“ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს” – გელა მგელაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის, გელა მგელაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს. „ქართული წარმოების პირბადეები შემოწმებულია ამ წვეთოვან გადაცემაზე. პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს, ადამიანი ვინც მას ატარებს, იქნება დაცული. ექიმებისთვისაც სამედიცინო პერსონალისთვისაც ეს პირბადეები ერთჯერადად შეიძლება იყოს გამოყენებული. სადაც მაღალი რისკია კლინიკებში, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად მისი გამოყენება თავის დაცვის მიზნით. საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივ ურთიერთობებში უკვე შეიძლება მრავალჯერადად მისი გამოყენება“, – განაცხადა გელა მგელაძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება, რეკომენდაცია გაიცა…

მეტი...

სტამბოლში კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დააბრუნებენ

“დღეს სტამბოლიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავიურუსი დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, სამშობლოში ბრუნდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქის სტამბოლიდან გამომგზავრება რეანომობილით მოხდება და საქართველოში ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. „აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების…

მეტი...

“შავი ჭირის დროს ისეთ პირბადეებს ვიყენებდით, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია, ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა” – პაატა იმნაძე

“წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. „ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია და დაწესებულია ლიმიტი, თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 51 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, რომლის მედპერსონალის ნაწილიც თვითიზოლაციაშია, შესაძლოა, ორშაბათს გაიხსნას

“ქობულეთის სამედიცინო ცენტრი სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება” – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია, ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება. ამ დროისათვის ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე 8 პირს იკვლევენ. ანალიზები აღებულია და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი...

წალენჯიხაში, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

წალენჯიხაში, სოფელ ლიას მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

ბათუმში კორონავირუსი დედას და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარანტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს. მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება.

მეტი...

“ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს” – დომინიკ რააბი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს კარანტინის რეჟიმის გატარებას, ვინაიდან ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, თუ როდის მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები. „სოციალური დისტანცირება კვლავ იმოქმედებს მანამ, სანამ არ გვექნება იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადავლახეთ. მას შემდეგ, რაც ამხელა მსხვერპლი გავიღეთ, მოდით ნუ გავანადგურებთ ყველაფერს. ნუ გავანადგურებთ იმ მიღწევებს, რომელიც გვაქვს. ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს უფრო ავნოს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დომინიკ რააბმა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, მის…

მეტი...

“არავინ ინერვიულოს, არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით” – მამუკა მდინარაძე

“ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას შეეხება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  „ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, ჩვენ მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხება საარჩევნო სისტემას. ჩვენ ვაპირებთ, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გავითვალისწინოთ. ამიტომ, პრობლემა არ გვაქვს. ზაფხულის პირველ ნახევარშიც კი, რომ მორჩეს მსოფლიო პანდემია, ჩვენ მივაღწევთ ამას, ძალიან მოკლე დროში“, – აღნიშნა მდინარაძემ. საპარლამენტო…

მეტი...

“საქართველოს კრიზისის დროს ერთად დგომის ტრადიცია აქვს, ისევე როგორც ამას აკეთებს პანდემიის წინააღმდეგ” – ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – 9 აპრილს ულოცავს.  “ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში კრიზისის დროს ერთად დგომის ტრადიცია აქვს, ისევე, როგორც ამას აკეთებს პანდემიის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ,”- წერს ჯეიმს აპატურაი. 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.

მეტი...

“მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას” – აშშ-ს საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ გვერდზე ლუგარის კვლევის ცენტრის შესახებ წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი აშშ-ს დაფინანსებით აშენდა და ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქმიანობის გაგრძელებას, რათა განამტკიცოს აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით. “ლუგარის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით აშენდა საქართველოს მთავრობის მფლობელობაშია და მის მიერ იმართება. აღნიშნული ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია. მოხარული ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის…

მეტი...

“ალბათ, აუცილებელია იმ პირების ტესტირება, ვინც მუდმივად ათ კაცზე მეტს წარმოადგენს” – მარინა ეზუგბაია

“თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად ათ კაცზე მეტს წარმოადგენს, ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრა ხდება, ამას აფასებს დაავადებათა კონტროლი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „ასე თქვენც (ჟურნალისტები) ბრძანდებით ყველანი რისკის შემცველი. ალბათ, თქვენი დატესტვაც შესაძლებელია, იყოს საჭირო, რადგან ასეთი შეკრებები, როგორც ლაპარაკია, მიუღებელია გარკვეულწილად. თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად სამ, ათ კაცზე მეტს წარმოადგენს. ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრა ხდება, ამას აფასებს დაავადებათა კონტროლი. შეგიძლიათ კითხოთ მათ. მე მოგაწოდებთ ჩემი დაწესებულების ანალიზს. იცით, რომ ჩვენს ცენტრში…

მეტი...

“დღეს დამატებული ოთხივე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

“დღეს დილის შემდეგ დაემატა ოთხი შემთხვევა. ოთხივეს წყარო ცნობილია, ეს არის იმპორტირებული შემთხვევები”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აქვს დეტალური ინფორმაცია „ორი ინფიცირებული ბათუმშია, ერთი შემოყვანილია ჩვენთან და მეორე პაციენტიც მალე შემოვა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებული 218 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე და გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4722 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

მეტი...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, სანქციები სს პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროდან აცნობეს, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო  მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა  და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს. აღნიშნულ…

მეტი...

StopCoV ფონდში 124 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: · ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“, 100 მლნ ლარი · L-ჯორჯია, 50 ათასი ლარი · M B G * ემ-ბი-ჯი, 30 ათასი ლარი · გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედი“, 40 ათასი ლარი · ემენ ქემიკალ ჯორჯია, 30 ათასი ლარი · უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, 22 ათასი ლარი · შპს ”ბრიკო კავკასუს”, 20 ათასი ლარი · შპს ევროცემენტი, 20 ათასი ლარი · ქაშანური, 20 ათასი ლარი · ლიბო გრუპი, 10 ათასი ლარი · დავით ზილფიმიანი, 10 ათასი ლარი · საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი · თამარ ტალიაშვილი,…

მეტი...

“90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილს არაფერი დაუყვედრებია ​ქვეყნისთვის” – გია ვოლსკი

“შექმნილი ვითარების ანალიზის მთავარი ფორმულა შეიძლება ასე გამოვიყვანოთ – არსებობს გარკვეული მოვლენა, გარკვეული საგანი, გარკვეული ვითარება და ამის გარშემო არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. თვითონ ამის არსი, რაც გაკეთდა ან რაც არის გაკეთებული არ იცვლება. არსი არის ის, რომ ფონდში გადარიცხა 100 მილიონი ლარი, არსი არის ის, რომ 100 მილიონი არ არის გამონაკლისი და გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, იმიტომ რომ ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონდა მძიმე მდგომარეობები და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცს არ დაუყვედრებია არაფერი. იმიტომ, რომ თავად ასეთი არსის ადამიანია” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის…

მეტი...

“არ მივსულვარ 9 აპრილის მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა” – სალომე ზურაბიშვილი

“9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო ბევრი ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან და არც თავად მისულა, თუმცა, ეს დღე ამით არ კნინდება. „დღეს 9 აპრილია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, არ გავიხსენოთ და არ შეიძლება, ერთად არ გავიხსენოთ. ამავე დროს, დღეს ვხვდებით და გაგვითენდა 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის და მთელი საზოგადოება ხვდება ამ…

მეტი...

წელს, საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო წირვას არ დაესწრება

“ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო და ის საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. “3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არცერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში. ვერ მივალ…

მეტი...

“სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია – საქმეს აკეთებს და ქვეყანას ეხმარება” – ნუკრი ქანთარია

“კითხვაზე, სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია – საქმეს აკეთებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ქართუ ბანკის” მიერ Stopcov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას. როგორც ქანთარია წერს, ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სადარაჯოზე დგას. „ის ამჯერადაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უპრეცენდენტო ქველმოქმედებით შეეწია ჩვენი ქვეყნის საყოველთაო გაჭირვებას. მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება“, – წერს ქანთარია სოციალურ ქსელში.

მეტი...

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინეს

The New York Times-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები მეფე ფეისალის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება ერთ-ერთი პრინცი, რომელიც ერ-რიადის გუბერნატორია. 84 წლის მეფე სალმანი კი საკუთარ სასახლეში თვითიზოლაციაში რჩება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მთავრობის წევრები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები მიიღო. ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად არის დაშვებული. საუდის არაბეთში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის 3287 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსმა უკვე იმსხვერპლა 174 ადამიანი.

მეტი...

შშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადაეცა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადასცა. აღნიშნული პაკეტები შპს „ავერსი ფარმამ“ და კომპანია „გალფმა“ გამოყო, რომელიც ჯამში, 333 შშმ პირს გადაეცემა. დედაქალაქის მერის მოადგილემ აქციაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.  „დღეიდან დაიწყება სპეციალური საჭიროების მქონე 333 პირისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება. ჩემთან ერთად იმყოფებიან კომპანია „ავერსისა“ და „გალფის“ წარმომადგენლები, რომელთაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, სპეციალური პაკეტი შეგვეკრა შშმ პირების საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, ჰიგიენურ საშუალებებთან…

მეტი...

აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ. როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ექიმები, მაღალი რისკის ჯგუფში არიან. „ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ – განაცხადა ლევან გოფოძემ. ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი…

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, დააკავეს

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო, რის გამოც ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. ძაღლი თბილისში ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობა და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

“საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს” – რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო სტანდარტებითა და პროტოკოლით დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ამასთან, რუსლან აბაშიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ფაქტია დაფიქსირებული. „ყველაფერი კეთდება, რათა სათანადო მხარდაჭერა გავუწიოთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ ჩვენ დევნილებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს რესურსი, რომელიც სათანადო მონიტორინგს და აღრიცხვას განახორციელებს ადგილზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ იქ მყოფს საზოგადოებას, რათა ელემენტალურ დონეზე მაინც გაუმკლავდნენ ამ პანდემიას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მეტი...

გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო. მისი თქმით, 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, რაც იყო უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში. მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა. „მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის „კოვივიდ-19“-თან ბრძოლაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია…

მეტი...

“წინ გვაქვს ყველაზე რთული ფაზა, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაკლები დანაკარგებით გავივლით” – დიმიტრი ხუნდაძე

“პირველი ფაზა შეკავების გავიარეთ სწორად. ამიტომ, ტვირთი პრეკრიზისულ ფაზაშია მოსალოდნელი და ისიც სცენარის მიხედვით და არა უფრო მეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, გასავლელია ყველაზე რთული, კრიზისული ფაზა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.  ხუნდაძის განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ფაზასაც სწორად და ნაკლები დანაკარგებით გავივლით. ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება, საზედამხედველო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება და თითოეულ რეგიონში ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელიც ხარვეზებს დააფიქსირებს „თუ სადმე ხარვეზები იქნება, ოპერატიულად, პირდაპირ ხაზზე მივირებთ ინფორმაციას და მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას. უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ანუ პირველი მიღების ზოლი სწორედ…

მეტი...

ესპანეთში კორონავირუსით ​გარდაცვლილთა რაოდენობამ მცირედით იკლო

ესპანეთში ახალი კორონავირუსით 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობამ მცირედით იკლო. ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში 683 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყნაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 15 238 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობა 146 690-დან 152 446-მდე გაიზარდა.

მეტი...

“კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა” – დავით ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა. ნარმანიას თქმით, მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები და მთავრობას შესაძლებლობა გაუჩნდება, დაზოგილი თანხა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისკენ მიმართოს. „პლატფორმა რეალურად გუშინ ამოქმედდა. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე, გამოიჩინეს მათ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ, სახელმწიფო მხარდაჭერაზე თქვან უარი. შესაბამისად, ეს თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და თვითონ მოქალაქეები გადაიხდიან…

მეტი...

სასულიერო პირები რისკ ჯგუფად განიხილებიან და პერიოდულად შემოწმდებიან

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ.  მინისტრის ბრძანების მიხედვით, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით.  “პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი,”- წერია ბრძანებაში.  სასულიერო პირების გარდა, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონალური ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და…

მეტი...

“ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი. როგორც გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის პროგნოზის კომენტირებისას აღნიშნა, “ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება.” “რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

“საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია” – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, პანდემიის გამო საქართველოს მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, სანამ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. „COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის გამო ჩვენ ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა…

მეტი...

ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება. „სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ. სახელმწიფო რწმუნებულის…

მეტი...

საერთაშორისო პარტრნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს განიხილავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. “COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი…

მეტი...

ბათუმის ცხელების ცენტრებში ​ამ დროისთვის ​საეჭვო სიმპტომებით 25 პირია გადაყვანილი, რომლებსაც კვლევა უტარდებათ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და საზღვაო ჰოსპიტალში მოწყობილ ცხელების ცენტრებში ამ დროისთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით 25 პირია გადაყვანილი, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა მათგანი ექვემდებარება კვლევას. ტესტების პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 116 პირიდან არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. მათ შორის, 50 პირი უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს. გამოკვლეულთა შორის იყვნენ მედიკოსებიც. რაც შეეხება ინფიცირებულ 14 პირს, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 70 წლის მამაკაცი ისევ მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი.

მეტი...