რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ახალი დაავადება და უკავშირდება თუ არა ის კორონავირუსს?

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ასაკის ბავშვების საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის ფაქტებმა იმატა. როგორც The Guardian წერს, ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კავასაკის დაავადების ნიშნებით არიან გადაყვანილი, რაც გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, გულსა და სხვა ორგანოებზე. მათ ასევე აღენიშნებათ ტოქსიკური შოკის სინდრომი სისხლჩაქცევებითა და სიცხით. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კორონავირუსის თანმხლები ანთებითი დაავადება. ამასთან, ზოგიერთ დაავადებულ ბავშვში კოვიდ-19-ზე ჩატარებულ ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა. თუმცა, მედიკოსების ცნობით, ეს პასუხებიც 100%-ით სანდო არაა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარეობს ახალი დაავადების შესწავლა და მისი მკურნალობის სტრატეგიის ჩამოყალიბება.

მეტი...

ქალი, რომელსაც ქვემო კიდურები, მარცხენა ხელი და ყურის ნიჟარა არ აქვს, კორონავირუსისგან განიკურნა

დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს იყო ქალბატონი, რომელსაც კოვიდ-19-თან ერთად, ბევრი სხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა.  “მძიმე კრიტიკული პაციენტები ვინც იყო ქვეყნის მასშტაბით, ყველა ჩვენთან ხვდებოდა. საბედნიეროდ, ეს დიდი რიცხვი არ იყო. სულ 20-მა პაციენტმა გაიარა რეანიმაციული განყოფილება და წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი. დღეს, მაგალითად, იმდენად ბედნიერები ვიყავით, როცა ქალბატონი 30 წლიანი შაქრიანი დიაბეტით, არ აქვს ორივე ქვემო კიდური, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მეტი...

რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტესტებმა, რომელიც ჩავიტარე, დადებითი პასუხი აჩვენა“,- ამბობს მიშუსტინი. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციას დროებით ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი დაიკავებს.

მეტი...

პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლების ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლებია საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიულ პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებიან

“პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები იყო, ეტაპობრივად საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული პროგრამიდან ჩაიხსნებიან”, – ამის შესახებ საოჯახო მედიცინის დარგში ექსპერტმა, სამედიცინო ასოციაციების პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა ლაურა შიხაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებშია მიღებული. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ პირობებს და ჰყავდათ 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი. დარჩა დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 7000-ზე უფრო მეტია. ანუ დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები იყო, პრაქტიკულად ალბათ თანდათან ჩაიხსნებიან ისინი საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული პროგრამიდან. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ პირველად…

მეტი...

ტრანსგენდერები მერიასთან თავს იწვავდნენ, ისინი ბინის ქირის გადახდას ითხოვენ

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ, რომ პანდემიის პერიოდში, მინიმალური შემოსავალი ჰქონდეთ.   ლგბტ თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითდასაქმებულები არიან, მაგრამ პანდემიის პერიოდში, მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ. ტრანსგენდერი ქალების განმარტებით, მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ ბინის ქირა გადაიხადონ.  ერთ-ერთმა ლგბტ თემის წარმომადგენელმა აქციაზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ტყვიის წყაროების შესასწავლად სწრაფი დეტექციის აპარატები გადასცა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, გაერო-ს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერას COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. როგორც აღინიშნა, დღეს გაფორმებული დოკუმენტი აღნიშნულ ორ ორგანიზაციას შორის დამყარებული გრძელვადიანი ახლო და პროდუქტიული პარტნიორობის გაგრძელებას წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კი, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ცენტრს გადასცა სწრაფი დეტექციის აპარატები, რომლებიც ტყვიის წყაროების შესასწავლად იქნება გამოყენებული.

მეტი...

ტაჯიკეთში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ტაჯიკეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 15 პირს დაუდასტურდა. დღემდე ტაჯიკეთში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია არ ფიქსირდებოდა. ჯანდაცვის მუშაკები აცხადებდნენ, რომ ტაჯიკეთში „უბრალოდ პნევმონიის“ შემთხვევები იყო მომატებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მეტი...

“კორონავირუსის გადატანის შემდეგ, პაციენტთან გამომუშავდება ანტისხეულები და მას ხელმეორედ ინფიცირების რისკი არ გააჩნია” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტთან გამომუშავდება ანტისხეულები, რაც არის დამცველი და მისი განმარტებით, ამ პაციენტებს ხელმეორედ ინფექციის რისკი არ გააჩნიათ. „ყველა გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება ე.წ. იმუნიტეტი, გამომუშავდება G ანტისხეული, ანუ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომ ადამიანის დაინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს, ასევეა კორონავირუსული ინფექცია. იმისთვის, რომ გავიგოთ, ეს გამომუშავებული იმუნიტეტი რამდენად ხანგრძლივია, ამისთვის დაახლოებით 6 თვე, ერთი წელი უნდა გავიდეს და დაავადება გადატანილ ადამიანებს ისევ უნდა განესაზღვროთ G ანტისხეულები“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მეტი...

მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბე, რომელიც ამჟამად ფრანგულ კლუბ „ტულონის“ ღირსებას იცავს, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, სავარაუდოდ, კარიერის ბოლო გამოსამშვიდობებელ მატჩს ვერ ჩაატარებს. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, საფრანგეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით კი ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე ვერ განახლდება. მამუკა გორგოძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 75 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გატანილი ლელოთი „ბორჯღალოსნების“ ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა. იგი ოთხი მსოფლიოს თასის მონაწილეა და ოთხჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ. ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე…

მეტი...

“15 მაისამდე ინტენსიური ტესტირების პირობებში, დაახლოებით, 25 000 ტესტის ჩატარება მოგვიწევს” – თამარ გაბუნია

“15 მაისამდე ინტენსიური ტესტირების პირობებში ჩვენ დაახლოებით, 25 000 ტესტის ჩატარება მოგვიწევს, შემდეგ კი იგივე რაოდენობაზე უნდა ვიფიქროთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის პროგრამაში უკვე მონაწილეობს 10-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო დაწესებულება, რომლებსაც PCR-ტესტირების ჩატარება შეუძლიათ, რაც დღე-ღამეში 1000 ტესტის ჩატარების საშუალებას იძლევა. 15 მაისამდე ეს რიცხვი 1700-მდე გაიზარდება, 15 მაისის შემდეგ კი 2000-2500 ტესტის ჩატარება იგეგმება, საბოლოო შედეგი კი დღე-ღამის განმავლობაში 3000 PCR-ტესტის ჩატარებაა. „კარგია ისიც, რომ ქვეყანაში შეივსო PCR-ტესტების მარაგი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ის რაოდენობა ტესტირების, რომელიც საჭიროა. ეს იქნება…

მეტი...

იანვრისთვის შესაძლოა, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს

„ჩვენ ცდების საწყის ეტაპზე, პირველ ფაზაში ვართ. როდესაც შემდეგ ფაზაში გადავალთ, ვეცდებით, რაც შეიძლება ფრთხილად, თუმცა სწრაფად დავადგინოთ, მუშაობს თუ არა ვაქცინა და რამდენად უსაფრთხოა ის. თუ ეს ასე აღმოჩნდა, მაშინ ჩვენ წარმოებას დავაჩქარებთ“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იანვრისთვის შეიძლება, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს. „მე იანვარსა და თებერვალში ვამბობდი, რომ ვაქცინის შექმნას დაახლოებით 12-18 თვე დასჭირდებოდა. იანვარში უკვე ერთი წელი იქნება, ანუ დაახლოებით ის პერიოდი, რომელიც თავდაპირველად დავასახელე“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, წარმოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა…

მეტი...

საჩხერის მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდა

საჩხერის მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდა. შეღავათით ისარგებლებენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე ის იურიდიული პირები, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობის უფლება შეეზღუდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლება, სრულად გათავისუფლდნენ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან“, – აღნიშნულია საჩხერის…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში სამი კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. კლინიკაში კიდევ ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. გამოჯანმრთელებული სამი პაციენტიდან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთს კი მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. „მედალფას“ რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, კიდევ 10 პაციენტს აღარ აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები და ხვალიდან პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება დაიწყება.

მეტი...

ზუგდიდში კორონავირუსზე ექიმებს იკვლევენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის ბოლომდე 29 პაციენტს COVID-19-ზე შეამოწმებენ, მათ შორის არიან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს და სენაკის ცხელების ცენტრის მედიკოსები. PCR კვლევა დღის ბოლოს დასრულდება. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში ასამდე პაციენტია COVID-19-ზე გამოკვლეული. ამავე ლაბორატორიაში ხვალიდან ჩინურ რეაქტივებს ელოდებიან. ამის შემდეგ ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს. კვლევები ჩაუტარდებათ ჯარისკაცებს და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს.

მეტი...

“პატივს მივაგებ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე კრიზისის ობიექტური გაშუქების მიზნით, ფრონტის ხაზზე დგანან” – დავით ზალკალიანი

30 აპრილს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს. “გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და სანდო ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღეს არსებული უპრეცედენტო და გლობალური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებას, როგორც არასდროს ისე ესაჭიროება წვდომა ზუსტ, სწრაფ და გადამოწმებულ ინფორმაციასთან“ – წერს დავით ზალკალიანი განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  მისი თქმით, არსებული კრიზისის პირობებში იმპერატიული მნიშვნელობა ენიჭება მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვებისა და ობიექტური ინფორმაციის გამოქვეყნებას, რისთვისაც სახელმწიფოებმა მედია საშუალებისთვის უნდა…

მეტი...

ევროპის ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებს 11 300 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – კვლევა

„ენერგიისა და სუფთა ჰაერის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის გამო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს შეუძლია, 11 300 ადამიანი გადაარჩინოს ნაადრევი სიკვდილისგან. როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ლაური მილივირტა განმარტავს, დადგენილმა რეგულაციებმა ევროპაში ჰაერის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. „ეს შეიძლება შევადაროთ იმას, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ადამიანებმა ერთი თვით შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება“, – ამბობს ანალიტიკოსი. ყოველწლიურად, ევროკავშირის 27 ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო, 400 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

მეტი...

თელავის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა COVID 19-ის ფონდში ხელფასის 1/3 გადარიცხეს

თელავში, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, COVID 19-ის ფონდში ხელფასის ერთი მესამედი გადარიცხეს. „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას, რომ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ერთი მესამედი, სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აპრილში უკვე გადავრიცხეთ ხელფასის ერთი მესამედი”, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

მეტი...

„იღუმენი დავითი არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი „ – რუის – ურბნისის ეპარქია

რუის – ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ინციდენტი რუის – ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა.  “უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“. ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე…

მეტი...

“აგარის განახლებულ ქარხანაში რამდნიმე ასეული ადამიანი დასაქმდება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ხდებოდეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აგარის შაქრის ქარხანაზე საუბრისას განაცხადა, გეგმის მიხედვით რამდენიმე ასეული მოქალაქე დასაქმედება ქარხანაში. „ვხედავთ, რომ მიმდინარეობს აგარის ქარხნის სამუშაოები, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას რომ განაახლოს წარმოება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იწარმოებოდეს ადგილობრივი პროდუქცია იმისთვის, რათა ქართული თვით უზრუნველყოფა იგივე შაქრის ნაწილში გაიზარდოს. ჩვენ ახლებური მიდგომა გვაქვს, ქართულ წარმოებებს შეუწყოთ ხელი, რათა ქართული პროდუქციით დიდწილად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გვაქვს კომუნიკაცია ქარხნის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა…

მეტი...

“ივნისის დასაწყისში აგარის შაქრის კომბინატი სრული დატვირთვით ამუშავდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აგარის შაქრის კომბინატში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს და ივნისის დასაწყისში სრული დატვირთვით ამუშავდება. როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი ბაზრის მომარაგება ადგილობრივი, ქართული წარმოებით შეძლოს. „აგარის შაქარის კომბინატი ეს არის ისტორიული ქართული საწარმო, რომელიც გაშვებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია ადგილობრივი ქართული წარმოების აღორძინება და საკუთარი ბაზრის საკუთარი სიმძლავრეებით მომარაგება, შევძელით მისი მუშაობის განახლება. ახლა დაწყებული არის რემონტები და უკვე ივნისის დასაწყისში ქარხანა ამუშავდება სრული დატვირთვით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ადგილობრივი ბაზრის დიდი ნაწილი მომარაგდება ქართული წარმოების შაქრით. ეს…

მეტი...

“ნატო-ს სურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, შავი ზღვის კონტექსტში” – ჯეიმს აპატურია

ნატო  ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. „მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მოგეხსენებათ, საქართველო არის ნატო-ს არაწევრი იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებთანაც მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველოსთან ეს თანამშრომლობა ნამდვილად საუკეთესო და სამაგალითოა და ჩვენ მისი გაღრმავება გვსურს. მეორე მიზეზი არის ის, რაც ყველამ ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა. ეს სიტუაცია გაუარესდა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს წევრებისთვისაც. ამის მიზეზი არის რუსეთის…

მეტი...

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ბრალდებულ დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. პროკურატურა დავით ცინარიძეს მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დავით ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მეტი...

“თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, ისე, როგორც ვარ მე” – ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს

გამყრელიძის განმარტებით, დღეს მედიის წარმომადგენლები არ არიან ისეთივე რისკის ქვეშ, როგორც მაგალითად სამედიცინო პერსონალი. „რაც შეეხება ჟურნალისტებს, ეს საინტერესოა, მაგრამ რაღაც ეტაპზე. თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, როგორც ვარ მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ ყველა პირობას ვიცავ და ჯერ ეს ინფექცია არ მაქვს. ჟურნალისტებს ნაკლები რისკი გაქვთ, ვიდრე აქვთ ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო პერსონალს. თუ რომელიმე თქვენთგანს რაღაც სიმპტომები გაუჩნდება, ანუ, ნახეთ, რომ გაქვთ მცირე ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ძლიერი სურდო, სუნთქვის გაძნელება, არ აგერიოთ ეს, რადგან ახლა ალერგიის სეზონი იწყება, სურდო უსიცხოდ მიდის. აუციელებელია, მიმართოთ ცხელების კლინიკას…

მეტი...

“დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესევირი“ კარგია” – თენგიზ ცერცვაძე

„რემდესევირი“ თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად. მედიკამენტი შეიქმნა ებოლასთან სამკურნალოდ, ებოლაზე არ იმუშავა და თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ეფექტური კორონავირუსის დროს, –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე მედიკოსები ყველაზე დიდი იმედს სწორედ აღნიშნულ პრეპარატზე ამყარებენ, მისივე ცნობით საქართველოს ამ პრეპარატის მისაღებად „რიგში დგომა“ მოუწევს.  მანამდე თქვენ იცით, რომ ეფდიეიმ რეკომენდაცია მისცა „პლაქვენილს“, განიხილებოდა კიდევ რამდენიმე მედიკამენტი, მაგრამ „რემდესევირი“ ითვლებოდა ფარულ ფავორიტად. პრეპარატი, რომელზეც ამყარებდნენ ყველაზე დიდი იმედს. ერთხანს ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ „რემდესევირი“ არც ისე ეფექტურია „კოვიდის“ დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია.…

მეტი...

“დღეს გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1096 კვლევა ჩატარდა” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  დღეს სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხედრაზე, ჯანდაცვის მინისტრთან, ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული გაფართოების საკითხები იყო განხილული. გამყრელიძის განცხადებით, საუბარია მოლეკულურ კვლევებზე. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 15 მაისამდე დღიურად ჩატარებული კვლევების რაოდენობა სულ მცირე, 1500-მდე უნდა გაიზარდოს. „მხედველობაში და აქცენტი მაქვს მოლეკულურ კვლევებზე. დღეს ჩვენ პიკი გვქონდა, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1096 კვლევა ჩატარდა. ხუთიდან 12 ლაბორატორიამდე ავედით კვლევებში საქართველოს მასშტაბით. მომდევნო კვირიდან სამის დამატება არის გათვალისწინებული და გვინდა, რომ 15 მაისამდე, დღიურად 1500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, მომდევნო ეტაპზე ეს მაჩვენებელი 2000-დან 2500 კვლევამდე უნდა გაიზარდოს. „15 მაისიდან შემდეგ…

მეტი...

„მე- 7, მე- 8 კვირა ყველა ქვეყნისთვის არის რთული“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელი გამოვლენილი შემთხვევების შესახებ ცოტა ხსნის წინ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გამყრელიძის ინფორმაციით ახალი შემთხვევებთან მიმართებაში ყველა წყარო დადგენილია, მანვე განმარტა, რომ ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს მოსალოდნელ სირთულეებს. „ახალი შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება თეთრ წყაროს და მის კონტაქტებს, თუ იქნა ყოველდღიური ზრდა 40 შემთხვევამდეც კი, ეს ჩვენი რესურსით მართვადია. მოვუწოდებ მოსახლეობას, წარმოდგენილია 6 ეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული შემზღუდავი ღონისძიებები მსუბუქდება, თუმცა არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ რომ ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს. დღევანდელი ახალი შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია, ესაა თეთრიწყაროს…

მეტი...

„ქვეყანაში დღიურ რეჟიმში 1000 -ზე მეტი მეტი პისიარ ტესტი ჩატარდება“ – ეკატერინე ტიკარაძე

რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გადადგამს. ტიკარაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოთხოვნით მიმართავს. „საქართველოს დღეს გააჩნია მსოფლიოში ერთ – ერთი წამყვანი პოზიცია კოვიდთან ბრძოლაში, ამიტომ ვთვლით, რომ საუკეთესოდ რჩება ჯაჭვის აღმოჩენა, მიუხედავად ამის გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში დღიურ რეჟიმში 1000 – ზე მეტი პისიარ ტესტი ჩატარდება, ასევე რეკომენდაცია ისევე მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების მკაცრი დაცვა გვაქვს კონტროლირებადი ზრდა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ვირუსის გავრცელების რისკები კვლავ გვაქვს“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო” – პრეზიდენტი ქართულ არმიას

სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში იმყოფებოდა,საიდანაც ქართულ არმიას და სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს მიმართა. “29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერ წინ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო…

მეტი...

“კორონავირუსმა, როგორც “მკვლელმა” ლიკვიდაცია განიცადა” – ლევან რატიანი

პირველი საიუნივერსიტეტო კლინიკის წარმომამდგენელმა, ლევან რატიანმა კორონავირუსის და სხვა ქრონიკული დაავადებების თანხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. ექიმს მათ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების მაგალითები მოჰყავს და ახადებს, რომ ვირუსმა „მკვლელის“ სახელი დაკარგა. „შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმით, კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში  მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს, ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენ დამოკიდებული. ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე? – ამ ქალბატონს ბოლო 30 წლის მანძილზე აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინ თერაპიაზე. ეს…

მეტი...

„ეს ადამიანები დარჩნენ დაზარალებულები, სამწუხაროდ ასეთები ათასობით არიან“- „დამსაქმებელთა ასოციაცია“ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე (ვიდეო)

სპეციალისტების განმარტებით ქვეყანაში სავარაუდოდ ათასამდე აღწევს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები და შესაძლოა დაზარალებულებად დარჩნენ. „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თვლის, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ ერთობლივად უნდა შეძლონ ამ კატეგორიის ადამიანების დაკმაყოფილება. „არაფორმალური სექტორი ვერ მიიღებს დახმარებებს, დაუშვა მთავრობამ გარკვეული პროგრამის ფარგლებში და დოკუმენტაციის ფონზე მათ მიმართ რაღაც სახის შეღავათის დაშვება, მაგრამ ამის დახვეწილი მექანიზმი არ არსებობს, ეს ადამიანები რჩებიან უმუშევრად. ეს ადამიანები მოწყვეტილები არიან იმ  სქემებიდან, რაც არის სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული, თუმცა გარკვეული დადასტურებებით დაიშვება გამონაკლისები, ეს ნაბიჯი კი გადადგა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დეტალიზაცია და მათზე ყველამ…

მეტი...

“რემდესივირის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მის კლინიკაში ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ. ლევან რატიანის განმარტებით, არსებობს უამრავი ფაქტი, რომლის თანახმად, რემდესივირი მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა ახალი კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისას, შესაბამისად მედიკამენტს რეკომენდაციას ვერ გაუწევს. „ვარ რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, სადაც შეყვანილია რემდესივირით მკურნალობა, მაგრამ ჩვენს კლინიკაში რემდესივირთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნება, რომ რემდერსივირთერაპია დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

„ჩვენ არ შეიძლება მოვთხოვოთ მთავრობას და ბიუჯეტს ის, რისი მოთხოვნაც არ შეგვიძლია“ – „დამსაქმებელთა ასოციაცია“

„ძალიან მძიმეა იმ ადამიანების ბედი ვინც დარჩა უმუშევარი, არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა,“ – ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ აქტიური დასაქმების პოლიტიკა შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „დასაქმების აქტიური პოლიტიკაა, ის, რომ დაიწყება საშემოსავლო გადასახადის სუფსიდირება, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა განვახორციელოთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც უკავშირდება დასაქმების პოლიტიკას. ძალიან მძიმეა იმ ადამიანების ბედი, ვინც დარჩა უმუშევარი, მაგრამ არ შეიძლება მთავრობას მოვთხოვთ ის, რისი მოთხოვნაც არ შეგვიძლია, ამ 750 ლარიან შეღავათს ჰქონდა თავისი  წინაპირობა, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ,…

მეტი...

„როცა კომპანიებს ვთხოვთ გადაუხადოს ხელფასი, თუ ეს კომპანია გაჩერებულია, როგორ გადაუხადოს“ – დამსაქმებელთა ასოციაცია „მედიაცენტრ მთავარში“

„დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი“ იმ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კრიზისის დროს გაჩერებულები იყვნენ. ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ მექანიზმი, რომელიც ახლა ამუშავდა, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მელაძე განმარტავს ასევე, რომ კომპანიებს აქვთ ვალდებულებები, როგორც საბანკო სექტორთან, ასევე ბიუჯეტის მიმართ. „ყველანი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ წარმოებების რეგისტრაციის პროცესი თავიდან დაიწყო, ამიტომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ბაზარზე მეწარმეების აღდგენას იმ პოზიციაზე, რომელიც არსებობდა კრიზისამდე. ვიცით, რომ ძირითადი კომპანიები ყველა გაჩერდა, ახლა გადავდივართ იმ რეჟიმში, რომ ნელ – ნელა ავამოქმედოთ საწარმოები. რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამსაქმებელი ცდილობს გაუშვას თანამშრომელი,…

მეტი...

მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ორივე პაციენტს კატასტროფის ბრიგადები თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ. „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ დღის განმავლობაში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტის ნიმუშები იყო გაგზავნილი. სამი ტესტის პასუხი უარყოფითია. დასავლეთ საქართველოს ცხელების ცენტრებიდან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე მეორე დღეა, ცხელებით არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ. შეგახსენებთ, კლინიკაში არც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ჰყავთ. ქუთაისის ცხელების ცენტრში კი, ლაბორატორიიდან 20 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის 13 პაციენტის, შვიდი კი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა.

მეტი...