიერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ ვირუსის“ მორიგ შემოტევას ზამთარში ელოდება. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სხვა, გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელებაც იწყება. ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს  წარმომადგენლები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების აქტიური გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.   როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ დროს, იმუნიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩვენი დონის ქვეყნები მორიგ შემოტევას „კოვიდ ვირუსზე“ ელოდებიან ზამთარში, მომავალი შემოდგომა ზამთრის სეზონზე. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც  სხვა რესპირაციული ვირუსების გააქტიურებაც იწყება და შესაბამისად, ამ სეზონზე, როგორც არასდროს ისე მნიშვნელოვანი იქნება გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.…

მეტი...

“საფრთხე კვლავაც არსებობს, ამიტომ მთავარი მოთხოვნაა, დავიცვათ სოციალური დისტანცია” – ირაკლი ჩიქოვანი

“ღონისძიებების შემსუბუქება ან რაიმე შეზღუდვის მოხსნა არ გულისხმობს იმას, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლა დასრულებულია, ან შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში ეს საფრთხე არ დგას; დიახ, საფრთხე კვლავაც არსებობს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა. პრემიერის პრესსპიკერმა საქართველოს პირველ არხს და მის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა ყველაზე ცხელ წერტილებში – მკაცრი კარანტინით ჩაკეტილ რეგიონებში მუშაობისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისთვის. ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საფრთხე ისევ არსებობს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ადრეულ ეტაპზევე გადადგმულმა ნაბიჯებმა დადებითი შედეგი მოიტანა. „რა…

მეტი...

„კოვიდ ვირუსზე“ ზაფხულის სეზონი ზეგავლენას ახდენს

ინფექციონისტების შეფასებით, „კოვიდ 19“ მზის სხვებს გარკვეულწილად ემორჩილება და სუსტდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვირუსი ზაფხულში ნაკლებად ინტენსიური იქნება. „ჩვენი დაკვირვებით, ვირუსზე სეზონს გარკვეული ზემოქმედება აქვს. ზაფხულის სეზონზე, წესით, ვირუსის გავრცელება ნაკლები ინტენსივობის უნდა იყოს. ეს იმას  ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულაციას მთლიანად შეწყვეტს, თუმცა, ის იმდენად აგრესიული ვერ იქნება. როგორც დღეს ცირკულირებს“ – განუცხადა  ხათუნა ზახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მეტი...

შესაძლოა, კარანტინის დატოვებამდე ყველა მოქალაქეს ჩაუტარდეს კორონავირუსზე ტესტირება

“ცხელების კლინიკაში ცხელებით ყველა ადამიანი, თუ ცხელების კლინიკაში არ ხვდება, მაგრამ ხვდება ნებისმიერ სხვა კლინიკაში, აუცილებლად გაივლის ლაბორატორიულ ტესტირებას“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, უკვე არსებობს გეგმა, ვინ უნდა ჩაერთოს ტესტირებაში, როდესაც ტესტირების მაჩვენებელი დღეში 1500-მდე ავა. „უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს. დღესაც ბევრი ადამიანი გადავიყვანეთ, სიმპტომები ვისაც გაუჩნდა, გავტესტეთ კარანტინში და გადავიყვანეთ „კოვიდის“ კლინიკებში. ვმსჯელობთ ახლა, შიდა მსჯელობა გვაქვს, შესაძლებელია კარანტინიდან გამოსვლის წინ, ვთქვათ, ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ პისიარტექნოლოგიით ტესტირება. რა თქმა უნდა, უკვე დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები,…

მეტი...

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იკადრებს, გააყალბოს ციფრები ან ადამიანებს დაბალი ხარისხით მოემსახუროს” – ამირან გამყრელიძე

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც ერთი ციფრის არც გაყალბებას და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით, ეს არის ჩვენი სტანდარტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია, რამდენიმეჯერ არის აკრედიტებული. „ტესტები გვაქვს გერმანული, ყველაზე კარგი წარმოების. პირველი ეს წარმოება, საუკეთესო პრაიმერები „შარიტემ“ გააკეთა. „შარიტე“ არის ევროპაში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი. ასევე გაგიგიათ დროსტენი, იმ ინსტიტუტის ტესტებია ქვეყანაში, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა პირველივე ეტაპზე მოგვაწოდა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ასევე, მისი…

მეტი...

თვითდასაქმებულები კომპენსაციას კატეგორიის მიხედვით მიიღებენ

“ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იყო თვითდასაქმებული, მას შეუძლია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლის დეტალური ჩამონათვალი 29 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე გახდება ფართო მასებისთვის ცნობილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „შემდეგ უკვე მოხდება ჩვენს პორტალზე ინფორმაციის გაანალიზება. იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებიან მოქალაქეები მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას და სოციალურ დახმარებას. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები და ვარ წარმოადგენენ დოკუმენტს, რომელ იურიდიულ პირთან საქმიანობდნენ, მაშინ მათი განხილვა სოციალურ ბაზაში მოხდება და სინქრონიზაციის შედეგად გაირკვევა რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნით ამ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ. მისი თქმით, დასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება გაცილებით უფრო ადვილია. „რადგან აქ…

მეტი...

“უკვე გვაქვს PCR ტესტები, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტების ტექნოლოგიები მსოფლიოში სწრაფი ტემპით იხვეწება და სწრაფი ხდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანას უკვე აქვს ტესტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც პასუხს 45 წუთში ადგენს და ის უკვე ორ კლინიკას გადაეცა.  “ოქროს სტანდარტი ამ დაავადების დიაგნოსტიკის არის მოლეკულური ტესტები. ე.წ. PCR ტექნოლოგიები, რომელთა კლასიკური მეთოდოლოგია სულ უფრო და უფრო იხვეწება. ხდება უფრო სწრაფი. მაგალითად ჩვენ უკვე გვაქვს ათას 500 PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ჯინ ექსპერტის მანქანებზე დამყარებული ტესტი, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს და ის ორ კლინიკას უკვე გადავეცით, სადაც ეს მანქანები დგას, სადაც სასწრაფოდ დასადგენ…

მეტი...

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან” – ქეთევან ციხელაშვილი

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს”, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „სტალინირი“ იქნება. „იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ე.წ. გადაწყვეტილება და სწორედაც რომ სიმბოლური, იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს, რომ არ იყოს ასე ტრაგიკულიც. რა თქმა უნდა, ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ…

მეტი...

“პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ღებრეიესუსის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია. „ჩვენი ორგანიზაცია შეშფოთებულია ახალი შემთხვევების ზრდის გამო აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. ამასთან, ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ“, – განაცხადა ტედროს ღებრეიესუსმა. მისივე თქმით, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელია მსოფლიოს სოლიდარობა. „ვირუსი არ დამარცხდება, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით. თუ ჩვენ ვერ გავერთიანდით, ვირუსი გამოიყენებს ჩვენს შორის უთანხმოებას და მეტ ქაოსს გამოიწვევს. შედეგად, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მეტი...

გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა  ახაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ ჩატარდეს წელს გამოცდები ისე, რომ აბიტურიენტების უსაფრთხოება იყოს დაცული. „უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან. გვაქვს მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, როგორ იქნებიან უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად. მართლაც, აბიტურიენტებს მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა, უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის. უჩვეულო გარემოში მოუწევთ უმრავლეს მათგანს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის თუ დღესასწაულის აღნიშვნა, შესაძლოა ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში…

მეტი...

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე” – ევროკავშირი

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანებისა და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვას კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა და საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის საფრთხე. ევროკავშირი მიესალმება იმ ზომებს, რომლებიც მიმართულია ამ კუთხით მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და…

მეტი...

პოლონეთიდან სამშობლოში საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავადინ სპეციალური ავიარეისი განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცრეისით სამშობლოში 179 ადამიანი დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც ავტობუსებით სასტუმრო „ეიფორიაში“ გახსნილ კარანტინის ზონაში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. საქართველოს მასშტაბით კარანტინის სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4889 ადამიანი იმყოფება.

მეტი...

რა უჯდება სახელმწიფოს პირბადეების შესყიდვა – IDFI-ს კვლევა

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გაჩნდა პირბადეების დეფიციტი, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით მოეგვარებინა არსებული პრობლემა. გარდა ადგილობრივი წარმოებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეები სახელმწიფო შესყიდვების გზითაც შეიძინა. ამისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. განხორციელდა 10 შესყიდვა ექვსი კომპანიისგან. თითოეულ შემთხვევაში ერთეული პირბადის ფასი განსხვავებული იყო: ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული შესყიდვის ხელშეკრულებაში თანხა ამერიკული დოლარის ვალუტაშია მითითებული და ინვოისის მიხედვით, თითო სამშრიანი პირბადის ღირებულება 0.27 ცენტია. ხელშეკრულება 6 აპრილსაა დადებული, შესაბამისად, სავარაუდო ფასის გამოსაანგარიშებლად მითითებული თანხა…

მეტი...

“თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი” – ამირან გამყრელიძე

“ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან ამაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლისთვის არ არსებობს. „6 ეტაპია საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, ვინც გადავიდა შემსუბუქებით ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდება ადრეულ ეტაპზე. მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მეტი...

თბილისში ელექტროსკუტერებისთვის სპეციალური სივრცეები გამოიყო

დღეიდან თბილისში ელექტრონული სკუტერებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაჩნდება. ქალაქში ჩამოყვანილია 1000 სკუტერი და მათი სადგომისთვის გამოყოფილი არეალი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება. ამ პერიოდისთვის კი ელ. სკუტერები განთავსდება შემდეგ ლოკაციებზე: საბურთალო: ი. გაგარინის მოედანზე;ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისთან და მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან“;იონა ვაკელის ქუჩაზე;მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე;მეტრო „ვაჟა-ფშაველასთან“;მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“;პ. ქავთარაძის ქუჩაზე, (Goodwill-ის მიმდებარე ტერიტორიაზე);ა. ყაზბეგი/მ. თამარაშვილის კვეთაზე;ა. ყაზბეგი/პეკინის კვეთაზე;ა. კალანდაძე/პეკინის კვეთაზე;პეკინი/ა. მიცკევიჩის კვეთაზე;პეკინი/საბურთალოს ქუჩის კვეთაზე;ს.ცინცაძე/დ.გამრეკელის კვეთაზე;პეკინი/ბახტრიონის კვეთაზე;პეკინი/ვ. დოლიძის შესახვევთან;მ. კოსტავა/გ. მიროტაძის შესახვევთან;გიორგი სააკაძის მოედანზე;ა.კალანდაძის ქუჩაზე. ვერა-ვაკე: ი. ჭავჭავაძის გამზირზე;ი. ჭავჭავაძე/კ. კეკელიძის კვეთაზე;ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე;ი. ჭავჭავაძე/დ. არაყიშვილის კვეთაზე;დ. არაყიშვილის ქუჩაზე;ი.…

მეტი...

რომელი რეგიონებიდან მარაგდგება აგრარული ბაზრები? – თენგიზ კალანდაძის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ, განმარტა, თუ რომელი რეგიონებიდან მარაგდგება აგრარული ბაზრები. მისი თქმით აგრარული ბაზრები რამდენიმე რეგიონიდან მარაგდება. „მაგალითად ცაის​ში ბევრი სათბურებია, იქ იქნება პომიდვრის მოსავალი, ლაგოდეხში კიტრი გვექნება. წინასწარ გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ ვაორგანიზებთ, რომ ერთმანეთს შევახვედროთ გამყიდველი და მყიდველი. სხვადასხვა რეგიონებიდან ხდება ბაზრების მომარაგება. მცხეთა-მთიანეთიდან სალათის ფურცელი და ბროკოლი შემოდის. პატარა მანქანებით ხდება საუბნო პატარა მაღაზიების მომარაგება. ყველაზე კარგია, რომ აღდგა ავტომობილებით გადაადგილება და მომხმარებელმა დაიწყო მოძრაობა“, – განაცხდა კალანდაძემ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი…

მეტი...

ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელი – „სტალინირი“ ეწოდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელი „სტალინირი“ ეწოდა. „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალს მეორე სახელწოდებად „ქალაქი სტალინირი“ ეწოდოს. ორი სახელწოდება გამოიყენება რესპუბლიკური და საქალაქო ღონისძიებების დროს, კერძოდ 9 მაისს (გამარჯვების დღე) და 22 ივნისს (დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღი)“, – ნათქვამია ბრძანებაში.

მეტი...

“საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა” – ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა. მისი განმარტებით, პრესაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. “პრესაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ხორბლის გამოტანა შეწყდა. ეს არ შეწყვეტილა. რუსეთში შეწყდა კვოტირების მექანიზმით საბუთის გაცემა, მაგრამ კვოტის ფარგლებში შესყიდული ხორბლის 25 პროცენტი კიდევ გამოსატანია. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ დაიწყო გადაჯგუფება და პირველადი სასურსათო პროდუქტების შეზღუდვები, ვინაიდან, მათ არ იციან, თუ როდის დამთავრდება პანდემია. აქედან გამომდინარე, იმ ბაზრებზე, რომელზეც ჩვენ რეგიონალურად ვღებულობდით ხორბალს, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ასეთ შეზღუდვებს მიმართა უკრაინამ ყაზახეთმა, რუმინეთმა. ექსპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება…

მეტი...

“საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს” – ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ავსტრიის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით მსგავსი მიდგომები აქვთ. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით ძალიან მსგავსი მიდგომები აქვს. ავსტრიაში ახლა, ნელ-ნელა იწყება შეზღუდვების მოხსნა, როგორც თქვენი მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია საქართველოშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა გამოვდივართ კრიზისიდან და ეტაპობრივად და…

მეტი...

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახური განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურია. დანაშაული 7-დან 15…

მეტი...

“ცხოვრება კორონავირუსთან ერთად” – ფოტოები ოჯახიდან, სადაც COVID-19-ს ებრძვიან

“ცხოვრება კორონავირუსთან ერთად” – იტალიელი ფოტოგრაფი, კუნძულ სიცილიაზე მცხოვრები ალესიო, “ალ ჯაზირასთან” ინტერვიუში თავისი გადაღებული ფოტოების საშუალებით ცდილობს გვაჩვენოს, როგორია ცხოვრება იზოლაციაში.

მეტი...

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს და კლინიკიდან გაეწერნენ. ისინი, ე.წ. ქუთაისის, თერჯოლისა და ქობულეთის კლასტერებს წარმოადგენენ. ამჟამად, კლინიკაში 19 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი გამოჯანმრთელებული კლინიკა “მედალფას” დღეს დატოვებს

ბათუმში კლინიკა “მედალფას” დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს. ოთხივე პირი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა.  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში 177 პირი გამოიკვლიეს და ყველას პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო. რაც შეეხება ინფიცირებულებს, “მედალფაში” 33 პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა. “როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს. ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს”, –…

მეტი...

რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 6 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 87 147 შეადგინა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსს 47 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამ მონაცემით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით უკვე გადაასწრო ჩინეთს და ის ამ დროისთვის მსოფლიოში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 82 830-ს შეადგენს.

მეტი...

“შევინარჩუნოთ ის მოწოდებები, რაც არის პირბადეებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული” – კახა კალაძე

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, მოსახლეობამ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას. „მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან ფრთხილად, შევინარჩუნოთ ის მოწოდებები, რაც არის პირბადეებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“პრაქტიკულად, ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც იმ პერიოდში მართავდა სახელმწიფოს” – გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე

ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ტელეინტერვიუზე საუბრისას განაცხადა. „პრაქტიკულად, ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც იმ პერიოდში მართავდა სახელმწიფოს, მმართველობის სისტემაში იღებდა მონაწილეობა და დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა. როგორი კუთხითაც არ უნდა ეცადონ დაგვანახონ მდგომარეობა, ფაქტია, რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით ან თუნდაც გავიხსენოთ განზრახ მოკლული ადამიანები, ან სტრასბურგის სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა ციხეში, რა მოხდა „ცე“ ჰეპატიტით დაავადებულ…

მეტი...

“აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში” – კალაძე ოპოზიციაზე

ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები – თუ ჩვენი გეგმა არასწორი და ცუდია, არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წინასაარჩევნო კამპანიად შეფასების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კალაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებებს აფასებს როგორც მავნებლურს და აცხადებს, რომ ექიმების მისამართითაც ისინი აგრესიას ამჟღავნებენ. „ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს არასაკმარისია, თან საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება?! აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ მთელი…

მეტი...

“ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს” – თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს. გუშინ გამოკვლეული 177 პაციენტიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. „პირველი, რა თქმა უნდა, დავიწყებ ზოგადად ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე და ასევე დღევანდელი სიახლეებით. დღეს გვყავს ოთხი გამოჯანმრთელებული, რომლებიც უახლოეს საათებში დატოვებენ კლინიკას. ასევე ორი დღის განმავლობაში განხორციელდა 177 მოქალაქის ტესტირება და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ასევე საკარანტინო სივრცეებში აქტიურად მიმდინარეობს საზღვრიდან შემოსული მოქალაქეების დაბინავება და შესაბამისად ისინი გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ შესაბამის ზედამხედველობას, მეთვალყურეობას“,…

მეტი...

“ოპოზიციის კრიტიკა ხშირად დილეტანტურია” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათ სრული პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა შეუფერხებელი იქნება. მისივე თქმით, მათი პოლიტიკა აგრარულ დარგში პირველივე დღიდან თანმიმდევრული იყო. „გუშინ კითხვები იყო დასმული, რამდენად რისკს შეიცავს გადაწყვეტილება მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ მათ მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლეულ კულტურებზე, ფაქტობრივად, ამოწურულია. შესაბამისად, პირველ ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სრული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა იყოს შეუფერხებელი.…

მეტი...

გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. რეგიონის სამივე შესასვლელთან დროებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. „გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება. რეგიონი „მწვანე“ სტატუსს ინარჩუნებს. თერმოსკრინინგის ფარგლებში მოწმდება რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეები და აღნიშნული პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.

მეტი...

“ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს” – საქართველოს მთავრობა

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის – პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია. “მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით…

მეტი...

ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ

იმ ბრალდებულებს, ვისაც საქართველოს პროკურატურამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სატელეფონო ზარებზე არსებული შეზღუდვა 22 მაისამდე მოუხსნა, თითოეულს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით პენიტენციურ სისტემაში 300-მდე ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული. „სწორედ ამ შეზღუდვის გამო მოცემული პირები ვერ მოხვდნენ იმ პატიმართა სიაში, ვისაც 22 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან საჩუქრად უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. იმისათვის, რომ 22 აპრილის მდგომარეობით სატელეფონო შეზღუდვის მქონე პატიმრებმაც შეძლონ ოჯახებთან და გარე სამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოხდა შეთანხმება პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან და თითოეულ…

მეტი...

„გაცემული აგროკრედიტის ჯამური რაოდენობა 50 მილიონი ლარი იქნება“ – გიორგი ჯიბლაძე (ვიდეო)

„გაცემული აგრო კრედიტით ხელი შეეწყობა ერთწლოვანი კულტურის წარმოებას, ჩვენ თვითონვე უნდა უზრუნველვყოფთ იმ პროდუქციის წარმოებას, რაც ქვეყანას ესაჭიროება,“ – ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. გარდა ერწლოვანი კულტურებისა, რესპონდენტმა მევენახეობაზეც საუბრობს. „ვვარაუდობთ, რომ იმ სესხების ჯამური მოცულობა იქნება 50 მილიონი ლარი და ეს ფული სრულად წავა ერთწლოვანი კულტურების განვითარებაში. ყველაზე დიდი პრობლემა საქართვლოში არის ის, რომ არ არის ეკონომიურად მომგებიანი ისეთი ინვესტიციის წარმოება, რომელიც არაა გათვლილი მასიურ რეალიზაციაზე. სოფლის მეურნეობა უნდა იქნას აღქმული, როგორც ბიზნესი, ამიტომ უნდა მოხდეს მიწების კონსოლიდაცია, მაქსიმალურად უნდა…

მეტი...

ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ

ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია განმარტავს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც დახმარების მიღმა აღმოჩნდება.   „ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება სამწუხაროდ საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაშ თუ ადამიანი მძღოლად მუშაობდა, ან ტაქსის მძღოლი იყო, საკმარისია ლიცენზია ან ნებისმიერი სხვა დაწესებულებიდან…

მეტი...